კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს შეიკრიბება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 მარტი 2016 11:24

რესპუბლიკელებსა და პრემიერს შორის 3 მარტს გამართული შეხვედრის დეტალებზე ზვიად კვჭანტირაძის თქმით, შესაძლოა დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელონ.რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის არსებულ ღია დაპირისპირებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში. მისი განმარტებით, არც ერთ პარტიას არ მოუთხოვია სხდომაზე ამ საკითხის განხილვა.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ყველა ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება, რომელზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. 

პოლიტსაბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 მარტი 2016 11:20

კოალიცია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე პოლიტსაბჭოს ფორმატში არ იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის. ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს საკითხის პოლიტსაბჭოზე განხილვა არ მოუთხოვიათ. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება საუბარი, რომელიც ოჯახის საკითხს შეეხება. განხილვის თემა ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება. უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინოს.

ხათუნა სამნიძე: ,,მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები ორპარტიულ შეთანხმებაზე'' (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 მარტი 2016 16:22

„რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება“ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ორპარტიულ შეთანხმებაზე სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სხვადასხვა საკითხებს, პარტიების ხედვას, პოზიციებს. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ, ჩვენ ორი პარტია მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის და შეთანხმებისთვის. უახლოეს დღეებში უკვე ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება ეს შეთანხმება“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ხათუნა სამნიძე პასუხობს.

 

სოსო ცისკარიშვილი: „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ ერთად განხილვის შემდეგ მიიღებენ (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 მარტი 2016 16:15

„მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ ერთად განხილვის შემდეგ მიიღებენ. ეს ჩემი აზრით არის ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ 35 წლის რესპუბლიკური პარტია არის ყველაზე გამოცდილი სუბიექტი ამ კოალიციის, ხოლო 3 წლის ქართული ოცნება - ყველაზე ღონიერი. მათი ტანდემი სიმშვიდის მომგვრელი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა, სამომავლო პერსპექტივისთვის არა მხოლოდ ამ ორი სუბიექტის, არამედ იმ ძალებისთვისაც, ვისაც სიკეთე მოაქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცისათვის. უკეთესი იქნება თუ საკუთარ შფოთს ამ ფაქტთან დაკავშირებით ისინი შეინახავენ საკუთარ მეხსიერებაში და შეეცდებიან გააგრძელონ აქტიური თანაბარუფლებიანი საქმიანობა იმ კოალიციის პირობებში, რომელიც ჩემი აზრით, უსათუოდ გადახალისდება - განაცხადა „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა, სოსო ცისკარიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.

 

"კოალიციაში დაპირისპირება ქართული ოცნების იმიჯზე უარყოფითად აისახება“ - მიროტაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 15:41

"ქართულ ოცნებაში არსებობს რესურსი იმისა, რომ გაუგებრობა კოალიციის შიგნით მოგვარდეს. გიორგი კვირიკაშვილმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი და შესაბამისად, ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძე. 

მიროტაძე ფიქრობს ,  რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირება "ქართული ოცნების" იმიჯზე უარყოფითად აისახება." როდესაც ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ, თუნდაც იმ ეროვნულ საკითხებზე რაზეც განცხადებაში ბატონი პრემიერ-მინისტრი საუბრობს"- თქვა მიროტაძემ.

 

 

ვიზალიბერალიზაცია - კოალიცია "ქართული ოცნების" პოზიცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 10:04

ევროკომისიის მხრიდან ევროპარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის საკანონმდებლო ინიციატივის გამოქვეყნებას კოალიცია ქართულ ოცნებაში დღეს ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელდა და მოქალაქეებს მიულოცა."ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს, მხოლოდ საქართველოსთვის!!! ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად. გილოცავთ ყველას"- წერია კვაჭანტირაძის განცხადებაში.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას იზიარებს, როგორც ფრაქცია ქართული ოცნებისხელმძღვანელი გია ვოლსკი, ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი.

წულუკიანი პრემიერის “ქართულ ოცნებაში”შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:50

თუკი პრემიერ-მინისტრი გაწევრიანდება პარტია “ქართულ ოცნებაში”, ეს პარტიას უდავოდ გააძლიერებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” სჭირდება გიორგი კვირიკაშვილისნაირი პროფესიონალი, გაწონასწორებული ფიგურა.
“თუკი პრემიერ-მინისტრი გაწევრიანდება პარტია “ქართულ ოცნებაში”, ეს პარტიას უდავოდ გააძლიერებს. მე, მინისტრი, რომელსაც არცერთი პარტიის წევრობა არ აქვს, ვთვლი, რომ ამ პარტიას გაძლიერება სჭირდება. ამ პარტიას ნამდვილად სჭირდება ისეთი ფიგურები, როგორიცაა გიორგი კვირიკაშვილი.
თუ პრემიერ-მინისტრს არა მარტო წევრად მიიღებს “ქართული ოცნება”, არამედ კენჭს უყრის პარტიის თავმჯდომარედ, ეს იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება. თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ყრილობა, მაგრამ წევრის სტატუსითაც რომ გაწევრიანდეს პრემიერ-მინისტრი, თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი გააძლიერებდა იმ პარტიას, რომელსაც სჭირდება ასეთი ფიგურები – პროფესიონალი, გაწონასწორებული, რომელიც პარტიაში ახალ ხედვას და ახალ მიმართულებებს შეიტანდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
თავად მინისტრი კვლავ პარტიული კუთვნილების გარეშე აპირებს დარჩენას, თუმცა, მისი თქმით, იმ პრიორიტეტების და მიმართულებების ერთგული იქნება, რაც “ქართულ ოცნებას” გააჩნია.
წულუკიანის განცხადებით, ოქტომბრამდე თავის გამოცდილებას, იქნება ეს პარტიული თუ საარჩევნო, მოახმარს იმას, რომ “გამჭვირვალე, სანდო, კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდეს. წულუკიანის სურვილია, არჩევნებზე პროდასავლურმა ძალებმა იზეიმონ გამარჯვება და აჩვენონ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ურყევია. “მე პირადად რომელ პარტიას მივცემ ხმას, ალბათ, საიდუმლო არ არის”, – დასძინა თეა წულუკიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:33

პრემიერ-მინისტრი პარტია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ გეგმავს ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას და გახდება თუ არა მისი ლიდერი. "შესვლას ვგეგმავ. ლიდერს უკვე ირჩევს ყრილობა და ვნახოთ", - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. 

საარჩევნო სია, "ქართული ოცნების" ყრილობის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 13:08

სავარაუდოდ, კოალიცია ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია, საზოგადოებისთვის მას შემდეგ იქნება ცნობილი,  როცა  "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდება და შეთანხმება მოხდება,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. 

კვაჭანტირაძის  განცხადებით, მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საარჩევნო სიის წევრად დასახელებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

"ქართული ოცნება" ფართოვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 10:07

უმრავლესობაში უკვე საუბრობენ კოალიცია "ქართული ოცნების" გაფართოვებაზე. კოალიციას შესაძლოა "მწვანეთა პარტია" დაემატოს, რომლის ლიდერიც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მწვანეთა პარტიაში კონსულტაციები იმართება. კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებზე გია გაჩეჩილაძის პარტიას, სავარაუდოდ, მაჟორიტარებიც ეყოლება, თუმცა როგორც, თავად ამბობს, კოალიციასთან შეთანხმებით. კოალიციაში შესვლას გეგმავს ასევე "სოციალ-დემოკრატიული" პარტიაც, რომლის თამვჯდომარე, გია ჟორჟოლიანი, უმრავლესობის წევრია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური