ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 12:23

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 14 მაისს დაგეგმილ პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს, - ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი. 
”ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით”, - განაცხადა კალაძემ.


გია ხუხაშვილი:ვინმე თუ რაღაცით უკმაყოფილოა და უწევს კარის გაჯახუნებ, იმას ვერასოდეს იტყვის, რომ უკმაყოფილოა თავისი პოზიციით პარტიაში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 აპრილი 2016 18:42

„საარჩევნო სია მოკლდება, კონკურენცია იზრდება, ეს იწვევს შიდა დაძაბულობას და ამ დროს ახსენდებათ იდეოლოგიაც და ყველაფერიც ადამიანებს. ვინმე თუ რაღაცით უკმაყოფილოა და უწევს კარის გაჯახუნებ, იმას ვერასოდეს იტყვის, რომ უკმაყოფილოა თავისი პოზიციით პარტიაში. ვგულისხმობ არა მხოლოდ მეჭიაურს, არმედ ყველას, მათ შოირის რესპუბლიკლებესაც და სხვებსაც, ვინც ასეთ დემარშებს აწყობს. იგივე პარალელი შეიძება გავავლოთ სხვა პარტიებთან. თუ მართლა ასეთი შეუთავსებლობა იყო იდეოლოგიური, არჩევნებს არ უნდა დალოდებოდნენ ეს ადამიანები. იქ ახლა იწყება შიდა ბრძოლა ადგილების მოსაპოვებლად. ამის კლასიკური მაგალითია არმაზ ახვლედიანი. ის ყველას დიდი ხნის წასული გვეგონა და და რამდენიმე დღის წინ დაიძახა მივდივარო. ეს არის წმინდა პოლიტტექნოლოგიური თემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ იმისთვის, რომ ისეთი დასასრული აჩვენონ ერთ ადგილზე, რითც კარგ სტარტს აიღებენ მეორე ადგილზე. იგივეს აკეთებდნენ რესპუბლიკელები. ისინი ცდილბოდნენ სიტუაციის მაქსიმალურად დეტონირებას და დაძაბვას მეჭიაურის განცხადებებთნ დაკავშირებით. მათაც სჭირდებათ კარის გაჯახუნების ინიცირება საგარეო ვექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, მეჭიაურის განცხადებების ზედმეტად დრამატიზება მოხდა .“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა სტარვიზიის ეთერში.
უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო სტრეფემზე, კვირის მთავარი მოვლენების ანალიზი გადაცემაში „აქტუალური თემა“ - „განსაკუთრებული თვალსაზრისი გია ხუხაშვილთნ ერთად

ოპონენეტების განცხადებები სასაცილოა , - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 15:03

”სასაცილოა ოპონენეტების განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს,” -   ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს. 

"ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც ქართული ოცნება ცდილობს ჩვენი საზოგადოება შეიყვანოს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 15:19

საპარლამენტო ოპოზიცია არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლას აკრიტიკებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამ გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია გაიმარჯვებს.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი 8 აგვისტოს უნდა გავიგოთ, ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც ქართული ოცნება ცდილობს ჩვენი საზოგადოება შეიყვანოს. რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, რაც არ უნდა სისულელე  გამოაქვეყნონ,  ქართული ოცნება ამ არჩევნებს წააგებს. ვურჩევ თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ თანაბარ, მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობა იქნება,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

„ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას 14 მაისიდან დაიწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 10:17

არტია „ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას 14 მაისიდან დაიწყებს. იმავე დღეს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარედ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აირჩევენ. 

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში გიორგი კვირიკაშვილი აქტიურად ჩაერთვება. 

მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის ახალ სახეებს წარადგენს. ,,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

ზურაბ ტყემალაძე ქართული ოცნების ოფისში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 16:26

პარტია მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ქართული ოცნების ოფისში იმყოფებოდა. ტყემალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, უცნობია რა თემას უკავშირდებოდა დღევანდელი შეხვედრა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ოფისში უნდა მივიდნენ პრემიერიმინისტრი და პრეზიდენტი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ოცნების ოფისში რესპუბლიკური პარტიის მინისტრების გადაყენების საკითხს განიხილავენ. 

ვინ მოხვდება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებში ჯერ კიდევ უცნობია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 16:03

ვინ მოხვდება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიებში, ამ დრომდე უცნობია. მინისტრები პირველ ნომრად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ამ დრომდე საარჩევნო სიებში მოხვედრის შესახებ პრემიერთან არ უსაუბრიათ. 

გორის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება" გაუქმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 12:04

გორის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება" გაუქმდა და ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ფრაქცია-"ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია" მოქმედებს. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტი დეპუტატებმა დღეს მიიღეს. ფრაქციის გაუქმების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ფრაქცია "ქართული ოცნების " თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილმა გორის საკრებულო ვადაზე ადრე, საკუთარი სურვილით დატოვა.მან განცხადება საკრებულოს აპარატში 25 მარტს შეიტანა.

ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიაში გენერალური და აღმასრულებელი დირექტორების კომენტარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 14:10

როგორ დაკომპლექტება „ქართული ოცნების“სია ბოლომდე ცნობილი არ არის ,თუმცა კომენტარები უკვე კეთდება,  გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა დღეს მედიასთან მომავალი საპრლამენტო სიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

კახა კალაძის განცხადებით, სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, ახალგაზრდები, ასევე საარჩევნო სიაშიც და მაჟორიტარულ კანდიდატებად აუცილებლად იქნებიან წარდგენილი ქალებიც.

„იქნება ცნობილი სახეც, ზოგი შეიძლება ნაკლებად ცნობილი, მაგრამ წარმატებული ახალგაზრდა . ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალბატონებს და მიგვაჩნია, რომ მისასალმებელია, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული პოლიტიკაში.“ განაცხადა კალაძემ. ოცნების გენმდივნის თქმით არ არის გამორიცხული სიაში სპორტსმენებიც იყვნენ, რადგან სპორტსმენნიც წარმატებული ადამიანია.

აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით  სამი პრიორიტეტული მიმართულებიდან მოხდება კანდიდატების არჩევა:

„სიას რაც შეეხება , არ არის მიზანშეწონილი ჩვენთვის სახელების და გვარის დაკონკრეტება. ამისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში სადაც პარლამენტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს. სამი პრიორიტეტული მიმართულებაა კანონშემოქმედებითი, ეკონომიკური და საგარეო სფერო და ამაზე გაკეთდება აქცენტი“- განაცხადა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, მან ასევე არ გამორიცხა, რომ სიაში შესაძლოა აღმოჩნდნენ საზოგადოება 2030-ის ექსპერტებიც.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია თბილისში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:39

დღეიდან ორი დღის განმავლობაში თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩაატარებს. კონფერენციაზე დღეს მთაწმინდის, ჩუღურეთის ნაძალადევის, ისნისა და დიდუბის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევენ.  ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არ მიიღებს,კახი კალაძემ არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყოფილ პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში იყოს. კახი კალაძის თქმით, ყოფილ პრემიერთან ამ მიმართულებით საუბარი არ ყოფილა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური