ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:52

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი   ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მან მეწარმეებთან ერთად განიხილა 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, ისაუბრა პარტია ,,ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე და ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის განვითარების აუცილებლობაზე.
,,წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რათა სამომავლოდ ისინი კონკურენტუნარიან სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გიორგი გახარია და გია ჟორჟოლიანი. მათ ასევე დაადასტურეს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ინტენსიურად გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.

დავით სონღულაშვილი - სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურის მოგვარებით დავიწყებთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:50

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფლების გურჯაანისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა.

 დავით სონღულაშვილმა მოსახლეობასთან ერთად პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას სოფლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 „გურჯაანში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 ზემო კაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტრულ პრობლემებზე დაისვა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალ წელს დასრულდება ცენტრალური გზის მოასფალტება, სკოლისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.

 „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია, რადგან ჩვენც ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება და მათაც ჩვენი საკითხები დროულად მივაწოდოთ,“- აღნიშნა ზემო კაჭრეთის მცხოვრებმა გივი არუთინაშვილმა.

თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:49

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის, ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო დემოკრატიის ნიმუში. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. „დღეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მკვეთრად შემცირდა უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი და რაც ყველაზე მთავარია- სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. 2020 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უკეთეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”,-აღნიშნა „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 11:30

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის, ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა.პარტიის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. 
”მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო დემოკრატიის ნიმუში. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. 
მაჟორიტარობის კანდიდატმა 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. 


შალვა კიკნაველიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 19:24

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზოვრეთის, ქვედა საქარისა და არგვეთის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აქტიურობისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელი ხალხი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, აღარასდროს გააკეთებს არჩევანს წარსულის სასარგებლოდ და მხარს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას დაუჭერს.

 „ვფიქრობ, 30 ოქტომბერს მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. პირველ ტურში ზესტაფონელებმა დაამტკიცეს, რომ მათი არჩევანი უსაფრთხო, თავისუფალი და სტაბილური მომავალია. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არჩევანს წინსვლის, კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს. ჩვენ აღარასდროს აღარ დავბრუნდებით წარსულში“,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

დავით სონღულაშვილი - აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 11:41

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ამ საქმეში პროფკავშირების როლის გაზრდა იყო. პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.

„ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დააანონსა. ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,“- აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.

შალვა კიკნაველიძე - „დარწმუნებული ვარ ზესტაფონი აუცილებლად ზესტაფონელს აირჩევს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 18:20

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შალვა კიკნაველიძე ბოსლევის, დილიკაურის, ზედა საქარისა და შორაპნის ამომრჩეველს შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 „მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და შალვა კიკნაველიძეს. მეორე ტურის ფარგლებში დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ზესტაფონი აუცილებლად ზესტაფონელს აირჩევს“ ,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 16:45

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდნენ არჩევნებზე და შეასრულეს თავინთი მოქალაქეობრივი ვალი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამომიცხადეს. 30 ოქტომბერს მეორე ტური გვაქვს. მოგიწოდებთ ჩემს ვაზისუბნელებს, მერვე ლეგიონის, ვარკეთილის მოსახლეობას, რომელთა ნაწილი ოლქების ახლებური გადანაწილების შედეგად შემოგვიერთდა, ნუ დაიზარებთ, საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი და თქვენი ჩართულობით, ერთად დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დაგეგმილი გვაქვს ისნის რაიონისთვის. მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დააფასა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცა. ამ პოლიტიკურმა ძალამ საქმით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ძალადობისთვის. მერწმუნეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მოხარული და ამაყი ვიქნები თუ ნდობას კვლავ გამომიცხადებს ჩემი ამომრჩეველი და შევინარჩუნებთ იმ ღია ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონდა. მე მჯერა მოსახლეობა მხარს კვლავს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და კეთილდღეობას. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ წარმატებას, ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა. ყველას გელოდებით არჩევნებზე. პატივისცემით, ირაკლი აბუსერიძე.

მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს - კობახიძე სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 16:44

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მიესალმება და აცხადებს, რომ ამისთვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ, ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, სათანადო ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე უნდა იყოს ეფექტიანი. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ერთი და მეორე მიზანი და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება, რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს“- განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხე არ არსებობს, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 15:25

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ,  მათი მიზანი  საკონსტიტუციო უმრავლესობის საკუთარ თავზე მორგება არ არის: 

„ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი, არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერმინისტრის კომპეტენცია 2013 წელს,“- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური