"ქართული ოცნება" იმ პირთა ვინაობას ასაჯაროებს, ვინც, მათი თქმით, კორცხელში არეულობას გეგმავდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 11:16

დღის ბოლოს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე ქართული ოცნების შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ იმ პირთა ფოტოები გაასაჯაროვა, რომლებიც მათი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას მითითებით გეგმავდნენ არეულობის მოწყობას.მდინარაძემ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი მათი პარტიის წევრები არიან. მისივე თქმით, ამ სპორტსმენებთან მივიდნენ ზონდერ ჯგუფების წევრები და პროვოკაცია მოაწყვეს.

 

”ქართული ოცნების” კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 10:21

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კორცხელის საარჩევნო უბნებანში,   სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. 
”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ”ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა).

”ქართული ოცნების”  კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.

ოზურგეთის ერთ ოლქში "ქართული ოცნება", მეორეში კი - "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 09:49

ოზურგეთის რაიონში ორივე ოლქის 4 უბანზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა გამოვლინდა. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არ ყოფილა ისეთი დარღვევები, რომელიც გავლენას მოახდენს შედეგებზე. საოლქო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა, პროცედურულ დარღვევაზე. ოზურგეთის ერთ ოლქში ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე 64,56 %-ით, მეორე ოლქში კი ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატი ბესიკ ქათამაძე 59,6 %-ით, 40,4 % აქვს ქართული ოცნების კანდიდატ ნონა ტუნაძეს.

თამაზ მეჭიაური პარტიას ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 13:21

თამაზ მეჭიაური მიზეზად "ქართულ ოცნებასთან" განსხვავებულ ინტერესებს ასახელებს. მეჭიაური ამბობს, რომ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს პარტიის დატოვებასტან დაკავშირებით. პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს,  მისი თქმით საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პარტია  და არ გამორიცხავს ახალი პარტიის დამოუკიდებლად შექმნას.  

"მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, გამომდინარე აქედან მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას რომელიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვის"- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

გია ხუხაშვილი: ვინმე თუ რაღაცით უკმაყოფილოა და უწევს კარის გაჯახუნებ, იმას ვერასოდეს იტყვის, რომ უკმაყოფილოა თავისი პოზიციით პარტიაში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 14 მაისი 2016 12:56

„საარჩევნო სია მოკლდება, კონკურენცია იზრდება, ეს იწვევს შიდა დაძაბულობას და ამ დროს ახსენდებათ იდეოლოგიაც და ყველაფერიც ადამიანებს. ვინმე თუ რაღაცით უკმაყოფილოა და უწევს კარის გაჯახუნებ, იმას ვერასოდეს იტყვის, რომ უკმაყოფილოა თავისი პოზიციით პარტიაში. ვგულისხმობ არა მხოლოდ მეჭიაურს, არმედ ყველას, მათ შოირის რესპუბლიკლებესაც და სხვებსაც, ვინც ასეთ დემარშებს აწყობს. იგივე პარალელი შეიძება გავავლოთ სხვა პარტიებთან. თუ მართლა ასეთი შეუთავსებლობა იყო იდეოლოგიური, არჩევნებს არ უნდა დალოდებოდნენ ეს ადამიანები. იქ ახლა იწყება შიდა ბრძოლა ადგილების მოსაპოვებლად. ამის კლასიკური მაგალითია არმაზ ახვლედიანი. ის ყველას დიდი ხნის წასული გვეგონა და და რამდენიმე დღის წინ დაიძახა მივდივარო. ეს არის წმინდა პოლიტტექნოლოგიური თემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ იმისთვის, რომ ისეთი დასასრული აჩვენონ ერთ ადგილზე, რითც კარგ სტარტს აიღებენ მეორე ადგილზე. იგივეს აკეთებდნენ რესპუბლიკელები. ისინი ცდილბოდნენ სიტუაციის მაქსიმალურად დეტონირებას და დაძაბვას მეჭიაურის განცხადებებთნ დაკავშირებით. მათაც სჭირდებათ კარის გაჯახუნების ინიცირება საგარეო ვექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, მეჭიაურის განცხადებების ზედმეტად დრამატიზება მოხდა .“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა სტარვიზიის ეთერში.
უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო სტრეფემზე, კვირის მთავარი მოვლენების ანალიზი გადაცემაში „აქტუალური თემა“ - „განსაკუთრებული თვალსაზრისი გია ხუხაშვილთნ ერთად.

 

 

"ქართული ოცნების“ ყრილობას შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრონ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 17:28

"მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ, 14 მაისს გაიმართება.

 

მეგონა არმაზ ახვლედიანს უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, - თამაზ მეჭიაური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 11:45

„რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მეგონა, მას უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, ვინაიდან ის ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და ა. შ. მეგონა მაშინვე დატოვა პარტია,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს. ახვლედიანი მიღებული გადაწყვეტილების მიზედად, პარტიის მხრიდა 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
ახვლედიანის განცხადებას მეჭიაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ზოგი დაპირება შესრულდა, თუმცა ნაწილი ვერ შესრულდა და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო,რადგან ყოველთვის ყველაფრის შესრულება შეუძლებელია. 


"ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია ან არმაზ ახვლედიანია"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 11:00

"არმაზს ჩემს მიმართ უარყოფით კონტექსტში არაფერი უთქვამს. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია ან არმაზ ახვლედიანია. მას პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია. არ გავრიცხეთ, რადგან ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერობოდა, შევუჩერეთ პოლიტსაჭოს წევრობა. პროცესებში არ მონაწილეობდა - მარგი ქმედების კოეფიციენტი მისი მხრიდან  დაბალი იყო. განცხადებები, რომელსაც აკეთებდა, გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ,” -  ასე გამოეხმაურა  მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის პარტიულ საქმიანობას, რომელმაც ”ქართული ოცნება” დატოვა.

არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს. ახვლედიანი მიღებული გადაწყვეტილების მიზედად, პარტიის მხრიდა 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, ერთი მხრივ, გათავისუფლება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას, მეორეს მხრივ, ვერ გახსნა კარი იმათთვის, ვინც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ამით, პრაქტიკულად, ასცდა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს,“- განაცხადა ახვლედიანმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, მომავალში ის  აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ  პროცესებში.

 

არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 11:08

არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს. ახვლედიანი მიღებული გადაწყვეტილების მიზედად, პარტიის მხრიდა 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, ერთი მხრივ, გათავისუფლება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას, მეორეს მხრივ, ვერ გახსნა კარი იმათთვის, ვინც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ამით, პრაქტიკულად, ასცდა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს,“- განაცხადა ახვლედიანმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, მომავალში ის  აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ  პროცესებში.

ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 12:23

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 14 მაისს დაგეგმილ პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს, - ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი. 
”ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით”, - განაცხადა კალაძემ.


ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური