გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 06 აგვისტო 2016 00:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟარიტარობის კანდიდატები წარადგინა.

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი;

ახმეტაში პარლამენტის წევრი გელა სამხარაული;

ლაგოდეხში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი;

გურჯაანში გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი დავით სონღულაშვილი;

საგარეჯოში - ფინანსისტი რომან მუჩიაშვილი.

სოფო კილაძე - ,,მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 15:21

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა. სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იყო ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე უმცირესობის მხრიდან. „კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევა, 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები, დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელების განხილვისათვის. ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი წარმოებაშიც არ არის ჯერ კიდევ მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე სამ თვემდე ვადა დასჭირდა დაახლოებით სასამართლოს იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალუირ მოძრაობის“ მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი“,-აღნიშნა სოფო კილაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 22:41

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაზე სარჩელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება - კანონდარღვევაა. ის გამოეხმარა ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსამართლის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ უმჯობესია ამ ადამიანებმა პასუხი გასცენ, თუ რატომ ხდებოდა ასეთი ფაქტები.

”ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო სარჩელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მოთხოვნის დამატება, რაც კანონით დაუშვებელია. დღეს ვნახეთ განცხადება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ცვილელებს სარჩელებში, თუმცა აქ არის მცდელობაზე საუბარი და მცდელობა არის ყურადღებას ტექნიკურ საკითხებზე გადატანის. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ამ საკითხების ისეთ სფეროში გადატანის მცდელობას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არ დაურღვევიათ კანონი, არ არის საგანგაშო. საქართველოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ზეწოლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, მდინარაძის შეფასებით, ეს იყო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, თუმცა პაპუაშვილმა ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაასახელა.

 

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 31 ივლისი 2016 19:36

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ გორში წარმოადგენს იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი ირაკლი მეზურნიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო და დარუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „ „ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ და გითხრათ - დღეს რომ ქართლი და მთლიანად საქართველო ისევ ფეხზე დგას, თქვენი გამძლეობის, თქვენი თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების დამსახურებაა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში შეკრებილ მოსახლეობას.

„სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულები და კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას .

მთავრობის მეთაურმა მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნებაა. „როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არა გვაქვს ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“.-განაცხადა პრემიერმა.

 

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. ’’„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, და გაიმარჯვებს, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ერის კონსოლიდაცია, ქვეყნის სწრაფი განვითარება და ხალხისათვის კეთილდღეობის მოტანა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხალხში მხარდაჭერა დაკარგა, - სალომე სამადაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 12:19

„კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხალხში მხარდაჭერა დაკარგა, რადგან მან იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხა, რომელიც დღეს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, რაც არის უმუშევრობა, მათი ცხოვრების პირობები, რომელიც დღითიდღე უარესდება,“ - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი  NDI-ის კვლევის შედეგებს.  

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 27 %  აცხადებს რომ არც ერთი პარტია, 19 % "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს, , 15 % კი  ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. კითხვაზე - არ ვიცი, განაცხადა გამოკითხულთა 10 %-მა.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 5 %, პატრიოტთა ალიანსი ასვეე 5%, გამოკითხულთა 4 %-მა უარი პასუხზე განაცხადა . გამოკითხულთა 4%-სთვის ყველაზე ახლოს თავისუფალ დემოკრატებს ასახელბს. 4 % ლეიბორისტული პარტია და სხვა პარტიები 6 %.

 

გ. კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 17:34

გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმბოლურია, რომ გურიის ინტერესების დასაცავად უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად იბრძოლებენ.

„თემურ ჭკუასელი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ამ რაიონების, რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესებს. გურიას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი- ტურისტული, საწარმოო, სოფლის მეურნეობის. ჩვენ ჩაის აღორძინებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, რადგან მართლაც ძალიან კარგი, გამორჩეული გუნდი გვყავს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„დღეს დავასრულეთ გურიის რეგიონში წარდგენები. გუშინ გვქონდა ოზურგეთში ძალიან დიდი, ხალხმრავალი შეხვედრა, სადაც არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარვადგინეთ. გულწრფელად მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა იყო შენი ქალაქის, შენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ღირსეულად მიიტანენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 22:07

გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველო"-ს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

"არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გურიის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღსდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქგვენთაგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხავს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა „Black sea aren“-ას გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

„ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებზე.

" ჩვენ შრომით შევქმნით საქრთველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 19:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საუბრის დასასრული

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში კანდიდატების წარდგენა დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 21:44

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში კანდიდატების წარდგენა დაასრულა. პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკასჰვილმა შვიდივე კანდიდატს გამარჯვება უსურვა: „ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატი არის ძალიან ღირსეული, მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან კარგი აღქმა ადგილობრივი პრობლემების და, რა თქმა უნდა უნარი, რაც სჭირდება დღეს ამ პრობლემების მოგვარებას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატები არ იქნებიან გულგრილნი არცერთი საკითხისადმი და მათ ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა რომ ადგილობრივი პრობლემები მოგვარდეს რეგიონში“.
გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში ასევე გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

გ. კვირიკაშვილმა მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 20:38

ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება; თქვენს გვერდით მდგომი ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაღდათში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„დღეს ბაღდათს და ხარაგაულს სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც არის კობა ლურსმანაშვილი. კობა არის კაცი, რომლისთვისაც უცხო არ არის არცერთი პრობლემა. ამავე დროს, ის არის კვალიფიციური ადამიანი, საერთაშორისო სამართლის პროფესიონალი და თქვენს საკითხებს პარლამენტში არა მხოლოდ დააყენებს, არამედ გადაჭრის კიდეც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას.
„ამ ყველაფრით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, ყველაზე სახალხო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია. დღეს ნაპრალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენი მომავალი ნაბიჯებიც დაემყარება იმას, რომ აღმოიფხვრას საერთოდ ეს დისტანცია და საბოლოოდ ვიდგეთ ბოლომდე ხალხთან ერთად. გავითავისოთ თქვენი სიხარული და თქვენი ტკივილი“,-აღნიშნა პრემიერმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე, ომარ ნიშნიანიძე, პაატა კიკნაველიძე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური