“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 14 აგვისტო 2016 09:52
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 ბათუმის 68-ე ოლქში ”ქართული ოცნებამ" აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე დაასახელა.

ბათუმის 69-ე ოლქში პარტიიდან წარმოდგენილია პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

ბათუმის 70-ე ოლქში გამარჯვებისთვის ნუგზარ სურმანიძე იბრძოლებს.

ქობულეთში "ქართულ ოცნებას" გიორგი რომანაძე წარმოადგენს ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსია.

ხელვაჩაურში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ კარანაძე იქნება .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვის ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე, რომელიც ხულოში, შუახევსა და ქედაში დასახელდა.

 

გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 13:28

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს სხვდასხვა საკითხზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩაის კულტურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო ჩაის პლანტაციის დამუშავების მსურველს ფინანსურად ხელს შეუწყობს, მოწეულ ნედლეულს კი სპეციალური მიმღები  პუნქტები ჩაიბარებენ; მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ყურადღება მიწის უფასო რეგისრაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მორგებული,  რადგან მათ პირველად მიეცათ საშუალება, ნაკვეთები სრულიად უსასყიდლოდ  დაიკანონონ.

„ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის  განვითარებაა; მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ამოქმედდა აგრო  დაზღვევის პროგრამა; ამ პროგრამამ 115 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი  დააზღვია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხერდა 1500-მდე ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სოფელი იყოს გამართული და ძლიერი,“ - განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 13:25
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშასა და მარტვილში ოთარ დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშის მუნიციპალიტეტის - პირველი მაისი, გაუწყინარი და გენზათის, მოსახლეობას შეხვდა. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის   სალხინოსა და თამაკონის  სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.  
დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა და ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს.
„ჩვენს რეგიონს, აბაშასა და მარტვილს აქვს პოტენციალი იყოს წელში გამართული. ჩემი მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა. ეს პოტენციალი არსებობს აგრარული, ტურისტული, წარმოების ზრდის მიმართულებებით და მე, როგორ ამ კუთხის შვილი, აქაურობის გულშემატკივარი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ რეგიონის აღორძინების საქმისთვის“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
მან აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების პოტენციალსა და აგრარული დარგის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა.  
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშასა და მარტვილში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 14:55

"სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი არის "რესპუბლიკური" პარტიის კონკურენტი "ქართული ოცნების" არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც , სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი," - ნათქვამია პარლამენტის ტავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

უსუფაშვილის თქმით,  პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს:

"ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი იმ ვითარებაში სადაც არის...
თუმცა მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს.

მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს!

ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება?!

არ მინდა ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

გიორგი ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 18:40

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში, შუა მთაში, ჭყვიშსა დაციხე სულორში გამართა. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ვანისმუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ვანი სამეცნიერო ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს , რაც ხელს შეუწყობს ტურისტულიინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას. დღეს აქცენტი სოფლის მეურნეობის იმ სფეროს განვითარებაზეც გამახვილდა, რომელიც პერსპექტიულია და მოსახლეობასკარგ შემოსავალს მისცემს.

„ ვანში უნდა აღდგეს მეაბრეშუმეობა,რაც მოსახლეობისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. სახელმწიფომ უკვე შემოიტანა საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშის ხეები, რომელიც მრავალწლიანია დაგამორჩეული ხარისხის ფოთოლს იძლევა.უახლოეს მომავალში მთავრობის ინიციატივით დაიწყება პროექტი,რომელიც მეაბრეშუმეობას დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ დარგისგანვითარებას“-განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.

 კანდიდატი დღესვე სოფელ მთის ძირში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე კიკაბიძეების ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნო, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები,რომელსაც მდინარე „ნასერალა’’ ყოველი წვიმისას აზიანებს. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობის თხოვნით სოფელ შუა მთის კულტურის სახლიც დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაცადგილობრივები ითხოვენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 11:09

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. „ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იყოს დაკმაყოფილებული პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს რეგიონები არ შეიძლება, ასე დაჯამდეს მათემატიკურად.
„ამიტომ ვიფქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონები მაქსიმულურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა; წელს, წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა.
„ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება. შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ პატარა ზომის, არამედ საშუალო ზომის, 50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში დამატებითი ინვესტიციები იყოს მოზიდული. ჩვენ ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის განვითარების ისე, რომ ეს ზონა, მაქსიმალურად, ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ისე, რომ ადგილობრივი ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ სვანეთში დაწყებული პროექტები, მათ შორის მესტიაში ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასების, სასტუმრო კომპლექსების განვითარება გაგრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჩხერის გავლით გომიდან რაჭამდე მიმავალი პირდაპირი გზის მშენებლობაზე.
„ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სამთო-სათხილამური კურორტები, დასასვენებელი ადგილები ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რომელთა მთლიანად ათვისება თვისებრივად შეცვლის ადგილობრივი მოსახლების ცხოვრების დონეს.
„მაგალითისთვის მოვიყვან შაორის ტბას, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ ტურისტული ზონის განვითარებას. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, შენდება ახალი, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო. ეს იქნება პირველი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა; და, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი სხვა შეემატება, ჩამოვა მეტი სტუმარი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც არასოდეს ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ინახავენ მთას.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთის კანონს და აღნიშნა, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სპეციალური სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის სიცოცხლის იმედი დაებრუნებინა.
„ჩვენ შევძელით და დავძლიეთ ის პრობლემა, რაც ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ჯერაც არა აქვს გადაჭრილი - ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სასოწარკვეთილ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის იმედი. დიახ, ეს არის ის, რითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ და თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს და ფერმერებს, არ დაგვიტოვებია თითქმის არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი, არ დარჩენილა სოფლად არავინ, ვინც რაღაც სახით მაინც არ მიიღო სარგებელი, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა თუ მცენარეთა მოვლის საშუალებები“,-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის განსაკუთრებულ დაფასებას და აღნიშნა, რომ მთავრობა არც წელს დატოვებს არავის უყურადღებოდ. „ვერავინ ვერ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს. რეგიონის მოსახლეობამ შემოსავლების სახით 22 მლნ ლარი მიიღო. ასეთმა დახმარებამ გლეხებს მისცა სტიმული, გაეშენებინათ ვენახი. დღეისათვის დარგულია ვაზის უძველესი და უნიკალური სახვანჭკარე ჯიშის ასეულობით ათასი ძირი. ჩვენ წელსაც დავეხმარებით მევენახეებს ყურძნის რეალიზაციაში“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მთავრობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის კონკრეტული, ნაბიჯებით გაწერილი გეგმა შემუშავებული აქვს. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. დიახ, დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დ ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძემ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ, სამრეწველო-ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა. „ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ! „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური, და არა ვირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო- ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ - უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

"ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 13:35

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

„ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ. ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს“ - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 11:53

ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში გიორგი კოპაძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანი, ხოლო ბორჯომსა და ასპინძაში გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების, როგორც განსაკუთრებული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ „ქართუ“ ფონდის დახმარებით ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული. ასევე, დავიწყეთ და დავასრულეთ საფარის მონასტერთან მიმავალი გზა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დავიწყეთ და ეს გაგრძელდება. გარდა ამ ძეგლებისა,საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას და, შესაბამისად, სტუმრებისა და ტურისტების რაოდენობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებამ ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა აღდგეს ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და კვლავ შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლი. „დღეს,21-ე საუკუნეში, ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლევს შესაძლებლობას რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ვაჭრობა, დავამყაროთ ახალი კავშირები, კულტურული ურთიერთობები და უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია და სწორედ ეს მდებარეობა გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე უმსხვილეს პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე გაამახვილა, რითიც სამცხე-ჯავახეთი თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს. „გარდა ამისა, ახალქალაქში შენდება საერთაშორისო სადგური. ამ მასშტაბის პროექტები თავისთავად გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ეს არის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმება და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. საქართველო - თურქეთის საზღვარზე ამოქმედებული კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი და თანმდევი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს საქართველო-სომხეთის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ეს არის თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ისაუბრა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე. „მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი - წარმოების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის პირობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი ჩვენი ხალხისთვის. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თავისი ცხოვრებით იყვნენ კმაყოფილი, თავისი ოჯახის წინსვლით იყვნენ ბედნიერები“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიერ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე ისაუბრა. „ადამიანები გავათავისუფლეთ და დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ, რა თმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხვავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა.ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოთ ჩვენი წინაპრების დანატოვარი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.კახა კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილებით უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე. „ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე,მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ! და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად,თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხისმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა 2012 წელს ხალხთან ერთად აღებულ სწორ კურსს აუცილებლად გააგრძელებს - მეტი მონდომებით, მეტი ენერგიით, ახალი შესაძლებლობებით! „ჩვენ, განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ! ჩვენ თქვენთან ერთად - ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად, აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

„არ მესმის, როგორ შეიძლება ლევან იზორიას ჩარჩოებში მოქცევა“ - გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 00:43

„პარლამენტთან ურთიერთობის დროს ლევან იზორია ყოველთვის ამჟღავნებდა კვალიფიციურობას, თანმიმდევრულობას მსოფლმხედველობაში, ცვლილებებში. ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ბატონი ლევანი და მე არ მესმის, როგორ შეიძლება მისი რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ის არის მეცნიერი ადამიანი და მას ძალიან მარტივად შეუძლია სხვადასხვა საქმე იტვირთოს და ძალიან წარმატებულად განახორციელოს. აზრთა სხვადასხვაობას და წინააღმდეგობას გამოიწვევდა ნებისმიერი კანდიდატურა. ჩვენი ოპონენტების უმრავლესობისთვის სულერთია რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათთვის მთავარია ჩვენი გაკრიტიკება.“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გედევან ფოფხაძე პასუხობს.

გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 06 აგვისტო 2016 00:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟარიტარობის კანდიდატები წარადგინა.

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი;

ახმეტაში პარლამენტის წევრი გელა სამხარაული;

ლაგოდეხში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი;

გურჯაანში გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი დავით სონღულაშვილი;

საგარეჯოში - ფინანსისტი რომან მუჩიაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური