ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 19:24

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლევან გოგიჩაიშვილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:58

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი 21 ოქტომბერს 162 სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა თითოეულ პედაგოგს, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურშიც მის გვერდით იქნებიან.
"მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს მე სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო ბრძოლა. თქვენ მაძლევთ მე მანდატს და მზად ვარ ეს მანდატი გამოვიყენო თქვენთვის და ჩემი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის ", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრის დროს.

 

ბექა ნაცვლიშვილი საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:31

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-10 ოლქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,თბილისში აშენდა 7 საბავშვო ბაღი, უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ 3. ეს არის ჯანსაღი პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, იგი განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული მიდგომისგან, როდესაც დაიხურა 50-მდე ასეთი დაწესებულება", -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობოთა წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 14:20

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის“ - შალვა კიკნაველიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 14:19

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი კლდეეთის, პირველი და მეორე სვირის, სოფელ როდინაულისა და სოფელ ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდა. კიკნაველიძემ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ზესტაფონის და ზესტაფონელების არჩევანი არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ ხმა მივეცით პროგრესს და უკეთეს მომავალს. ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის. 30 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანის ხმა გადამწყვეტია, 30-ში თითოეული ჩვენგანი ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ“- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 14:17

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის . მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა. გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

"ბაკურციხე ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს"- დავით სონღულაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 14:16

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფელ ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა და კარდაკარ რამდენიმე ოჯახი მოინახულა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურციხელების პრობლემები მოისმინა. ამასთან, მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„ბაკურციხეს უდიდესი პოტენციალი აქვს რაიონში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული ადამიანის ოჯახს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს.

„სასიხარულოა, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა ბაკურციხელმა ოთარ სამადაშვილმა.

ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:54

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი ამავე მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 „მოგეხსენებათ, მიღებული მაღალი პროცენტისა და დიდი სხვაობის მიუხედავად, მაჟორიტარულ სისტემაში დაწესებული 50%-იანი ბარიერის გამო მეორე ტურში მონაწილეობა გვიწევს. პირველ ტურში მიღებული დიდი უპირატესობა გვაძლევს მყარ საფუძველს, განვაცხადოთ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დღეს ჩვენს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს და ამით იწყება ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, რამეთუ მე მაინტერესებს პრობლემების შესახებ, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, მოვისმინო თქვენგან - ნეიტრალური და მუნუციპალიტეტების ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანებისგან,“ - მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპუტატობის კანდიდატმა.

 „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის “ დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა და „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს.

 დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, თვითმმართველობის დონეზე, თუმცა ზოგჯერ უყურადღებობას აწყდება. ამირან გიგინეიშვილმა კი გამოთქვა სურვილი, დეპუტატობის კანდიდატს გააცნოს გურიის ზღვისპირა სოფლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მისმა ორგანიზაციამ შეიმუშავა.

ნინო წილოსანმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.

 „მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, რაც აუცილებლად გამომადგება საპარლამენტო მუშაობისას - თქვენ, ფაქტობრივად, მაძლევთ გამზადებულ მოკვლევას, რომლისთვისაც მე საკმაო დრო დამჭირდებოდა,“ - აღნიშნა წილოსანმა.

პრობლემებზე ისაუბრეს გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბისა“ და ჩოხატაურის „შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის“ წარმომადგენლებმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ ლანჩხუთშიც დაფუძნდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებზე იზრუნებს.

ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:52

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი   ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მან მეწარმეებთან ერთად განიხილა 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, ისაუბრა პარტია ,,ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე და ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის განვითარების აუცილებლობაზე.
,,წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რათა სამომავლოდ ისინი კონკურენტუნარიან სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გიორგი გახარია და გია ჟორჟოლიანი. მათ ასევე დაადასტურეს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ინტენსიურად გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.

დავით სონღულაშვილი - სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურის მოგვარებით დავიწყებთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:50

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფლების გურჯაანისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა.

 დავით სონღულაშვილმა მოსახლეობასთან ერთად პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას სოფლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 „გურჯაანში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 ზემო კაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტრულ პრობლემებზე დაისვა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალ წელს დასრულდება ცენტრალური გზის მოასფალტება, სკოლისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.

 „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია, რადგან ჩვენც ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება და მათაც ჩვენი საკითხები დროულად მივაწოდოთ,“- აღნიშნა ზემო კაჭრეთის მცხოვრებმა გივი არუთინაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური