"ენმ-ს წევრები კარალეთის "ქართული ოცნების" შტაბში შეიჭრნენ - "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:55

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.

"ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში”-აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:54

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 83 წლისთავი აღნიშნეს. შეხვედრას ქარხნის ხელმძღვანელობის მიწვევით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ.

1933 წლის 30 ოქტომბერს პირველად მოხდა მარგანეცის მოპოვება. ამ დღესთან დაკავშირებით ფეროს დამსახურებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელების მხრიდან საჩუქრები გადაეცათ.

ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ ბოლო წლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ განახლებაზე ისაუბრა, რომელიც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შემცირების კუთხით განხორციელდა. მისი განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. ფილტრების მონტაჟს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ჩვენ აღვადგინეთ და მოდერნიზაცია განვახორციელეთ ქარხნის მანქანა-დანადგარების. ასევე მოვახდინეთ ფილტრების მონტაჟი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა“ - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ.

ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მეტალურგის დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში ვულოცავ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩვენი რაიონის და ქვეყნის განვითარებას. ძლიერი ბიზნესი, ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც ძლიერი ქვეყნის გარანტია“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

დღეს ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს კვლევით ინსტიტუტსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას დარგის განვითარების კუთხით.

"ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას"- დიმიტრი ცქიტიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 17:48

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ევროპარლამენტის მიმართვაზე აცახდებს, რომ ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას.


“ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE-ეს, ანუ სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას”- განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა"- თემურ ხუბულური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 11:38

წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. 

"ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. ჩვენი გუნდი შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი",-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

"ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა"- გიორგი კოპაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:37

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ახალციხეში ზარზმელის, მებაღიშვილისა და რაბათის ამომრჩეველს შეხვდა.

გიორგი კოპაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ზედგინიძე და ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე. შეხვედრაზე ყურადღება მე-2 ტურში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატი ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში, აჭარელ ახალგაზრდებს შეხვდა. 

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიარო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა! ჩვენ ყველამ ერთად 30 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ საბოლოო გამარჯვება“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

"ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ"- ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:36
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი ალის, ვაყისა და ნაბახტევის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ვალერი გელაშვილმა ადგილობრივებს არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა.

„მადლობას გიხდით არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისათვის. წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!“-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

 

ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:10

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ხაშურის მოსახლეობას ვალერი გელაშვილმა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. „წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!”,-აღნიშნა მან.

ამასთან, ხაშურის ცენტრში ახალგაზრდების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია,მსვლელობა გაიმართა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. "გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ჩავებათ აქტიურად. როგორც მოგეხსენებათ ხაშურში, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იყრის კენჭს. კარგად გადავხედეთ მათ წარსულ ცხოვრებას და არჩევანი გავაკეთეთ ნათელ მომავალზე",-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ.

გიორგი კოპაძე - მოსახლეობა 30 ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:07

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ახალქალაქი - ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაესწრნენ. მათ ქალაქ ვალეს მოსახლეობას გიორგი კოპაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი კოპაძემ შეხვედრისას განაცხადა, მოსახლეობა 30 ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. „30 ოქტომბერს მეორე ტურია! 30 ოქტომბერს თქვენი ხმა იგებს! თქვენ თავად განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს! „–აღნიშნა მან. დავით სერგეენკო , მიხეილ სარჯველაძე და გოჩა ცოფურაშვილი ვალის დასახლებაში არსებულ პრობლემებს პირადად ადგილობრივებისგან გაეცნენ. პრობლემათა დიდი ნაწილი უკვე არის გათვალისწინებული 2017 წლის პროგრამებში, რომელთა განხორციელების შედეგად სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ადგილობრივებმა ვალეში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯანდაცვის მინისტრი ვალელებს სამედიცინო ცენტრის გახსნას დაჰპირდა.

იოსებ მახრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:06

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მახრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. იოსებ მაკრახიძემ თითოეულ გორელს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას არჩევნებში მისვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩჩევნებმა საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს . ჩვენს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ეს იქნება არა რომელი პოლიტიკური სუბიექტის , არამედ თითოეული გორელის გამარჯვება, რადგან ჩვენ ერთად დავგეგმავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს. მჯერა, ერთად დგომით ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობის გარანტი იქნება. მე გპირდებით , რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენს ქალაქში განხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური , სოციალური , საგანმანათლებლო , თუ სპორტული პროექტები. ჩემთვის უმთავრესია თქვენი ჩართულობა ქლაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რამეთუ მე ვიქნები თქვენს მიერ არჩეული და მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების:ხურვალეთის, ნადარბაზევის, შავშვებისა და წითელუბნის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:03

 „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების:ხურვალეთის, ნადარბაზევის, შავშვებისა და წითელუბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. „ 2012 წლიდან ჩვენმა ხელისუფლებამ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი და რეფორმა განახორციელა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. დღეს ადამიანები აღარ იდევნებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრის გამო, ბიზნესი გათავისუფლთა სახელმწიფო წნეხისგან, ათასობით უდანაშაულო ადამიანი აღარ იხდის სასჯელს და აღარც აქვთ განცდა იმისა , რომ ხვალ მათ კიდევ ერთხელ უკანონოდ დააპატიმრებენ, სწორედ ესაა დემოკრატია , რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ახალი ცხოვრების შენებისა“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სოფლის მეურნეობის განვითარება. „ადგილობრივი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი პროგრამები , როგორებიცაა:“ დანერგე მომავალი’’ და“ აწარმოე საქართველოში“.აღნიშნული პროგრამების ფარგლებში , გორის რაიონში უკვე არაერთი სასოფლო -სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განაშენიანება მოხდა. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბული გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული აგრო პროგრამები“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური