წინასწარი მონაცემებით თბილისის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 00:12

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დათვლილი უბნების ოქმების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით თბილისის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ:

სამგორის #11 მაჟორიტარულ ოლქი, სადაც კენჭს ირაკლი ნადირაძე (ნაციონალური მოძრაობა) და გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) იყრიდნენ, დათვლილი უბნების მიხედვით გიორგი მოსიძე ლიდერობს.

სამგორის #12 მაჟორიტარული ოლქი: დათო ჟღენტი (ნაციონალური მოძრაობა) და მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი.

ქართული ოცნების წარმომადგენელი ლიდერობს დიდუბის #15 მაჟორიტარული ოლქშიც სადაც კენჭს დავით ნაფეტვარიძე (ნაციონალური მოძრაობა) და ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) იყრიდნენ.

ნაძალადევის #17 მაჟორიტარული ოლქშიც სადაც ერთმანეთს მურმან თხელიძე (ნაციონალური მოძრაობა) და სოფიო კილაძე (ქართული ოცნება) უპირისპირდებოდნენ, უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ერგო.

ოცნება ლიდერობს ნაძალადევის #18 მაჟორიტარული ოლქიშიც, სადაც მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება). „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა გუგეშაშვილი უპირისპირდებოდა

მმართველი გუნდი ლიდერობს ნაძალადევის #19 მაჟორიტარული ოლქში - ლერი დემეტრაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება), გლდანის #20 მაჟორიტარული ოლქი- ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ნაციონალური მოძრაობა) და კობა კობალაძე (ქართული ოცნება). გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქში- სერგო რატიანი (ნაციონალური მოძრაობა) და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება). გლდანის #22 მაჟორიტარული ოლქში: გიორგი ბარამიძე (ნაციონალური მოძრაობა) და ლევან კობერიძე (ქართული ოცნება). ისნის #10 მაჟორიტარული ოლქში: ზაზა კედელაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება), ისნის #9 მაჟორიტარული ოლქში: ბესიკ კვიციანი (ნაციონალური მოძრაობა) და დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) და ისნის #8 მაჟორიტარული ოლქში გიორგი ონიანი (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება).

,,მორჩა-დამთავრდა თქვენი "ბაირამობა"!“ - ზვიად კვაჭანტირაძე “ნაციონალურ მოძრაობას“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 00:00

არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ,,ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე:

,,მარნეულის 86-ე უბანზე რომ რაღაც ვიდეოს ავრცელებთ, სადაც ვიღაც რაღაცას ბჟუტურებს, იცოდეთ - არც ეს აფიორა არ გამოგივათ. ასეთი ვიდეოს გადაღება ხომ ნებისმიერს შეუძლია სხვის საწინააღგმდეგოდ?

როგორ ამტკიცებთ ასეთ სიბრიყვეს, თითქოს, 400 ბიულეტენი ჩაყარაო "ოცნებამ", როდესაც სულ 701 დან 380- მდე ამომრჩეველიც არ ყოფილა დაფიქსირებული მოსული ამ უბანზე. ბიულეტენების ჩაყრა და არჩევნების გაყალბება -ეს თქვენსკენ მოიკითხეთ.

გასაოცარია, ნუთუ მართლა გულწრფელად გიკვირთ რომ მარნეულშიც აგებთ არჩევნებს?

ნუთუ მართლა დაიჯერეთ, რომ მარნეულელები ვერ გაერკვეოდნენ რას ამზადებდით აქ? როგორ აღვივებდით რელიგიურ შუღლს და სიძულვილს ყველაზე ბინძური მეთოდებით!!!! ???

მორჩა-დამთავრდა თქვენი "ბაირამობა"!“ -წერს კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო არჩევნები - ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 20:53

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. საქართველს 50 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა, ამ წუთებში ყველა საარჩევნო უბანი დახურლია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიას 8 საათის შემდეგ უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს მხოლოდ იმ ამომრჩეველს, რომელიც ამ დროისთვის რიგში დგას.

კენჭისყრის დასრულების და უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის წევრები წინასწარ განსაზღვრულ პროცედურებს განახორციელებენ და ხმების დათვლას დაიწყებენ.

მეორე ტურში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ქართულ ოცნებას აქვს იმ შემთხვევაში, თუ პარტიის 46 კანდიდატი მოახერხებს გამარჯვებას. 

პარლამენტში ერთი მანდატის მოპოვების შანსი აქვთ თავისუფალ დემოკრატებსაც. 

ამ დროისთვის პარლამენტში სამი პარტია შედის, ყველაზე მეტი მანდატი ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქართულ ოცნებას აქვს, შემდეგი ნაციონალური მოძრაობაა, ბოლოს კი პატრიოტთა ალიანსი. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 20:42

მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობენ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ განახლებული ენერგიით განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:51

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გვინდა გამოვეხმაუროთ კიდევ ერთხელ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაც.მოძრაობის მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს კიდევ ერთხელ ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით, საჯარო მოხელეებს ევალებათ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია, ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ჩვენ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, არასამთავარობო ორგანიზაციების შეფასებებს ამასთან დაკავშირებით, ეს არის, ბუნებრივია, კანონის დარღვევა, ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენის მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ერთი კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაც. მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავთ, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი არსებული მონაცემებით, ათი საათის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში.

სიტყვიერი შელაპარაკება ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:23

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროისათვის უბანზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს“. მისივე თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას და უბანზე ამომრჩევლის შეშვებას მარკირების გარეშე. გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული დარღვევები უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

"იმედი მაქვს, მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება" - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:51

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმის პირველ უბანზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" მაჟორიტარების გამარჯვების მოლოდინშია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა დაფიქსირდება.

"აჭარაში ყველა უბანი გაიხსნა და ყველგან არის სიმშვიდე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემისთვის და კენჭისყრის პროცედურისთვის ყველა წინაპირობა, რაც არის საჭირო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შექმნილია. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ამ უბანზე მაღალ აქტიურობას, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა მოგვიანებით, ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში ყველა უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ველოდებით ყველგან გამარჯვებას, ჩვენმა კანდიდატებმა ძალიან კარგად იმუშავეს მეორე ტურის წინ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი იყო და დანარჩენი გამოჩნდება მომავალში.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:21

საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. გარდა ამისა საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდიანრეობს ლაგოდეხსა და სენაკში.

„პარლამენტში რეალური პოლიტიკოსების დეფიციტი გვექნება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:42

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურში. საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადია მეორე ტური გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდებოდა აქამდე. გარდა იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პირველ ტურებში ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, მეორე ტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, მეორე პოლუსზე რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დარჩენილი, ესეც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას იმიტომ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების სასარგებლოდ." - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ"-კალაძე შეხვედრებს ჭიათურაში განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:56

ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს.

„ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორიცილედა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. ზუსტად ამიტომ გაიზარდა რაოდენობა პატარებისა ბაღებში და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა სკოლებამდე ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რაც, შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.

„სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაოებებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა. ჩვენ, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. 

„უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნება“ ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში“,-განაცხადა კალაძმე. პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა ჭიათურელ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს.

„ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც „ ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50- ში 49 არის ჩვენი კანდიდატი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ე ოლქშივე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების , ჩვენი თანამოაზრეების , თანამებრძოლების გამარჯვება , ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება . დღეს რატომ არის ამხელა იმედი და მარდაჭერა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს ვიკადრებთ , არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ დავჩაგროთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე . ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადერებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცა სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ , თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს.

ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალი სახე, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჭიათურას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, სულხან მახათაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჭიათურის წარმომადგენელი პარლამენტში. სულხანის ამოცანა აქ იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის განვითარება. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სამთო მოპოვებას ჭიათურისთვის, დიდი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესს მისდევენ. სულხანმა ეს კარგად იცის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად წესრიგში მოგვეყვანა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის სულხანს. ახლა კი დგება მომენტი, როდესაც ამ მიმართულების სწრაფი განვითარება უნდა მოხდეს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა კვლავ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. წინ კიდევ ერთი ბარიერი გვაქვს გადასალახი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის გამარჯვებით. ჩვენს ქალაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ოთხ წელში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განვახორციელეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში არამარტო ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება, არამედ მთელი რიგი საკითხების მოგვარება“,-აღნიშნა სულხან მახათაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური