დიმიტრი ხუნდაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაში ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:13

 მონაწილეობა ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, დიმიტრი ხუნდაძისა და ამომრჩევლების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზაზა პაპუაშვილმა, გოგი ქავთარაძემ, გია ჯაფარიძემ, აკაკი მესალბიშვილმა, ნანა ხურითმა. როგორც რეჟისრომა გოგი ქავთარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის პროექტებთან ერთად, დიმიტრი ხუნდაძის სახელს უკავშირდება დემოგრაფიული პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამავე საკითხებზე ისაუბრა ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, ამ დემოგრაფიული პროგრამების განხორციელების შემდეგ ონში შობადობა გასამმაგდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამუშაოზე ისაბურეს მისაქცილის მცხოვრებლებმაც. მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში, მცხეთაში და კონკრეტულად მისაქციელში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დიმიტრი ხუნდაძესთაბ შეხვედრას მისაქციელში ასობით ადამიანი ესწრებოდა.

"განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია"- თემურ ხუბულური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:10

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემურ ცვლილებებზე, მაღალმთიანი სოფლების სკოლების გაძლიერების პროგრამებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა საქართველოს განათლების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს. ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

მისივე ინფორმაციით, 2016-19 წლებში განხორციელდება 100-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რის შედეგადაც 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს.

გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:07

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობაზე, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციაზე ისაუბრა.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის ღირსების და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. აუცილებელია სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში თქვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია. უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად არ უნდა არსებობდეს ენობრივი ბარიერი. სახელმწიფოებრივ დონეზე ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია. გადამზადდნენ და რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში გაიგზავნენ ქართული ენის პედაგოგები, ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, გაიხსნა ქართული ენის კლუბები. მნიშვნელოვანია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა და რელიგიური კონფესიების ფინანსური მხარდაჭერა“, - მიმართა გელა სამხარაულმა შეხვედრის მონაწილეებს.

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:05

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე სამი თემის: ოყურეთის, ზუბისა და ჩქუმის წარმომადგენლებს შეხვდა. ოყურეშის, ოფიტარას, ზუბის, ისუნდერის, მახურას, ცქუმის და ქულბაქის სოფლების მოსახლეობასთან გოჩა ენუქიძემ რეგიონში მიმდინარე პროგრამებისა და ინიციატივების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებეული ყურადღება დაუთმო მევენახეობის განვითარების საკითხებს და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობებს. „შეიქმნება სამუშაო ადგილები, ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება. ამ მიზნით, იქმნება მევენახეთა გაერთიანება და მსხვილი ინვესტიციები უკვე მოძიებულია. გავაფართოებთ აგროდაზღვევის პროგრამას, შიდა და გარებაზრების ათვისებით, ხელს შევუწყობთ მიღებული მოსავლის ხელსაყრელ ფასად რეალიზაციას. ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“,-განაცხადა მან. კანდიდატმა ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზეც ისაუბრა. „ცაგერის მუნიციპალიტეტში იგეგმება უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტის, „მწვანე თეატრის“ სრული რეაბილიტაცია, რაზეც 500 000 ლარი დაიხარჯება. დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის. აშენდება პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

"შს სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:28

ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნისნავს, რომ ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩაში იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები, დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული, რა დესტაბილიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში, როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს”- განაცხადა კობახიძემ.

ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:25

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით. ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება. „ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა

ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:09

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვდრების მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში კანდიდატი ფარცხანაყანევში ამომრჩეველს შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა იყო ის მთავარი დანაპირები, რომელიც არის ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ შორის ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, სახელმწიფო პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებაზე. ამ პროგრამის ამოქმედებით პენსიონრებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი იქნება უფრო მაშტაბური და უფრო საინტერესო“, - ამბობს ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანმა პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 2 კვირა მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჩერა და 2 კამპანია „ინფრომიარებული ამომრჩეველი“ და „წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი“ დაიწყო. კამპანიების ფარგლებში ყოველდღე რამდენიმე შეხვედრა იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა და კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა. გარდა ამისა კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მართავდა შეხვედრებს, მათ შორის იყო შეხვედრა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ექიმებთან, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და სხვა.

ოთარ დანელიას "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:04

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრა მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები და „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო,“-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი.

„ამ ადამიანებმა გადადგეს გონივრული ნაბიჯი, რაც მათი პრაგმატული აზროვნების ლოგიკური შედეგია და ამავე დროს, გაგრძელება იმ კეთილი საქმეებისა რასაც „ქართული ოცნება“ ბატონ ოთარ დანელიასთან ერთად გეგმავს აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში,“- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

"2 კვირა დარჩა გამარჯვებამდე და ერთად შევუდგებით ქალაქის სწრაფ განვითარებას”- თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:01

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც იქნება ეკონომიკურ ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“ - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.

ლევან კობერიძე მუხიანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 12:59

"8 ოქტომბერი ისტორიული დღეა: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ, არავინ გაიძულებთ კონკრეტული სუბიექტისთვის ხმის მიცემას. ეს არის თქვენი, ხალხის არჩევნები! და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის, ვის შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს ადამიანის თავისუფლება, ვინ შეძლებს მოიტანოს კეთილდღეობა თითოეული თქვენგანის ოჯახში" 25 სექტემბერს, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში, ლევან კობერიძე მუხიანის სამხედრო დასახლებაში და მუხიანის პირველ მკ/რნ-ში მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი გამოცდილების, მომავალი გეგმებისა და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მუხიანელებმა ლევან კობერიძეს უბნის პრობლემებიც გააცნეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური