"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 18:14

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და განაცხადეს, რომ საქართველოს გამთლიანებისთვის ძალებს არ დაზოგავენ.

„27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღეა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი სულები ყოველთვის ნათელში იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერით, განვითარებით“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

 „ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და გამთლიანებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

 

შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:44

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. კანდიდატმა დაბა შორაპანში  ზაზა გაჩეჩილაძის და გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.  

"მოვედი რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობას  შესწირეს. მათი ოცნება ერთიან ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ახალგაზრდების, მომავალი თაობის ვალია. ვიმედოვნებ, ასეთი დღეები  საქართველოში აღარ იქნება. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას, მადლობა ვუთხრათ და მოვეფეროთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს" - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:43

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. 

მათ ადგილზე ანთებული სანთლებით სიმბოლურად წარწერა: „ჩემი საქართველო აქ არის“ გამოსახეს.

აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო. 

„ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ, რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ, შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ქადარიამ. 

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ, 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.

ირაკლი მეზურნიშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:40

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა. ირაკლი მეზრუნიშვილმა განათლების, მათ შორის სკოლამდელი განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული ადამიანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. ამასთან, დღესევ ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო . „დღეს დაღუპული პოლკოვნიკის, ტარიელ შარიფაშვილის, გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდა . ჩვენ მოვალენი ვართ, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სავალან მირზოევი ლემშვანიერას, ნაგებისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 12:41

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრობს. ამჯერად მირზოევი სოფლების ლემშვანიერას, ნაგებისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ ისაუბრა.

 გარდა ამისა, როგორც მირზოევმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია სოფელ ლემშვანიერას გაზიფიცირებაზე და ოქტომბრის თვის ბოლომდე დასრულდება.

ლემშვანიერაში, ნაგებსა და ლელაშხაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ და მოსახლეობამ სახლების რეგისტრააციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. სავალან მირზოევმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მოსახლოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

მუხრან ვახტანგაძე - ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 12:38

ბათუმის 70-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ და ამავე ოლქის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ მორიგი შეხვედრა ტაბიძის 23-25 ქუჩის ამომრჩევლებთან გამართეს. ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ და არჩვნებში აქტიურობისაკენ მოუწოდეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი : დემოკრატიული განვითარება, ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება; დასრულდება სისხლის სამართლის რეფორმა, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული.  - გაფართოვდება არასაპატიმრო სასჯელის წრე,  სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებები განუხრელად იქნება დაცული, სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება კი მყისიერი იქნება,  შეიქმნება სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სრულყოფილი და ეფექტიანი მექანიზმი,  გაძლიერდება და დაიხვეწება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. საგარეო ურთიერთობების მხრივ- გაღრმავდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - საქართველო ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით იქცევა ევროპულ ქვეყნად, გაგრძელდება პრაგმატული თანმიმდევრული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში,  საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გაძლიერდება მუშაობა საქართველოს საბოლოო დეოკუპაციისთვის. განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა . 8 ოქტომბერს თქვენთან ერთად დაიწყება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვა, რათა თითეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!

შოთა ხაბარელი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 12:37

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი აეროპორტის დასახლებაში, 1-ლი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ. შოთა ხაბარელი ადგილზე, პირადად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს.

ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:21

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლების ტურცხის, გომანის, ბუღაშენის, ბალხოსა და ოლავერის მცხოვრებლებს შეხვდა. ენზელ მკოიანმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასაქმების პროგრამაზე. გარდა ამისა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დახმარების პროგრამა გაგრძელდება. “ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას, იმ პროგრამების გაგრძელებას, რითაც დღეს მოსახლეობა სარგებლობს. სოფლის მეურნეობის პროგრამა მეოთხე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა ენზელ მკოიანმა.

ოთარ დანელიამ მოსახლეობათან ერთად "ჭყონდიდლობა"იზეიმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:20

მარტვილში, ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ მეუღლესთან, მერი ჩიქობავასთან ერთად პატივი მიაგო გიორგი ჭყონდიდელის ხსოვნას და ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო.


საზეიმო ლიტურღია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ(ცაავა) აღავლინა და კერძო სკოლაში „სხივი“ მშენებარე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

"წინასაარჩევნო გარემო, ისე როგორც არასდროს, მშვიდად მიმდინარეობს" - გედევან ფოფხაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:18

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების- საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, ისე როგორც არასდროს, მშვიდად მიმდინარეობს.

მშვიდ წინა საარჩევნო გარემოს შესახებ, ამერიკის ელჩმა იან კელიმაც აღნიშნა.

ეს ,,ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, უთანასწორო ბრძოლაში გავიმარჯვეთ. დღეს არავინ აძალებს მოქალაქეს თუ ვის უნდა მისცეს ხმა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური