„ქართული ოცნების“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 17:29

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

 “მათ ვესაუბრეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მივაწოდეთ ინფორმაცია იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ეს არის სასაცილო, ნაცმოძრაობა არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:22

ნაცმოძრაობა გუშინ და დღეს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, არჩევნებს აგებენ, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის სასაცილო,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ განცხადებას იმასტან დაკავსირებით, რომ  არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი  დატოვებას გეგმავს.

დავით სერგეენკომ და გელა სამხარაულმა ახმეტაში შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 13:36

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაჟორიტარი დეპუტატის როლს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობას შორის ურთიერთობაში.

„იმედი მაქვს, რომ გელა სამხარაული 8 ოქტომბერს თქვენი რჩეული გახდება და ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტს, მისი სახით, საქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება. გელა სამხარაულს შესწევს ძალა, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საკუთარ საარჩევნო პროგრამასა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა დეპუტატობოს კანდიდატმაც. გელა სამხარაულმა ისაუბრა ქვეყანაში მშვიდ საარჩევნო გარემოზეც. „ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ მუდმივი მუქარის, ზეწოლის ფონზე ჩატარებული არჩევნები. დღეს კი, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია, თავისუფლად გამართოს წინასაარჩევნო კამპანია“-განაცხადა გელა სამხარაულმა.

გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ბოლნისში გეოლოგების დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 13:19

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში, გეოლოგების დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „ბოლნისის მუნიციპალიტეტში 24 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 17 უკვე დასრულებულია, დანარჩენი პროექტების ფარგლებში კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შეკეთდა შიდა გზები, მოასფალტდა ქუჩები, აღდგა წყალმომარაგების ქსელი, მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემები“, - განაცხადა შეხვედრაზე "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშვლიანმა. მისივე თქმით, კარგად იცნობს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებს და ყველა ეს პრობლემა უმოკლეს დროში ეფექტურად გადაიჭრება.

დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინიტრთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 12:35

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრები სოფელ ჩუმლაყსა და გურჯაანში ადგილობრივ მედიკოსებთან შედგა.

დავით სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ძირითადი აქცენტი სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებასა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე გააკეთა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშა, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო სრულიად აფინანსებს. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხელახლა შესასწავლია, რადგან სისტემის მუშაობისას სერიოზული ხარვეზები იკვეთება.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ამბულატორიების სტატუსების განსაზღვრას, კომუნალური გადასახადების გადახდის პირობებს, უწყვეტი სამედიცინო განათლების, სოფლის ამბულატორიების ინვენტარით აღჭურვასა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

„შეხვედრებზე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ პრობლემებზეც. ძირითადად, სოციალური დახმარების გაცემის სისტემასადა ხარვეზებზე. დავით სერგეენკოს დაპირებაა, რომ სოციალური დახმარების გაცემის სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწება და ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან“ - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 12:33

 “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე პროფესიული კოლეჯის პედაგოგებს  შეხვდა.

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება, მეტი ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში - ეს ის საკითხებია, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა.

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან. შრომითი ბაზრის დინამიკას და მოთხოვნებს ყველაზე სწრაფად სწორედ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. ჩვენ ვგეგმავთ დუალური მოდელის დანერგვას, რომელიც პროფესიული პროგრამების სტუდენტებს დასაქმების ბევრად მეტ შესაძლებლობას მისცემს“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:45

„ისინი ჩვენი გმირები არიან, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო. ამ ბიჭების ხსოვნა თითოეულს გვავალდებულებს, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის შენებაში - ამით განსაკუთრებულ ფასს მივცემთ მათ თავგანწირვას. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საფლავებთან. 
დღეს ნინო წილოსანი ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გადახდილ პარაკლისს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

ცოტნე ზურაბიანმა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 18:20

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა აფხაზერთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"9 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმი ცეცხლში გაეხვია. მახსოვს ოჯახისწევრების ემოციები,... მახსოვს როგორ დამძიმდა განწყობა ჩემს სახლში. მახსოვს, დედას სიტყვები "სოხუმი ქართველებისგან იცლება".  ამ სიტყვების სიმწვავეს მაშინ ასე ძლიერად ვერ ვგრძნობდი.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. მე მჯერა, მალე დადგება დრო, როდესაც ენგურსაქეთა და ენგურსიქეთა საქართველოს შორის დათესილი მტრობა მალე კლვავ კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. ჩვენ ერთნი ვართ და საქართველო ჩვენი ქვეყანაა" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

კანდიდატი მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს.

თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 18:18

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი მარნეულის რესურს-ცენტრის თანამშრომლებსა და სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ.

დეპუტატობის კანდიდატებმა შეხვედრის მონაწილეებს  საარჩევნო პროგრამა გააცნეს და საგანმანათლებო სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

 შეხვედრაზე პედაგოგების მხრიდან კითხვებიც დაისვა, რაზეც მაჟორიტარობის კანდიდატებმა უპასუხეს. დღესვე თამაზ ნავერიანმა შეხვედრები გამართა სოფელ ჩანახჩში, მარეთში, გიულბახსა და ცოფში.

არჩილ თალაკვაძე სოფელ გურიანთის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 18:16

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ თალაკვაძე სოფელ გურიანთის მოსახლეობას შეხვდა.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურიანთის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „მე გპირდებით რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში თქვენ იქნებით ამაყები და წელგამართულები, მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია.“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური