ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა მატჩი გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:03

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თემქისა და სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს.

"მოხარული ვარ, რომ ბიჭები ჩვენს გვერდით არიან, რომ აქ, თემქაზე თემქელებს აქვთ მათთან საფეხბურთო სტადიონზე შეხვედრის შესაძლებლობა. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მინდა მადლობა ვუთხრა ყველას",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათობით აღდგენილი სპორტული მოედნის შემდეგ, თემქაზე და სანზონაში განხორციელდება ყველა დარჩენილი სტადიონის რეაბილიტაცია.

ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე - მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:59

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური და ბაილეთი) მოსახლეობას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

„ მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ეკონომიკურად სტაბილურ და მშვიდ სახელმწიფოს, რომელიც თქვენს ოჯახებს მისცემს ეკონომიკური წინსვლის საშუალებას. ახალი ინფრასტრუქტურა სოფლებში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი სოფლის მეურნეობა - ეს არის ჩვენი გეგმები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“-  განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუდმივ ურთიერთობას შეინარჩუნებს სოფელთან, რათა პროგრამა, რომელიც აქვს  ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდს, დროულად შესრულდეს და შედეგი ყველა ოჯახმა დაინახოს.

გოჩა ენუქიძე და ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:50

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გოჩა ენუქიძემ რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ყველა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი შრომა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მოსახლეობა ნდობას უცხადებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი მის ხელთ არსებულ ბერკეტს მიმართავს სწორად და მიზანმიმართულად. მჯერა, 8 ოქტომბერს რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ და მართებულ არჩევანს“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

იოსებ მაკრახიძე კომბინატის, ჭალისა და კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:48

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე კომბინატის, ჭალისა და კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა დასაქმების პროგრამა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ასევე, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა და გარემოს დაცვა. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით, გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. მისივე თქმით, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯო ბესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. „აქტიურად დაიწყო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. შეიქმნა მეწარმეობის განვითარების პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება“ რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული “,- აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

გიორგი კოპაძე საირმის, ჭელის, ჭეჭლის, ზედუბნის, ღორთუბნისა და კეხოვნის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:45

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე საირმის, ჭელის, ჭეჭლის, ზედუბნის, ღორთუბნისა და კეხოვნის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი კოპაძემ პარტია „ქართული ოცნების“ პროგრამისა და იმ 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს. აღნიშნული გეგმით მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. „მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახების კეთილდღეობა. სწორედ ამაზეა აგებული „ქართული ოცნების“ 4-პუნქტიანი გეგმა. განხორციელებული ცვლილებებითა და პროგრამებით, ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დგას, საფუძველი ჩაეყარა წინსვლას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია, სწრაფი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას“,- განაცხადა “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.

ლევან კობერიძე გლდანის პირველ და მესამე მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:43

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან კობერიძე  გლდანის პირველ და მესამე მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ესტუმრა და საკუთარი გამოცდილებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა. "დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ ცივი ამინდის მიუხედავად, გამოხატავთ პატივისცემას და მზად ხართ მოისმინოთ ჩემი გეგმების შესახებ. სწორედ ეს, თქვენი ასეთი შემართება მაძლევს გამარჯვების იმედს და მოტივაციას, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაში"

თემურ ხუბულური დიდი და პატარა გორიჯვარის, ბოშურისა და ლევიტანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:40

წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური დიდი და პატარა გორიჯვარის, ბოშურისა და ლევიტანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ სახემწიფო პროგრამაზე ისაუბრა. თემურ ხუბულური სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და ადგილობრივებთან მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგი,რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“ აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს”,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას. „ შემუშავდა და ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი.კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

მუხრან ვახტანგაძე - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თითოეული მოხუცის ყოველი დღის გალამაზებისათვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:36

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილი ვერძაძემ, ვახტანგ წულაძემ და უმაღლესი საბჭოს სიის მე-8-ე ნომერმა ნინო ჩხეტიამ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარები მოინახულეს. სათნოების სახლს ამჟამად 122 ბინადარი ჰყავს. თავშესაფარში მათ ცხოვრება სრულად ბათუმის მერია აფინანსებს. „ძალინ თბილი და ემოციური შეხვედრა შედგა. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე მათთვის ოჯახური გარემოს შესაქმნელად. სავანეში მყოფ თითოეულ ადამიანს ადმინისტრაციის მიერ მაქსიმალური ყურადღება ექცევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისა და თითოეული მოხუცის ყოველი დღის გალამაზებისათვის“-აღნიშნეს დეპუტატობის კანდიდატებმა თავშესაფრის ბინადრებთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ხოვლეს მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 11:34

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ ხოვლეს ესტუმრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ,,ჩემთვის საამაყო იყო იმ სოფლის მიწაზე დგომა, სადაც ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელმა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა გაატარა თავისი ბავშვობა. მან პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც სწორედ აქ დაიწყო. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის,რაც შეხვედრაზე ვიგრძენი. კეთილდღეობამ უნდა შეაღწიოს თითოეული სოფლის მკვიდრის და საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში",-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ირაკლი კობახიძე - 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 17:33

ირაკლი კობახიძე - 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება

„ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია”- ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებებზე.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვ ანალიზი. ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მაქსიმუმ ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში“.

 „სწორედ ამის გამო წუხან. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური