აკაკი ზოიძე - მთავრობა ლარის დედოლარიზაცისთვისა სამოქმედო გეგმას ამზადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 14:58

"ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე, ლარის კურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლარის კურსის მხოლოდ მოკლევადიანი რხევები შეინიშნება.

"პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ამომწურავი კომენტარი გააკეთეს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს ძალიან აწუხებს. ეს არის ლარის კურსი, მოკლევადიანი რყევები. ახსნილი არის ჩემის აზრით მიზეზები ამომწურავად, თუ რატომ ხდება და ძალიან დამაჯერებელ გეგმას წარმოვადგენთ მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კონსულტაციებით და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გაჯანსაღებას ლართან დაკავშირებული სიტუაციის, ეს პირველი გახლავთ საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორედ შერჩევა, ანუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა, როგორც 2017 წლის, ისე მომავალ წლებში, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურული ხარჯების მკვეთრ ზრდას, რათა ეს არის საფუძველი ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრაციული ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მნიშვნელოვანი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, როცა დამტკიცდება პარლამენტში მთავრობა, პირველივე სესიაზე სწორედ ახალი ბიუჯეტი, სადაც ეს პრიორიტეტები იქნება ძალიან ნათლად ასახული.

რაც შეეხება ლარის დედოლარიზაციის პროგრამას, ამის თაობაზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია საუბრობს, გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის დეპოზიტებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი ამოცანა დედოლარიზაციის, ჩვენთვის არის რომ სესხებიც და დეპოზიტებიც წახალისდეს, რომელიც იქნება ეროვნულ ვალუტაში. ამ მიზნით მთავრობასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე, ხაზს ვუსვამ და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში" - განაცხადა აკაი ზოიძემ.

 

„განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს წარმომადგენლები მარიამ ჯაშს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 16:24

 კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს წარმომადგენლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს შეხვდნენ.

14 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატ, მარიამ ჯაშს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ირინა ხანთაძემ და პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერმა, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ მარიამ ჯაშს გააცნეს საერთაშორისო მოძრაობის „გლობალური კამპანია განათლებისთვის“ ფარგლებში მოქმედი კოალიციის მიზნები, პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიმდინარე საქმიანობა ეროვნულ დონეზე და კოალიციის არსებობის მანძილზე რელევანტურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგები.

მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან პოლიტიკის ფორმირების და რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ფართო კონსულტაციები საზოგადოების ყველა ჯგუფის მონაწილეობით წარმოადგენს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას, როგორც ეს მოცემულია გაეროს მიერ დამტკიცებული განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩოში, რათა მიღწეულ იქნას „ინკლუზიური და თანასწორი ხარისხიანი განათლება და სიცოცხლის მანძილზე სწავლების უზრუნველყოფა ყველასათვის“.

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრაზე ითქვა, რომ სასურველია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას განათლების პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში.

ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 15:00

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, სპორტისა და ახალგაზრდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომეტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა დღეს დაასახელოს.

"ამ თემაზე მსჯელობა თითქმის დასრულდა. ამ თემაზე განცხადების გააკეთების თაობაზე უფლებამოსილება აქვს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს. ყბადაღებყლი თემაა უკვე, რომ მანანა კობახიძე ნაწყენია. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. როცა შეთანხმებული კანდიდატი დასახელდება, მას რასაკვირველია გუნდიდან ყველა დაუჭერს მხარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში მიხეილ ყაველაშვილის, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურები განიხილება.

 

თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ყოველთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 14:10

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, საქართველო დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.  

როგორც ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინალურიც, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად, რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთნ",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. 

„ქართულ ოცნებას შესაძლებლობა აქვს, განსაზღვროს როგორი იქნება ქვეყნის მოწყობა“ - ილია წულაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 15:05

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არის დიდი პასუხისმგებლობა,  რადგანაც ჩვენს გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს მთავრობა, შეცვალოს კონსტიტუცია და ფაქტობრივად ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე მართოს ქვეყანა. დღეს „ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს შესაძლებლობა,  თვითონს განსაზღვროს ვინ რა თანამდებობაზე უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ქვეყნის მოწყობა და შესაბამისად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო დაპირებები და პროგრამა შეასრულოს. 4 წლის მერე ჩვენ არ გვექნება არანაირი გამართლება იმისა, რომ ეს დაპირებები არ შესრულდეს. ამიტომ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა დაკისრებული.“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ილია წულაიამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ილია წულაია პასუხობს.

დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:01

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა.  დავით უსუფაშვილი ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკის  სამუშაო კაბინეტში შეხვდა.



„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 11:22

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები მონაწილეობენ.

არსებული ინფორმაციით,   კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ეხება. 

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 23:56
გვინდა, გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.
 
ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან.

"ქართული ოცნება" კონსულტაციებს იწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 11:41

"ქართული ოცნება" სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირების მიზნით კონსულტაციებს იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,  ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, კონსულტაციების დასრულებამდე სამომავლო გეგმებძე არ ისაუბრებს,  ყველაფერი ცნობილი  დაახლოებით 10-11 ნოემბრისთვის გახდება.

"გადავწყვიტეთ რამდენიმე დღე აქტიური კონსულტაციების, აქტიური თათბირის რეჟიმში გავხარჯოთ და ამის შემდეგ ვამცნოთ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება გუნდის შიგნით კონსულტაციები, პოზიციების შეჯერება, საერთო კანდიდატურებზე შეთანხმება," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


ეს არჩევნები იყო შთამბეჭდავი, - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 17:29

საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა იმდენად ნათელი გახადა, თუ როგორია პარტიების მიმართ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა და ნდობა, რომ საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რეალურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, - განაცხადა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

"ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ მარტო მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დასრულდა დაყვედრების და მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე ყოფილი პარტნიორი ამ როლიდან გველაპარაკებოდა. ეს არჩევნები იყო შთამბეჭდავი ამ თვალსაზრისითაც, როდესაც კიდევ ერთელ და უკვე ახალ ეტაპზე გაიზომა ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობის ხარისხი,” - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური