​ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დასაქმების საკითხებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 მარტი 2019 15:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ, სურს სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა - როგორ ხედავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორ ხედავენ ისინი მომავალ პროფესიულ კარიერას. 

სალომე ზურაბიშვილის აზრით,  დღეს ქართული განათლების სისტემა ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს. ერთი მხრივ,  ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და კატეგორიის კადრები რთული მოსაძიებელია, ამიტომ საჭიროა, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა  ჩამოაყალიბოს საკუთარი პრიორიტეტები და გაარკვიოს სად და როგორი  კადრები სჭირდება. საქართველო უნდა დაუახლოვდეს შრომის ევროპულ სტანდარტს  და მოხდეს ევროპული სამუშაო კულტურის გადმოტანა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისათვის. სტაჟირების სისტემა კი, მათ საშუალებას მისცემს გამოსცადოს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, სტაჟიორები შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ: სახელმწიფოს განათლების სისტემის განვიტარების მიმართულებებით, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო  ურთიერთობების დღის წესრიგით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასპექტებით.

​სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 14:28

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში პირველ სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაგეგმილია შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

ქართველი სტუდენტები საერთაშორისო-აკადემიურ კონფერენციაზე

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 02 მაისი 2016 12:44

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულების მაგისტრატურის 1-ლიკურსის სტუდენტი მარიამ ხუროშვილი დასაერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი ხიდეშელი  ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტურ-აკადემიურ კონფერენციაზე ევროპა 2016.  დეკონსტრუქციის კრიზისი: ცოდნის ახალი ფორმების ძიება, იდენტიფიკაცია, სოლიდარობა“ იღებენ მონაწილეობას, სადაც მოხსენებებს წარადგენენ.

კონფერენცია ჩატარება ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ვილნიუსში, 6-8 მაისს.

კნფერენციის შესახებ, newsday.ge-სთან ერთ-ერთმა  მომხსენებლმა, მარიამ ხუროშვილმა ისაუბრა: 

„ძალიან გამიხარდა, ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისგან ოფიციალური მოწვევის წერილის მიღება. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და წარმატებული მონაწილეობა ჩემთვის დადებით ემოციებთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. კონფერენცია საკმაოდ კომპლექსურია და 23 სხვადასხვა თემატიკას მოიცავს. კონკრეტულად, ჩემი ნაშრომი მიღებულია „რელიგია, მოქალაქეობა და ადამიანის უფლებები თანამედროვე ევროპაში“ - პანელზე და შემდეგნაირად ფორმულირდება: „ ვარ მე ქრისტიანი, ქართველი თუ საერთაშორისო იდენტობა?“ მოხსენებაში ვსაუბრობ იმაზე, თუ რა კონტექსტში განიხილება ინდივიდი - რელიგიის, სახელმწიფოს და საერთაშორისო სამართლის პრიზმიდან,"- განაცხადა მარიამ ხუროშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური