ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 18:05

„ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 ნოემბერი 2018 15:25

"გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს -დიპლომატის დღეს. ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის. საქართველოს მომავალი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცულობა დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიპლომატია კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველა დიპლომატს მათ  საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური