საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2020 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

რა გახდა ქარელის რაიონში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:36

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ქარელში, 50 წლის ქალმა 45 წლის ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე 30 ჭრილობა მიაყენა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 00:35

ქარელში ეჭვიანობის ნიადაგზე 50 წლამდე ქალი მისივე ასაკის ქალს დავს დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა. დაზარალებულს ჭრილობები სახეზე, კიდურებსა და თავზე აქვს მიყენებული.

50 წლის ქალმა 45 წლის ქალს 30-მდე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული ,,იბერიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინციდენტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. დაზარალებულის თქმით, ქალი მას სუფრაზე მიუვარდა და დანით დასერა მთელ სხეულზე.

ქარელის საავადმყოფოში ამბობენ, რომ დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თავისი სურვილით სახლში წავიდა.

მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 11:11

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ქარელში - გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კირმინალისტები, სისხლის სამართლის საქმე დამამძიემებლ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

„უკვე შევედი იმ ასაკში, რომ ჩემს რაიონს უფრო მეტად გამოვადგე“ - ვასილ ხანიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 11:44

“ამომრჩეველს ხშირად ჰგონია, რომ დეპუტატი უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც  თავისი ფულით, სახსრებით უნდა მიუყვანოს მათ გაზი, დაუმუშავოს ნაკვეთი, მისცეს სოციალური დახმარება, დაეხმაროს ავადმყოფებს და ა.შ. მე ვუხსნი, რომ დეპუტატის მოვალეობა ეს არ არის. დეპუტატი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი საარჩევნო ოლქის, რომელმაც უნდა შეიმუშავოს კანონები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებიან სოფელში დასახლებული ადამიანები, დასაქმებულები იქნებიან და სწორად მოხდება სახელმწიფო სახსრების გადანაწილება რეგიონებს შორის.“ - განაცხადა ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ ხანიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვასილ ხანიშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური