თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 მარტი 2020 17:39

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში?

საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება. არსებობს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ეხმარება ქალებს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ განათლება და დაიცვან საკუთარი ეკონომიკური უფლებები.  როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ხშირად საჭირო ინფორმაციის პოვნა რთულია. პროგრამამ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ღია ბარათები აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ქალებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

1. მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებსჩემი იდეა, თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი ძალზე აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ხშირად - სასოფლო  და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე. ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, რომ უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ - პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან  შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. იხილეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა და იპოვნეთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენს მახლობლად.

პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი – ბოლნისი, გორი და  თბილისი – ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, მათ შორის ახალი საწარმოების მხარდაჭერას ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით;  ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.

 2. რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ შემიძლია მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც  ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს ამ პროგრამის ვებ-გვერდზე და ნახეთ მიმდინარე საგრანტო კონკურსების სია.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაგეხმარებათ დაფინანსების მიღებაში. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც დაარსდა პროექტის ფარგლებში თბილისში, ახალ ბიზნეს-საწარმოებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს-გეგმის მომზადებაში, და გაძლევთ პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამას ქალები ბიზნესში შესაძლებლობა აქვს დაგაფინანსოთ როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე ბიზნესის განვითარების მიზნით. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, და მეწარმე ქალებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს  ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ ბანკებთან მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად - დაწყებული მიკროდაფინანსებით, დამთავრებული მსხვილი საინვეტიციო სესხებით.

 3. მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მისშემდეგ საფეხურზე გადასაყვანად: არსებობს ევროკავშირის რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?

თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება (და ტრენინგი) მთელი რიგი პროგრამების საშუალებით ინიციატივის EU4Business ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.

სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და სუბსიდირებულ (დაფინანსებულ) საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას ბიზნეს-ობიექტივს – თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: DCTA Initiative East გასცემს მიკროდაფინანსების სესხებს 25,000 ევრომდე. ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა - 14,300 ევრო) ყველაზე პატარა ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. დააჭირეთ აქ და იხილეთ დაფინანსების პროგრამების სრული სია ინიციატივის EU4Business ფარგლებში, აქ - პროექტების სანახავად, რომელიც გთავაზობთ ტრენინგს და ბიზნეს-კონსულტაციებს, და აქ იმ პროექტების სანახავად, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე გასვლაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

 4არ ვარდარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება: არსებობს ევროკავშირის რაიმე დახმარება ჩემთვის?

ტრენინგი და უნარები ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში, და ევროკავშირი უზრუნველყოფს საკმაოდ დიდ დაფინანსებას პროფესიული განათლებისთვის და ტრენინგისთვის. ევროკავშირმა ახლახან დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეხმარება პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. 5-წლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს 105,000 მოქალაქეს დასაქმებაში. რაც მოხდება მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებით, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებით, და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერით.

რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მონაწილეობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერა, და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის – ეს პროექტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უნარებზე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; უზრუნველყოფს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის შემდგომ დასაქმების მიზნით.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას ღებულობთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაიგეთ მეტი ყველა შესაძლებლობის და იმის შესახებ, თუ როგორ შეიტანოთ განაცხადი.

 5არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

ასეთი ქალი უამრავია!

ნატამანანა, ირინა და დალი - ყველა მათგანმა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა - წალკიდან, დალი კი - ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას - პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.

ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალებიბიზნესში. პროექტი დაეხმარა თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვაში და ფინანსური რესურსების მოზიდვაში, ხოლო ირინამ დახმარება მიიღო საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.

მანანა ჩქარეული სახლში მუშაობდა მკერავად. სესხების დახმარებით EFSE პროგრამიდან, მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება,  სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა ისარგებლეს უნარების ტრენინგით და სტაჟირებით პროექტის ფარგლებში დაუცველი ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქმიან მოქალაქეებად გახდომაში სწავლის, ტრენინგის და დასაქმების დახმარებით, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დააჭირეთ აქ და იხილეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია, აქ - იხილეთ რას საქმიანობს ქალაქი ბოლნისი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, და აქ - შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.

 6. ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებსაიტს და იპოვნეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ყველა სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენს მახლობლად.

ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებსაიტს, იხილეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.

თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში EU4Business საქართველოში.

განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერსო პროექტებისთვის, დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.

არ დაგავიწყდეთ, თვალი მიადევნოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 მარტი 2019 12:27

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდი ესწრებოდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ისინი დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მათი პარტნიორებიც არიან ჩართული.

„დღეს უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომლის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას ქალთა უფლებების თემაზე. ჩვენ დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ დღევანდელ ღონისძიებსთან დაკავშირებით გვეწვია ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს შესანიშნავი დღე“,- განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელიზაბედ რუდმაც, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთმანეთთან თანადგომით მალე აღმოიფხვრება ის მწვავე პრობლემები, რაც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით დგას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ამ დღეს. ეს არის დღესასწაული, როდესაც მეტად ფიქრობენ ქალების დაფასებაზე, ჩუქნიან ყვავილებს, ბარათებს, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქალებს კვლავ უწევთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას. თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ერთსულოვნებით მაგალითს ავიღებთ იმ ძლიერი ქალებისგან, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაში“, – აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.

როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2017 წელს გადაეცა Millenium Challenge- ის მიერ გენდერული თანასწორობის ჯილდო.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გამარჯვებული 2017 წელს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯილდოსი, რომელიც იყო ორგანიზებული „ათასწლეულის გამოწვევების ფონდი საქართველოს მიერ და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ. მონაწილეობას იღებდა 33 კომპანია საქართველოს მასშტაბით. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩა ტოპ სამ კომპანიას შორის, როგორც ერთ-ერთი ხელისშემწყობი ორგანიზაცია, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს ქალთა უფლებების დაცვას და სოციალიზაციას. ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ საგანმანათლებლო სფეროს ასევე გვაქვს ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ქალბატონებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს უთანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“, – განაცხადა ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა თამთა ცხოვრებაძემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლექცია თემაზე „აშშ-ს ქალთა მოძრაობის დინამიკა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის პერსპექტივით”, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა დოქტრომა თამარ შიოშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამამთვარებელი კურსების სტუდენტებმა მედეა ნიკოლაიშვილმა და თათია ფარადაშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 თებერვალი 2018 17:50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 15:17

22 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის „მართვე“ თურქეთის ჩემპიონს, „ქონაკს“ დაუპირისპირდა და 5:0 დამარცხდა. თურქების მხრიდან დუბლით ჰანჩარი და ჩინარი გამოირჩნენ. ერთი გოლი კი დუშას ანგარიშზეა. 

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ერთმანეთს ლიტვური „გინტრა“ და სლოვაკური „პარტიზანი“ შეხვდნენ. მატჩი ლიტველთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები კოულმანმა (2), ალეკპეროვამ და ჩუბრილომ გაიტანეს. 

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის მომდევნო მატჩები 25 აგვისტოს გაიმართება. 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „გინტრა“ ქუთაისის „მართვეს შეხვდება. 19:00 საათზე კი, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „პარტიზანი“ „ქონაკს“ დაუპირისპირდება. 

ქონაკი 5:0 მართვე 

თბილისი, მიხეილ მესხი 2 

ქონაკი: შაჰინი, შენთურქი, ტაში, ჩორლუ, ჰანჩარი, ია (46’ ბორაზანჯი), დუშა, ჰიზი, ეროლი (49’ პანკრატოვა), სანდი (72’ ილდირიმი), ჩინარი 

სათადარიგო შემადგენლობა: აკგიოზი, იოზკუმრუ, სარგე, ჰასბალი

მთავარი მწვრთნელი: ალი ალანჩი

მართვე: კლიმოვა, ჭაუტიძე, ჯანელიძე, შონია, სტურუა, ხაბურძანია, შენგელია, გურგენიძე, გორგაძე (72’ შახკულიანი), გასვიანი, ა. სინატაშვილი (51’ კარაპეტიანი) 

სათადარგო შემადგენლობა: კალანდაძე, ჩირგაძე 

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი 

მსაჯები: სარა გერეტი (ინგლისი), ჯეინ სიმსი (ინგლისი), მარია ეტიენი (ბელგია), ჰანელორ ონესა (ბელგია) 

გაფრთხილება: 18’ შენთურქი, 18’ გორგაძე, 53’ ჯანელიძე, 64’ ხაბურძანია, 79’ შახკულიანი 

გოლები: 1:0 დუშა (33), 2:0 ჰანჩარი (35), 3:0 ჩინარი (41, 4:0 ჩინარი (54), 5:0 ჰანჩარი (90+3) 

გინტრა 4:0 პარტიზანი 

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა 

გინტრა: კასელიტე, ვაიტუკაიტე (59’ გუდჩენკო), მურილიო, მიკუტაიტე, პატერსონი, ალეკპეროვა, კარასიოვაიტე (78’ ჟიჟიტე), ნევერდაუსკაიტე, ველიჩკაიტე, კოულმანი, ჩუბრილო (70’ გაილევიჩუტე) 

სათადარიგო შემადგენლობა: სავიჩკაიტე, სარკანაიტე, პოტაპოვა, კიჟაიტე 

მთავარი მწვრთნელი: რიმანტას ვიკტორავიჩიუსი 

პარტიზანი: კულკოვა, პივოვარნიკოვა, ჰავრანოვა (76’ სემანოვა), დიმიტრიევიჩი, ლემეშოვა, ბოჩინოვა (70’ მაზუროვა), გმიტეროვა, გალაროვიჩოვა, მიკოლაიოვა, ჰვიშჩოვა, კოვაჩევიჩი (46’ ტეიოვა) 

სათადარიგო შემადგენლობა: მოჩნაცკა, ჰოვანცოვა, იაკოვიჩოვა, სტრონჩეკოვა 

მთავარი მწვრთნელი: ლუბომირ ცეკანი 

მსაჯები: ვესნა ბუდიმირი (ხორვატია), სანია როდიაკ კარშიჩი (ხორვატია), ქეთავან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო) 

გაფრთხილება: 28’ მიკოლაიოვა, 90+1’ მურილიო 

გოლები: 1:0 კოულმანი (22), 2:0 ალეკპეროვა (23), 3:0 ჩუბრილო (37), 4:0 კოულმანი (89)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური