პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 10:47

გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნების პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის,საბინე მახლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფორუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრაზე განსახილველ თემაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

ქალთა ძალადობა პოლიტიკაში ეს ის საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა და მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებას კი, პრევენციაზე ზრუნვა და დროული რეაგირება წარმოადგენს. აუცილებელია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ შესაბამისი მექანიზმები, რაც პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს და მათ უფლებების დაცვა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახალხო დამცველის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, ასევე შვედეთის სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის სამეფოს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ისაუბრეს.

შეხვედრა პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმაირმა ინაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. საკანონმდებლო ორგანოდან მაღალი დონის შეხვედრას პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და ეკა ბესელია დაესწრნენ.

დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

 

 

სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:13

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება.  ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.

პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. 

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.

პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018 17:06

პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა დაესწრო. მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროექტის“ დაფინანსებით ხორციელდება. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევების წარმოების კუთხით.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 თებერვალი 2018 17:50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

"როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 11:08

სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

"კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახლოვეში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ... მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქალბატონო ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე "მოუვლელ" არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, "როგორ უნდა მოუარონ კაცს".

"ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს ქალმა კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები "გაბლატავებულები" არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. "საკონტროლო პაკეტს" მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის, ვიდრე კაცი", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან... - აჩი ფურცელაძე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 17:40

მომღერალი და შოუენი აჩი ფურცელაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქათველი გალებისგან განსხვავებით რუსი ქალებმა იციან „როგორ უნდა მოუარონ კაცს“:

„ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოსი ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გააგსწრონ. „საკონტროლო პაკეტს“ მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% -კაცი, 49% -ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთა არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის ვიდრე კაცი.“- აცხადებს აჩი ფურცელაძე.

ევროპელებს საკუთარ ქვეყნებში განათლების სისტემა არ მოსწონთ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 16:58

„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (64%), საფრანგეთისა (63%) და გერმანიის (54%) მოსახლეობის უმრავლესობა თავის ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილოა. განათლების სისტემით კმაყოფილი ფრანგების მხოლოდ 28%, იტალიელების 31% და გერმანელების 41%-ია. მათი რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, საფრანგეთში 9% და იტალიასა და გერმანია — 5%-5% შეადგინა. მონაცემები მიღებულია კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით ჩატარდა.

იტალიაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილო მცხოვრებლების რაოდენობა დიდია როგორც 18-დან 34 წლამდე ასაკის (62% უკმაყოფილო და 33% — კმაყოფილი), ისე 35 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში (65% 30%-ის წინააღმდეგ). ორივე ასაკობრივ ჯგუფში „არ ვიცი“ უპასუხა 5%-მა. საფრანგეთში ასევე არსებითი განსხვავებაა 35-წლამდე და 35 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების პასუხებში. 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განათლების სისტემით უკმაყოფილოა რესპონდენტების 53%, კმაყოფილია 37%, „არ ვიცი“ უპასუხა 10%-მა. 35წელს ზევით ასაკის რესპონდენტებში უკმაყოფილო აღმოჩნდა 66%, კმაყოფილი — 25%, ხოლო 9%-მა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

გერმანიაში საკმაო სხვაობაა მამაკაცებისა და ქალების მიერ გაცემულ პასუხებში. გამოკითხულ ქალთა 57% უკმაყოფილოა საშუალო და დაწყებითი განათლების დონით, 38% კმაყოფილია, ხოლო 5%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. მამაკაცებს შორის ანალოგიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება — 50%, 45% და 5%. 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების ნახევარი განათლების სისტემით კმაყოფილია, უკმაყოფილოა გამოკითხულთა 47%-ზე ნაკლები და „არ ვიცი“ პასუხი მხოლოდ 3%-მა დააფიქსირა. 35 წლის ზემოთ ასაკის რესპონდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ განათლების სისტემასთან დაკავშირებით — 56%, წინააღმდეგია 38% და 6%-ს ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.
დასავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები, რომელთაც არ მოსწონთ განათლების სისტემა, 51%-ს შეადგენენ, კმაყოფილი გამოკითხულთა 44%-ია და „არ ვიცი“ 5%-მა დააფიქსირა. აღმისავლეთ გერმანიაში განათლების სისტემით უკმაყოფილოთა რიცხვი დიდია —61%, წინააღმდეგი — 33% და 6%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სადაც ნეგატიურად არიან განწყობილი არსებული განათლების სისტემით, ბერლინია — 74%. დაწყებითი და საშუალო განათლების დონის წინააღმდეგია 24%, ხოლო პასუხი „არ ვიცი“ 2%-მა დააფიქსირა.

გამოკითხვა 2016 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3006-მა რესპონდენტმა მიიღო, გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004) და იტალიიდან(1002). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.


ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას» პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

რა სამართლებრივი საჭიროებები აქვთ დევნილ და ეთნიკური უმცირესობების ქალებს ,სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 12:10

იძულებით გაადგილებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN WOMEN) ქორთიარდ მარიოტში გამართა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ დევნილი და ეთნიკური უმცირესობების ქალები ძირითადად ბინის დაკანონებასთან და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სირთულეებს აწყდებიან. ამას გარდა, მათ  განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებთ, მათ შორის, ქმრის მიერ ალიმენტის გადაუხდელობა, განქორწინებასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა .  კვლევის პროცესში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 500–მდე დევნილი ქალი და მარნეულის მუნიციპალიტეტში 200–მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალი გამოკითხა. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“  ფარგლებში განხორციელდა.პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე დაესწრნენ.სტუმრებმა პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. 

 

ევროპის სახლში პატიმარ და პრობაციონერ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „შემოქმედება ღირსებისათვის“ გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 12:30

24 ნოემბერს, 15:00 საათზე ევროპის სახლის გალერეაში მოეწყობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა  და  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პატიმარ, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „შემოქმედება ღირსებისათვის“.
გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ  ქალთა თექის, ქვილთის, გობელენის, ბატიკისა და ტყავის ნამუშევრები, ასევე ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

მოსკოველი ქალები საქმროებად უცხოელებს ირჩევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 16:07

მოსკოველი ქალების უმრავლესობა საქმროებად უცხოელებს ირჩევს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 10 თვეში დაქორწინებულთა უმრავლესობა უცხოელებზე მოდის. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.
მოსკოვის სამოქალაქო რეესტრისა და მმაჩის განყოფილების ბიუროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში მოსკოველი ქალბატონების 16 % საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებზე გათხოვდა.
მათივე ინფორმაციით, უცხოელებზე დაქორწინებულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და პირველ ხუთ ადგილზე უკრაინელი, თურქი, მოლდაველი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მამაკაცები არიან, ხოლო თვით ონმოსკოველი მამაკაცები კი უცხოელ სარძლოებს შორის ევროპელ ქალებს აძლევენ უპირატესობას.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური