ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 11:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს. 

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

 

დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 10:48

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“   ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

„როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 17:39

კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "Creative Business Workshop" გამართა.

სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში.

პროექტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან ირაკლი ლექვინაძესთან და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დაესწრო. თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც შესაძლოა მომავალში განახორციელონ. დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ უცხოური გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემოგვთავაზონ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება.

პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდესბ, ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს:
"ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება. 
 
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს.
 
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საკუთარი სახსრების სხვა პირისათვის გადაცემისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია. გაითვალისწინონ, მათ შორის: ექვემდებარება თუ არა კონკრეტული იურიდიული პირი სახელმწიფოს რეგულირებას და მხოლოდ შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება,"- აღნიშნულია განცხადებაში.  

 

ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 16:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების - ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.

პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

„ჯანდაცვაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი თანხა არაა“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:05

ეკონომისტ ლევან კალანდაძის თქმით, ჯანდაცვაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი თანხა არაა. „ჯანდაცვაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი თანხა არ არის, ეს ფული ისეთივე ინვესტიციაა, როგორც, მაგალითად, ინფრასტრუქტურაში, ანეკონომიკის წახალისებაში ჩადებული თანხები, იმიტომ, რომ ჯანდაცვის დაფინანსებით ნარჩუნდება სამუშაო ადგილები, ხდება ბიუჯეტში გადასახადის შეტანა. ჯანდაცვა მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“საუბრისას ლევან კალანდაძემ მისივე თქმით, რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვაში ჩადებული ფული პირდაპირი ინვესტიციაა, ქვეყანაში ჯანსაღი შრომითი რესურსის შენარჩუნების თვალსაზრისით.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური