„დაიბრუნე შენი ფული“ - ქეშბექის ახალი კამპანია
აფთიაქები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ტანსაცმლის მაღაზიები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ასობით ობიექტის ჩამონათვალისა, სადაც ყოველდღიურად მაღალი ქეშბექის დაბრუნება შეგიძლიათ და შესაძლოა, ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ამ ამბის შესახებ უბრალოდ არ იცით. ისევე როგორც არ იცოდა ან დაიზარა ლიბერთის ასობით მომხმარებელმა, რომელთა მიერ ქეშბექის აპლიკაციის არქონის ან გამოუყენებლობის გამო ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სწორედ ამ ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობის შემცირებაა ქეშბექის ახალი კამპანია „დაიბრუნე შენი ფული“-ს მიზანი. იმისათვის, რომ მომავალში ეს რიცხვი შემცირდეს, ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: აუცილებლად გადმოიწერონ ქეშბექის აპლიკაცია, გაიაქტიურონ აპლიკაციაში ის ობიექტი, სადაც რამის ყიდვას გეგმავენ და ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვონ.
ვერდაბრუნებული ფულის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოწოდებით, ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი პროგრამით ყოველდღიური სარგებლის მიღებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე. (R)
Visa აზიარებს She’s Next ინიციატივის ფარგლებში ქართველ მეწარმე ქალებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგებს
She’s Next Empowered by Visa პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევა საქართველოში მეწარმე ქალების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მამოტივირებელ ფაქტორებს ასახავს.
თბილისი, 2020 წლის 1 ოქტომბერი – Visa-ს გლობალური ინიციატივის She’s Next Empowered by Visa კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო მეწარმე ქალებისა და ბიზნესის მფლობელების გამოკითხვა და შედეგების ანალიზი მათი დამოკიდებულებების, გამოცდილებისა და პრობლემების უკეთ გასაგებად.
კამპანია She’s Next Empowered by Visa მეწარმე ქალებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან აკავშირებს, ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას, კონტაქტების დამყარებას და მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას. She’s Next ინიციატივა, 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება.
საქართველოში ჩატარებული კვლევის მიზანია იმ გარემოს შეფასება, სადაც ბიზნესის მფლობელი ქალები საქმიანობენ, კერძოდ: მათ მიერ დასახული მიზნების, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მამოტივირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება.
საქართველოში ქალ მეწარმეთა შორის ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები[1]:
- რა ამოძრავებს მეწარმე ქალებს: ფინანსური დამოუკიდებლობა (68%), მეტი ფულის გამომუშავების სურვილი (59%), ოცნების ახდენის სურვილი (21%) - ეს არის საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის დაწყების სამი ძირითადი მოტივატორი.
- დაფინანსება უდიდეს სირთულეს წარმოადგენს: ბიზნესის დაწყებისას ძირითად პრობლემას წარმოადგენს კაპიტალის მოზიდვა და დაფინანსება. მეწარმე ქალების 50% აღნიშნავს, რომ ბიზნესის დასაწყებად დაფინანსების მოპოვებისას ისინი გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. მეწარმე ქალთა 72%-მა თავად დააფინანსა საკუთარი ბიზნესი, 45%-მა საბანკო სესხი აიღო, ხოლო 11%-მა გრანტი მიიღო.
- მეწარმე ქალთა ქსელის არსებობა აძლიერებს: ქალების 88% იცნობდა სხვა მეწარმე ქალს, სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა, 45% კი ისურვებდა საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე სხვა მეწარმე ქალისაგან მიეღო რჩევა.
- ბიზნესის გაფართოება: ძირითადი მიმართულება, რისთვისაც მეწარმე ქალებს დამატებითი ინვესტიცია სჭირდებათ, არის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა და ახალ ბაზარზე გასვლა (41%).
- COVID-19-ის ზეგავლენა: მეწარმე ქალების 54% აცხადებს, რომ ბიზნესის მართვა წინა წლებთან შედარებით გართულდა. ყველაზე დიდ პრობლემას პანდემიის დროს წარმოადგენდა სავაჭრო ობიექტების ნაწილობრივ, ან მთლიანად დახურვა (49%). გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ გაყიდვების კლება მომხმარებლის მიერ შესყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული. კვლევაში იკვეთება, რომ პანდემიის პირობებში ათიდან ორმა რესპონდენტმა ვერ შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება (22%).
- ციფრულ ფორმატზე გადასვლა: გამოკითხულთა 37% აპირებს ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე გადატანას. 65%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ვაჭრობა მათ ბიზნესს. რესპონდენტთა მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ონლაინ ვაჭრობა გაზრდის გაყიდვებსა და კონკურენტუნარიანობას.
- საგანმანათლებლო პლატფორმები და ინსტრუმენტები: მეწარმე ქალების 74% დაინტერესებულია საგანმანათლებლო სემინარებში მონაწილეობით. მათთვის ყველაზე საინტერესო თემებია: საგადახდო სისტემები და ახალი ტექნოლოგიები, კრიზისისა და სტრესის დაძლევა, ეფექტური მუშაობა კრიზისის პირობებში, დამატებითი დაფინანსების მიღება, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, სოციალური ქსელების მართვა.
„ბიზნესის მართვა დიდ შრომას, ინვესტიციას და თავდადებას მოითხოვს. She’s Next ინიციატივის გაფართოება და მისი საქართველოში განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Visa მიზნად ისახავს ბიზნესის მფლობელი ქალების გაძლიერებას გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და უახლესი ციფრული საგადახდო ტექნოლოგიის გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რადგან ისინი ქმნიან და ავითარებენ თავიანთ ბიზნესს და ადგილობრივ ეკონომიკას.“ - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
She’s Next Empowered by Visa საგანმანათლებლო პროგრამის I ტალღის ფარგლებში Visa–მ, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“, უმასპინძლა 4 ვებინარს წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით. ვებინარებს შემოუერთდა 600-ზე მეტი ქალი, რომლებსაც საშუალება მიეცათ განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიეღოთ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიებისა და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ.
პროგრამის მონაწილეებს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად შეიქმნა Facebook ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობამ 600-ს მიაღწია.
იხილეთ She’s Next პლატფორმა და ქალთა წარმატების ისტორიები Forbes Woman Georgia-ს გვერდზე.
She’s Next Empowered by Visa პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: Visa She's Next
[1] კვლევა ჩატარდა Visa-ს დაკვეთით ACT Global-ის მიერ, 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში მცხოვრებ 300 ქალ მეწარმეს შორის.
ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა
ლიბერთი ბანკი "გლობალური ფულის კვირეულს" შეუერთდა
„წამლისთვის ფული მივეცი, პირადობა გამომიწოდა, წაიღე და რომ მოვაგროვებ ფულს დაგიბრუნებო“ - ოლღა ბებოს ისტორია
სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვაჟა აბიაშვილი მოხუცი ქალბატონის შესახებ წერს, რომელსაც დახმარება სჭირდება:
„გაიცანით, ეს 78 წლის ოლღა ბებოა დღეს მარჯანიშვილზე, Suiteblanco-ს მაღაზიასთან იჯდა, გვერდით როცა ჩავუარე დამიძახა იქნებ გამაყუჩებლის ფული მომცე ძალიან მაწუხებს ტკივილები და ფული არ მაქვს რომ ვიყიდოო, როცა თანხა მივეცი პირადობა ამოიღო და გამომიწოდა, წაიღე და რომ მოვაგროვებ ამ ფულს უკან დაგიბრუნებ მანამდე ჩემი პირადობა დაიტოვეო ოლღა ბებოს ძალიან ჭირდება ჩვენი დახმარება საკვებით, წამლებით, სამოსით და თანხით... ვისაც რისი საშუალება გექნებათ იქნებ დავეხმაროთ ამ ძალიან საყვარელ ბებოს“, - ნათქვამია აბიაშვილის სტატუსში.
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6683 ლარი იქნება.დღეს ერთი დოლარი შეძენა 2.7302 ლარად იყო შესაძლებელი.
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0205 ლარით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარი 2.7302 ლარი ეღირება.
რაც შეხება კომერციული ბანკების კურსს, 1 დოლარი რესპუბლიკა ბანკში 2.74 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში - 2.765, ხოლო TBC-ში - 2.735 ლარი.
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.