20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 მარტი 2020 11:43

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ.

მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას. ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავია მიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

ქუთაისიდან ფრენები ევროპის 7 ცენტრალურ ქალაქში იქნება შესაძლებელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 10:20

ქუთაისი აეროპორტიდან ევროპის კიდევ 7 ცენტრალურ ქალაქში პირდაპირი რეისით მოხვედრა სექტემბირდან იქნება შესაძლებელი. ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან მილანის, ბერლინის, მიუნჰენის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკასა და სოფიას მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. ბილეთის მინიმალური ფასი 25-დან 39 ევრომდე იქნება.7 ახალი მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე, მოთხოვნა ავიაკომოანია ვიზეარს უკვე გაკეთებული აქვს. სამოქალაქო ავიაციის საგენტოში განმარტავენ, რომ გამარტივებული პროცედურების გამო, კომპანია შესაბამის ნებართვას უახლოეს პერიოდში მიიღებს.ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც 2011 წელს გაიხსნა ევროპის მიმართულებით უკვე სრულდება 4 დაბალფასიანი პირდაპირი რეისი. სექტემბრიდან კი მათი რაოდენობა 11 გახდება. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური