ფრენბურთის ჩემპიონატი ავღანეთში ავღანეთში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 მარტი 2019 17:38

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს. ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.

დაჭრილმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 11:52

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიური თამაშები „Invictus Games“-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

ქართველი სამხედროების ნაკრების თამაშს თავდაცვის მინისტრი ლიტვიდან გულშემატკივრობდა. ლევან იზორიამ გამარჯვება ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე ვილნიუსიდან მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ბრიტანელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 მაისი 2017 16:02

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.

მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, 25 ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ ბრიტანელი სამხედროების სურვილითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს.
ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.

 

პარაფრენბურთელები აზერბაიჯანს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 აპრილი 2016 15:55

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს ფრენბურთის გუნდმა აზერბაიჯანის პარაფრენბურთის ეროვნულ ნაკრებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა, რომელიც თბილისის ოლიმპიური კომპლექსის ფრენბურთის დარბაზში ჩატარდა, სტუმრების გამარჯვებით (3:2) დასრულდა. დაჭრილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული ფრენბურთის გუნდი საქართველოში პირველია სპორტის ამ სახეობაში და, სწორედ, ამიტომაც გადაწყდა, მას გაეწია მეტოქეობა ევროპის ათეულში მყოფი აზერბაიჯანის გუნდისთვის.

თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე,  პარაფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ივანე ქადაგიძე, პარაფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ამერიკული მიმართულების მენეჯერი კარლ ქუინი, საქართველოში თურქეთის ელჩის მესამე მდივანი ქუბრა ნურ ენსაროღლუ, ფრენბურთის ოლიმპიური ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველი დაჭრილი სამხედროებისთვის, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრების -  INVICTUS GAMES-თვის ემზადებიან. ამხანაგური მატჩები საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების მოტივაციის გაზრდასა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

მჯდომარე ფრენბურთი ერთ-ერთია  სპორტის იმ 10 სახეობიდან, რომელშიც  ასპარეზობა INVICTUS GAMES („ძლიერთა თამაშები“) ფარგლებში გაიმართება. „ძლიერთა თამაშები“,  საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, მიმდინარე წლის 8-12 მაისს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ჩემპიონატში  საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სხვადასხვა ქვეყნის  წარმომადგენელ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 14 ქართველი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

 

19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 15:26

8-10 იანვარს დიღომში, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის სასახლეში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გაიმართება 19-წლამდელ ქალ ფრენბურთელთა შორის.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19 წლამდელ ქალ ფრენბურთელთა ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გოგონების მეტოქეები ინგლისისა და ბელარუსის 19-წლამდელთა გუნდები იქნებიან. 

პირველ მატჩს საქართველო ინგლისის წინააღმდეგ 8 იანვარს 17:00 საათზე გამართავს, ასევე 17:00 საათზე დაიწყება შემდეგი მატჩებიც 9 და 10 იანვარს. ფრენბურთის სასხლეში დასწრება თავისუფალია. 

პირველი შესარჩევი ეტაპიდან, შემდეგ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გავა. მე-2 ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის გვერდით მოხვდება. მე-2 ეტაპის ჯგუფის მატჩები სერბეთში მარტის თვეში ჩატარდება, ევროპის ჩემპოიონატის ფინალური ეტაპი კი 2016 წლის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით სლოვაკეთსა და უნგრეთში გაიმართება.

იხილეთ მატჩების განრიგი

8 იანვარი: საქართველო-ინგლისი  17:00
9 იანვარი: ინგლისი-ბელარუსი     17:00
10 იანვარი: საქართველო-ბელარუსი 17:00

ევროლიგის მესამე რაუნდი დასრულდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 17 აგვისტო 2015 12:46

გუშინ თბილისში ევროპის ლიგის მესამე რაუნდი დასრულდა. მესამე რაუნდში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთს ეთამაშებოდა. პირველი მატჩის დროს, 15 აგვისტოს,  ქართველებს გაუჭირდათ კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე მოწინააღმდეგისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და 0:3 დამარცხდნენ, თუმცა თითოეულ სეტში კარგად იბრძოლეს: 22-25; 19-25; 22-25.

16 აგვისტოს კი საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი სეტის მოგება შეძლო და თამაში 1:3 პოლონეთის სასარგებლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ და მეორე რაუნდებში ქართველი ფრენბურთელები უნგრეთისა და ისრაელის გუნდებთან დამაცხდნენ, თუმცა, გასულ კვირას, ჩვენმა ნაკრებმა ისრაელთან ძალიან დაძაბული ბრძოლა ჩაატარა. მატჩი 2 საათზე უფრო დიდხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, 2:3 ისრაელის სასარგებლოდ დასრულდა (27-29; 25-21; 16-25; 25-23; 10-15). მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ანა კალანდაძე გახდა.

საქართველოს ფრენბურთელები შემდეგ თამაშს 21 და 22 აგვისტოს საბერძნეთში მასპინძელთან გამართავენ.

ქართველი ფრენბურთელები ხვალ ისრაელთან მორიგ მატჩს გამართავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 08 აგვისტო 2015 22:53

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ისრაელის ნაკრებს შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველი ფრენბურთელი გოგონები სტუმრებთან 0:3 დამარცხდნენ. თამაშის პირველი სეტი მასპინძლებმა სუსტად დაიწყეს, თუმცა შემდეგ დაძაბულობა მოიხსნეს და უკეთ ათამაშდნენ, თუმცა სეტი 25:21 მაინც ისრაელმა მოიგო. მცირდი შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე სეტი უკეთ დაიწყო, მაგრამ, ბოლო ქულებზე საკუთარი მაქსიმუმი ვერ აჩვენა და 17:25 დამარცხდა. რაც შეეხება ბოლო, გადამწყვეტ პარტიას, ისაელის ფრენბურთელებმა იგი 25:20 და საბოლოო ჯამში თამაშიც დამაჯერებლად მოიგეს.

შეგახსენებთ,რომ ევროლიგის თამაშების მეორე რაუნდის მორიგ მატჩს ისრაელის ნაკრებთან ქართველი ფრენბურთელები ხვალ, 17:00 საათზე, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ფრნებურთის არენაზე ჩაატარებენ.

ამ პრინციპული შეხვედრის დროს გულშემატკივართა მატჩზე დასწრება და მოთამაშეთა მხარდაჭერა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ და ხვალ საკუთარი ძალების მაქსიმუმს გამოავლენენ.

გთავაზობთ საქართველო-ისრაელის დღევანდელი თამაშის ამსახველ ფოტოებს.

ფოტოები გადაიღო ნათია ბანძელაძემ

თბილისის ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 26 აპრილი 2015 13:00

25 აპრილს, ქალ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა. 

"ჯიკოსა" და თბილისის მეორე გუნდს შორის სანახაობრივი მარტჩი გაიმართა, მაგრამ ამჯერად, თბილისი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და საკუთარ მოედანზე 3:0 დამაჯერებლად გაიმარჯვა. 

დიდი ჯიხაიშის კლუბი "ჯიკო" მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კარგად იბრძოდა, მათთან იგრძნობოდა გუნდური შემართება, რომელმაც ბევრი თამაში მოაგებინა. "ჯიკოში" განსაკუთრებულად ირინა კახაძე გამოირჩეოდა, რომელმაც გუნდს არაერთი ქულა მოუტანა.

თბილისი 1-ს კლუბში კი ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე ახალგაზრდა და პერსპექტიული ანა კალანდაძე იყო. კალანდაძე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე, "თბილისი 2015-ზე", საქართველოს ფრენბურთის ნაკრების კაპიტანი იქნება. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლა უფრო სანახაობრივი აღმოჩნდა. თბილისის მეორე გუნდის ახალგაზრდა წევრებმა ბათუმს კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდაპირველად, ბათუმის გუნდს გაუჭირდა თბილისის თამაშის ტემპის დაგდება, რის გამოც პირველი პარტია დათმო (22-25). მეორე პარტიაში აჭარის გუნდმა ძალა მოიკრიბა და მეტოქე 25-12 დაამარცხა. მესამე სეტში, დედაქალაქის გუნდმა კვლავ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, ამაში დიდი წვლილი ელენე გაბროშვილს მიუძღვის, რომელიც ეფექტური თავდასხმებით ქულებს იგებდა, თუმცა, ამჯერად ბათუმელებმა პარტია არ დათმეს და ანგარიში 2:1 გახდა. მეოთხე სეტში, აჭარის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ელიზა ფალავანდიშვილის მოწოდებებმა, ბლოკმა და თავდასხმამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, თბილისი ანგარიშით 9:25 დამარცხდა. ბათუმის გუნდურმა თამაშმა აჭარას ბრინჯაო მოუპოვა.

ქალ ფრენბურთელთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 აპრილი 2015 16:56

დღეს, ქალ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალები ჩატარდა.

ბათუმი დიდი ჯიხაიშის გუნდთან 0:3 დამარცხდა, ხოლო თბილისი 1-მა თბილისი 2-ს 3:0 სძლია.

ორივე ნახვეარფინალი სანახაობრივი და დაძაბული იყო. დღეს ფინალისტები გამოვლიდნენ: დიდი ჯიხაიშის კლუბი "ჯიკო" და თბილისის პირველი გუნდი.

ხვალ, 12:00-ზე, ოლიმპიური მზადების ცენტრში, კიევის ქუჩის 8 ნომერში, ბათუმი და თბილისის მეორე გუნდი ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეეჯიბრებიან, ხოლო საქართველოს ჩემპიონობის ტიტულისთვის, 14:00 საათზე, ჯიხაიშისა და თბილისი 1-ის საკლუბო გუნდებს შორის დაძაბული მატჩი გაიმართება.

 

 

ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალები

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 13:59

ხვალ, 24 აპრილს, თბილისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალები  გაიმართება. ქალ ფრენბურთელთა შორის, სამი ტურის შედეგებით, პირველ ოთხ ადგილს თბილისის პირველი გუნდის, ბათუმის, ჯიკოსა და თბილისის მეორე გუნდის კლუბები ინაწილებენ.

ბათუმისა და დიდი ჯიხაიშის კლუბების ნახევარფინალური მატჩი 12 საათზე გაიმართება.

14:00 საათზე კი ერთმანეთს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად თბილისის I და II გუნდები შეეჯიბრებიან.

ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური თამაშები 25 აპრილს, 12:00 და 14:00 საათზე ჩატარდება.

ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი თამაშები თბილისში, კიევის ქუჩის 8ა-ში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური