ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019 10:22

ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

 

ფრანკფურტში დღეს ქართული სტენდი ოფიციალურად გაიხსნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 10:37

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფება. 
კულტურის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკვე დაესწრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას და დაათვალიერა ინდონეზიის პავილიონი, რომელიც წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.
ქართული სტენდის ოფიციალური გახსნა დღეს არის დაგეგმილი. 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ გამომცემლებთან ერთად შეიმუშავა. 
განახლებულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები.
ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაცია და მიღება, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ქართველი გამომცემლები სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ. 
სამინისტროს ცნობით, ასევე გაიმართება გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. 
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმატის არაერთი ლიტერატურული ღონისძიება, მათ შორის, ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina თეატრალიზებული კითხვა; ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის "ვინ მოკლა ჩაიკა" საჯარო კითხვა; ზაზა ბურჭულაძის რომანის "ადიბასი" (გამომცემლობა Aufbau) გერმანულენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი უკრაინელი მწერალი იური ანდრუხოვიჩი; ასევე გაიმართება გამომცემლობის Pop Verlag-ის მიერ გამოცემული ოთხი წიგნის - ეკატერინე გაბაშვილის და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულების, ესმა ონიანისა და დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულების - პრეზენტაცია. 
ქართველი ავტორებისა და ზოგადად ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილი სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური