მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 ივნისი 2019 16:13

მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

მიიღეთ მონაწილეობა #EU4Energy ფოტოკონკურსში 17-დან  23 ივნისამდე და მიიღეთ ელექტროსკუტერის მოგების შანსი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

როგორი იქნება ენერგეტიკის მომავალი? იქნება ეს მზის და ქარის ენერგია, ან ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგეტიკა? თუ მომავალი გაცილებით უფრო ენერგოეფექტური იქნება ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით?

გიწვევთ ფოტოკონკურსზე - გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ხდება ამჟამად მომავლის ენერგიაზე გადასვლა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე - ეს არის მზის ბატარეის პანელები, ქარის ელექტროსადგურები, მდგრადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა ბიომასა და ჰიდროენერგია, ელექტროავტომანქანები და სკუტერები, ენერგოეფექტური სახლები და ხელსაწყოები. მიმოიხედეთ ირგვლივ და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა!

თქვენ შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა შემდეგი გზით:

1. თქვენი ფოტოს წარდგენა უშუალოდ ჩვენს ვებ-გვერდზე, ღილაკზე „თქვენი ფოტოს ატვირთვა“ ხელის დაჭერით.

2. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის ან Twitter-ის თქვენს საკუთარ ანგარიშზე.

3. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის თქვენს საკუთარ ისტორიებში და @euneighbourseast გვერდის „დათეგვა“.

კონკურსი გრძელდება 23 ივნისის 18:00-მდე ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით (CEST). თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარდგენა.

რა პრიზებია კონკურსზე გათვალისწინებული?

გამარჯვებულებს გადაეცემათ 10-მდე პრიზი ჟიურის მიერ შერჩევის და ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე. გრან-პრი - ელექტროსკუტერი - გადაეცემა ყველაზე პოპულარულ ფოტოს.

ეს #EU4Energy ფოტოკონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში და მას აფინანსებს ევროკავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2ZlRKgT

***

ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.EU4Energy.eu

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 10:52

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“.

"მრავალფეროვანი ჩინეთი" ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი შეაფასებენ. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით. 

საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი - 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

კონკურსის ვადები: 

პირველი ეტაპი: 25.01.2019 - 15.02.2019. ნამუშევრების მიღება.

მეორე ეტაპი: 15.02.2019 - 18.02.2019. ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა.

მესამე ეტაპი: 19.02.2019. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობათ, ეწვიეთ ვებგვერდს.

კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.

 

4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, „შოკოლადიდა ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

ახალი Samsung Galaxy A სმარტფონის პრეზენტაცია და ფოტოკონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:52

კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსი" წარმოგიდგენთ ახალ სმარტფონს Galaxy A (2016) პრემიუმ დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით.

 უახლესი Galaxy A სმარტფონი გთავაზობთ შეუდარებელ სტილსა და ტექნოლოგიურ სრულყოფას.

"სამსუნგ ელექტრონიქსი" აცხადებს, რომ უახლესი Samsung Galaxy A სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით, გაუმჯობესებული კამერით. Galaxy A (2016) აერთიანებს სამსუნგის ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა იმ სიახლით, რასაც ეკრანის სამი განსხვავებული ზომით წარმოგვიდგენს: 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5-ისთვის და 4.7-ინჩიA3-ისთვის. 

 "სამსუნგში ჩვენ საკუთარ თავს ვუძღვნით ჩვენს საქმეს, მუდმივ განვითარებას, ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებსა და გამოხმაურებებს"-ბრძანა ბატონმა შინმა, სამსუნგის აღმარულებელმა დირექტორმა და IT-ის და მობილური ბიზნესის ხელმძღვანელმა. "Galaxy A (2016) შექმნისას, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურება Galaxy A მოდელზე, ანუ ჩვენ ერთად ვიფიქრეთ და უფრო ეფექტურად გავაუმჯობესეთ ფუნქციები, რომ მეტად შეიგრძნოთ სტილისა და ტექნოლოგიური წარმადობის შერწყმა ყოველდღიურ ცხოვრებაში."

Galaxy A (2016) არ ღალატობს Galaxy სერიის მემკვიდრეობას დიზაინში, ქმნის რა მეტალისა და შუშის ერთობლიობით ლამაზ და ჰარმონიულ პრემიუმ დიზაინს. ახალი Galaxy A უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობის გამოცდილებას დავიწროებული გარე პანელის საშუალებით.

Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIS) რომ მინიმალურამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება, ის ასევე შეიცავს იშვიათ F1.9 ლინზას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი. მეტიც, სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, „სახლის“ ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.

 2016 წლის 25 იანვრიდან  7 თებერვლის ჩათვლით Samsung Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდება ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონით.

Samsung-ის ფოტოკონკურსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:59

ჩაერთეთ Samsung-ის ფოტოკონკურსში და მოიგეთ ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონი!
ფოტოკონკურსის წესები:
25 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გადაიღეთ სურათი, სადაც აქცენტი იქნება გაკეთებული სტილზე და აქსესუარებზე, ატვირთეთ ის თქვენს გვერდზე ტექსტით „აღმოაჩინე #Astyle” და პარალელურად გააგზავნეთ ის Samsung Georgia-ს გვერდის პირად შეტყობინებებში.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გვერდზე ატვირთული სურათი უნდა იყოს სტატუსით Public, რათა ფოტოკონკურსის ორგანიზატორებმა მოახერხონ კონკურსის პირობების სწორად შესრულების გადამოწმება.
პირად შეტყობინებებში მიღებული სურათები აიტვირთება Samsung Georgia-ს გვერდზე არსებულ საკონკურსო ფოტო ალბომში.
2 კვირის განმავლობაში ატვირთულ ფოტოსურათებს შეაფასებენ გვერდის მიმდევრები.
„ლაიკების“ მეშვეობით გამოვლინდება 5 საუკეთესო ფოტოსურათი.
„ლაიკების“ მიხედვით გამოვლენილი 5 საუკეთესო სურათიდან კონკურსის ადმინისტრაცია შეარჩევს 1 გამარჯვებულს, რომლის ავტორიც დასახელდება 8 თებერვალს.
გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონი.

კოკა-კოლას ფოტოკონკურსის გამარჯვებული (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 13:40

თბილისში ბილბორდებზე გოგონას ფოტო კოკა-კოლას 150 ბოთლისა და ქილის გარემოცვაში გამოჩნდა. ის კოკა-კოლას ფოტოკონკურსის გამარჯვებული ნუცი ანთაძეა. მარკ ჯეიკობსის დიზაინით შექმნილი კოკა-კოლას ბოთლით დაწყებული სიყვარულის იტორია, როემლიც უკვე 4 წელია გრძლედება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური