მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 ივნისი 2019 16:13

მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

მიიღეთ მონაწილეობა #EU4Energy ფოტოკონკურსში 17-დან  23 ივნისამდე და მიიღეთ ელექტროსკუტერის მოგების შანსი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

როგორი იქნება ენერგეტიკის მომავალი? იქნება ეს მზის და ქარის ენერგია, ან ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგეტიკა? თუ მომავალი გაცილებით უფრო ენერგოეფექტური იქნება ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით?

გიწვევთ ფოტოკონკურსზე - გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ხდება ამჟამად მომავლის ენერგიაზე გადასვლა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე - ეს არის მზის ბატარეის პანელები, ქარის ელექტროსადგურები, მდგრადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა ბიომასა და ჰიდროენერგია, ელექტროავტომანქანები და სკუტერები, ენერგოეფექტური სახლები და ხელსაწყოები. მიმოიხედეთ ირგვლივ და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა!

თქვენ შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა შემდეგი გზით:

1. თქვენი ფოტოს წარდგენა უშუალოდ ჩვენს ვებ-გვერდზე, ღილაკზე „თქვენი ფოტოს ატვირთვა“ ხელის დაჭერით.

2. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის ან Twitter-ის თქვენს საკუთარ ანგარიშზე.

3. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის თქვენს საკუთარ ისტორიებში და @euneighbourseast გვერდის „დათეგვა“.

კონკურსი გრძელდება 23 ივნისის 18:00-მდე ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით (CEST). თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარდგენა.

რა პრიზებია კონკურსზე გათვალისწინებული?

გამარჯვებულებს გადაეცემათ 10-მდე პრიზი ჟიურის მიერ შერჩევის და ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე. გრან-პრი - ელექტროსკუტერი - გადაეცემა ყველაზე პოპულარულ ფოტოს.

ეს #EU4Energy ფოტოკონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში და მას აფინანსებს ევროკავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2ZlRKgT

***

ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.EU4Energy.eu

„ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ“ - ევა ბარბაქაძის ახალი ფოტოები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:04

უამრავი კომენტარი მოჰყვა შორენა ბეგაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს. „ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ, როგორ გიხდება ღიმილი“ - ამოიკითხავთ კომენტარებში. „გადაცემა ექიმები ჩვენთან სტუმრად“ - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს შორენა ბეგაშვილი.

რჩევები ბახმაროში მყოფ თეონა კონტრიძეს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:00

„2050 მეტრი ზღვის დონიდან“ - ასე ასათაურებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე. როგორც ფოტოებიდან ჩანს ის ოჯახთან ერთად გურიის მაღალმთიან კურორტზე ბახმაროში ისვენებს. „გემრიელი გოგო ხარ და ფოტოებიც გემრიელი გაქვს თეო“ - ვკითხულობთ კომენტარებში. „რა სილამაზეა. აწი აღარ მოეშვებიან შენები ბახმაროს... "კაიმაღი" გაასინჯე აუცილებლად“ - აძლევს რჩევას ფეისბუქელი მეგობარი.

სტეფანე - „18 წელი გავიდა რაც აღარ ხარ"

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 23:47

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც დედას, რომელიც 18 წლის წინ გარდაეცვალა, ულოცავს დაბადების დღეს. „დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც აღარ არის აქ და პირველად ვულოცავ ესე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან როცა ვაბრაზებდი : „სანამ დედა გყავს არ დაბერდები"... ხო და ნაადრევად კი დავბერდი (უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ), - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

გიგი გაჩეჩილაძე ცოლს ირთავს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 23:52

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე პოპულარული პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გახდა. ამჟამად გიგი პროექტის ქორეოგრაფია.დღეს გავრცლედა ინფორმაცია, რომ 4 დღეში ქორწილი აქვს. 
ფეისბუკზე გიგისა და ანანოს ქორწილის მოსაწვევის ფოტო გავრცელდა."დღეს, მოსაწვევი მომართვეს. ჩემი ბიძაშვილი, გიგი გაჩეჩილაძის ქორწილის. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ..." - წერს გიგის ბიძაშვილი მეკო კვაჭანტირაძე. 

გიგის რჩეული ანანო ჯოხაძეა. ცოხა ხნის წინ , ერთ-ერთ ინტერვიუში გიგიმ აღნიშნა, რომ ის და მისი რჩეული ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებას ჯერჯერობით არ აპირებდნენ.

ნახეთ, როგორ ჰგავს ქეთა თოფურიას შვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:24

მომღერალი ქეთა თოფურია ინსტაგრამზე ბავშვობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  ფოტოდან კარგად ჩანს, რომ თავისი შვილი მას საოცრად ჰგავს.

ferg

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური