შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 ივლისი 2020 15:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 00:09

ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. 
სპეცოპერაცია 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიციელები. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის დროს ბრალდებულის შვილიც დააკავეს, შსს-ში არ დაადასტურეს.

ფონიჭალაში მოკლულ დედა-შვილის ცხედრებს ქობულეთში გადაასვენებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:47

ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნინა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს ქობულეთში, მოკლული ქალის მშობლების სახლში რამდენიმე საათში გადაასვენებენ.მკვლელობის მიზეზები ჯერ ჯერობით გაურკვეველია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახის ახლობლების განცხადებით რომანაძეებს არც ოჯახში ქონდათ კონფლიქტი და არც მტრები ყავდათ. 

ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ოჯახის უფროსი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:03

ფონიჭალაში მოკლული დედა შვილის ოჯახის უფროსი დაკითვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს, მისი თქმით პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა. გარდაცვლილი ნონა რომანაძის მეუღლის თქმით მისთვის მეუღლის და შვილის გარდაცვალების მოტივი უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცზე სამართალდამცველებს მსგავსი არაფერი უთქვამთ.

როგორც თავად მამფორია ყვება, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო. ოჯახს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს. 

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:15

ფონიჭალაში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე გამოძიება გრძელდბა,გუშინ 35 წლის ქალი  ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მისაღებ ოთახში ნახეს, 3 წლის გოგონა კი საძინებელში დამწვარი იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მომხდარში ძარცვის ნიშნები არ იკვეთება, რაც თავდაპირველად მკვლელობის მოტივად სახელდებოდა.    ოჯახის ახლობლების ცნობით,  გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლემ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებიოდა,  პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ.    

დაღუპულების ახლობლებს   მომხდარის  მოტივებზე საუბარი უჭირთ. ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შემთხვევის ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტროს

ინფომაციით,  საცხოვრებელი  ბინიდან ოქრო  და თანხა წაღებული არ არის.  

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური