ჩერნოვეცკის ფონდის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 11:01

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დაასრულა. აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება.

"აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ევროკომისიისა და ევროპული განათლების ფონდის სამუშაო შეხვედრა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:10
ევროპული განათლების ფონდის (European Training Foundation – ETF) ორგანიზებით, იტალიის ქ. ტურინში, ევროკომისიის წარმომადგენელთა და ევროპული განათლების ფონდის მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და „ETF“-ის პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციები, როგორც გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში ისე, საქართველოსა და ევროპული განათლების ფონდს „ETF“ შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე  განათლების რეფორმის პროგრესი.

აღნიშნულ სესიაზე, როგორც ევროპული განათლების ფონდის „ETF“ დირექტორმა –მადლენ სერბანმა განაცხადა, საქართველო წარმოადგენს ევროპული განათლების ფონდის საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელი ძალისხმევით მოწოდებულია განავითაროს პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში. მადლენმა სერბანმა  ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმირებისა და რეფორმის ეფექტიანი განხორციელების ეტაპზე. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპული განათლების ფონდის „ETF“  მიერ ორგანიზებულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ევროკავშირის მხრიდან გაწეული ყველა დახმარება პოზიტიურად აისახება სისტემის განვითარებაზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ETF“ კოორდინირებულად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. შედეგად, საქართველომ მიაღწია პროგრესს, რაც დადებითად აისახება საქართველოს პროფესიული განათლების  განვითარებაზე.

 

პაატა ბურჭულაძე გუნდის წევრებს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:41
საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში დაბრუნდა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ვანო მაჭავარიანთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს განვითარების ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ. თბილისში დაბრუნებულმა პაატა ბუჭულაძემ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მედიაში, რამდენიმე დღის წინ ფონდის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. “მიხარია, რომ ფონდის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი მაღალია. საქართველოს განვითარების ფონდის ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი არის, ადამიანი, მისი დაცვა და განვითარება. უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს სამუშაო შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. შევხვდები მექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ფონდის მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე, საქართველოს განვითარების ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე, უფრო დეტალურად, დეკემბერში, ვისაუბრებ. “ - განაცხადა დღეს საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ახალი ფონდი დააფუძნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:23

ახალი ფონდი პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს განვითარებისთვის ამ სახელწოდებით ფონდი პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დააარსეს.

ფონდი 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ვანო მაჭავარინის განცხადებით ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაციები სააგენტოებში ვრცელდება.

ფონდის წევრები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი რუხაძე იქნებიან.

ფონდის წევრად სახელდება რამდენიმე ბიზნესმენიც. პრეზენტაცია მას შემდეგ იგეგმება, რაც პაატა ბურჭულაძე თბილისში ჩამოვა.

საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოში გაწევრიანდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 12:11

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა 29/30 ოქტომბერს ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიის და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები K Water-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს შესაძლებლობებს აძლევს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების და ჰიდროსადგურების განვითარებისთვის. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეხვედრები გამართა ასევე K Water-ს პრეზიდენტთან, კორეის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კორეის განვითარების ბანკში. მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:51

დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ, სერგო ქავთარაძე და გიორგი საბანაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. მილიონობით ლარის სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის“ მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ შერჩეული პატიმრობის ღონისძიება გაუქმდა.

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელებს სერგო ქავთარაძეს და გიორგი საბანაძეს, თბილისის განვითარების ფონდიდან, აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის“ მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში ედებოდათ ბრალი. გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

თანაინვესტირების ფონდსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 17:03

”ცხენისწყალის ჰესების კასკადის” ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა თანაინვესტირების ფონდსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის.

ჰესების კასკადი 4 ჰიდროელექტროსადგურს გააერთიანებს, წარმოებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი კი ექსპორტზე გავა. მშენებლობა 2017 წელს დაიწყება.

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 15:55

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს. 

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მორიგი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან (Min Zhu) გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი საქართველოს რამდენიმე მოდელს სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 16:59

საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდმა , საარჩევნო სისტემაზე პროექტი მოამზადა. ფონდი საქართველოს რამდენიმე მოდელს სთავაზობს, ძირითადად პროპორციულ სიტემაზეა საუბარი, ფონდის წარმომადგენლები დღეს პოლიტიკოსებს შეხვდნენ. საერთაშორისო დონის ექსპერტებმა  სხვა პარტიის წარმომადგენლებს მოსაზრებები გააცნეს. საერთაშორისო ექსპერტი ნიშიჩი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და მნიშვნელოვანია ქვეყანაში გატარდეს რეფორმები ,პროექტის ხელმძღვანელი  მიიჩნევს,რომ უნდა გატარდეს ისეთი რეფორმები და ოპონენტები შეჯერდნენ ისეთ სისტემაზე , რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებზე მიცემს თანაბარ შესაძლებლობებს.  

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური