სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდი იქმნება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:38

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი იწყებს ერთობლივ საქველმოქმედო პროექტს და ქმნის ფონდს "სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდი" რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაში.

"ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვართ ჩართული საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მაშასადამე აქტიურად ვიცავთ სტუდენტთა უფლებებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკაზე და ახლა გადავწყვიტეტთ ჩამოვაყალიბოთ ფონდი." - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეციერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

საქართველოში არაერთ სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი, როგორც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო ასევე სხვა რიგ პრობლემების მიხედვით, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი კი მუშაობას იწყებს ფონდის სახით იმ სტუდენტებთან მიმართებაში რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უჩერდებათ ან შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი.

"ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღვუდგინოთ სტუდენტის სტატუსი და ამ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება მომავალი განვითარებისთვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ კადრებად." - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიგა გუბელაძემ.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა, სულ ახლახანს სრული შემადგენლობით შეურთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდულ ცენტრს და ეს ორგანიზაციები ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას ახალგაზრდულ და არა მარტო ახალგაზრულ სფეროში.

საჯარო უწყებებში "სოლიდარობის ფონდის" ანგარიში გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 17:21

საქართველოს "სოლიდარობის ფონდი" საჯარო უწყებებში 2015 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას აგრძელებს. 

პრეზენტაცია ფონდმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარუდგინა. შეხვედრაზე შეაჯამეს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობა და აღინიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება იქნება თანხების მობილიზების მიზნით

ფონდი „სალვე“ დაფუძნდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:19

ფონდი "სალვე"დაფუძნდა. ფონდი იუსტიციის მინისტრმა, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ერთად დააფუძნა. 

ფონდის მიზანია, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების პროექტების დაფინანსება, ასევე სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრა. გაიმართა აუქციონიც. 

1-ლი ივნისიდან პროექტის პირველი ბენეფიციარები დაფინანსდებიან.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას.

შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი.

ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.

საკადრო ცვლილება საქართველოს განვითარების ფონდში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:20

საქართველოს განვითარების ფონდი მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მაჭვარიანმა დატოვა.გავრცელებული ინფორმაცია "ნიუსდეიმ" ბურჭულაძის პრესსამსახურში გადაამოწმა, პრესსამსახურის ინფორმაციით აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დღეიდან პაატა ბურჭულაძე დაიკავებს. ვანო მაჭავარიანი კი ფონდთან თანამშრომლობა ხელშეკრულების საფუძველზე გააგრძელებს. ფონდის მართვასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. 

 

 

ჩერნოვეცკის ფონდის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 11:01

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დაასრულა. აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება.

"აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ევროკომისიისა და ევროპული განათლების ფონდის სამუშაო შეხვედრა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:10
ევროპული განათლების ფონდის (European Training Foundation – ETF) ორგანიზებით, იტალიის ქ. ტურინში, ევროკომისიის წარმომადგენელთა და ევროპული განათლების ფონდის მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და „ETF“-ის პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციები, როგორც გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში ისე, საქართველოსა და ევროპული განათლების ფონდს „ETF“ შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე  განათლების რეფორმის პროგრესი.

აღნიშნულ სესიაზე, როგორც ევროპული განათლების ფონდის „ETF“ დირექტორმა –მადლენ სერბანმა განაცხადა, საქართველო წარმოადგენს ევროპული განათლების ფონდის საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელი ძალისხმევით მოწოდებულია განავითაროს პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში. მადლენმა სერბანმა  ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმირებისა და რეფორმის ეფექტიანი განხორციელების ეტაპზე. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპული განათლების ფონდის „ETF“  მიერ ორგანიზებულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ევროკავშირის მხრიდან გაწეული ყველა დახმარება პოზიტიურად აისახება სისტემის განვითარებაზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ETF“ კოორდინირებულად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. შედეგად, საქართველომ მიაღწია პროგრესს, რაც დადებითად აისახება საქართველოს პროფესიული განათლების  განვითარებაზე.

 

პაატა ბურჭულაძე გუნდის წევრებს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:41
საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში დაბრუნდა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ვანო მაჭავარიანთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს განვითარების ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ. თბილისში დაბრუნებულმა პაატა ბუჭულაძემ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მედიაში, რამდენიმე დღის წინ ფონდის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. “მიხარია, რომ ფონდის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი მაღალია. საქართველოს განვითარების ფონდის ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი არის, ადამიანი, მისი დაცვა და განვითარება. უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს სამუშაო შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. შევხვდები მექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ფონდის მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე, საქართველოს განვითარების ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე, უფრო დეტალურად, დეკემბერში, ვისაუბრებ. “ - განაცხადა დღეს საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ახალი ფონდი დააფუძნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:23

ახალი ფონდი პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს განვითარებისთვის ამ სახელწოდებით ფონდი პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დააარსეს.

ფონდი 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ვანო მაჭავარინის განცხადებით ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაციები სააგენტოებში ვრცელდება.

ფონდის წევრები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი რუხაძე იქნებიან.

ფონდის წევრად სახელდება რამდენიმე ბიზნესმენიც. პრეზენტაცია მას შემდეგ იგეგმება, რაც პაატა ბურჭულაძე თბილისში ჩამოვა.

საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოში გაწევრიანდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 12:11

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა 29/30 ოქტომბერს ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიის და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები K Water-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს შესაძლებლობებს აძლევს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების და ჰიდროსადგურების განვითარებისთვის. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეხვედრები გამართა ასევე K Water-ს პრეზიდენტთან, კორეის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კორეის განვითარების ბანკში. მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური