„კოლხეთის თასის“ ფინალი 28 იანვარს გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 16:31

კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის, „კოლხეთის თასის“ ფინალი 28 იანვარს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, შეჯიბრში მონაწილეობას  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები მიიღებენ.  

„ჰოლიდეი ინში“  გამართულ პრესკონფერენციას  ტურნირში მონაწილე ფედერაციების წარმომადგენლები, კლუბების ხელმძღვანელები და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. დღესვე   WA კატეგორიის  სპორტსმენები აიწონენ და  შეხვედრების განრიგი განისაზღვრა.

„კოლხეთის თასის“ ფინალი 28 იანვარს  18:00 საათზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5) გაიმართება. ორთაბრძოლები K1–ის წესებით წარიმართება. ტურნირში რვა პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობს. გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში (65 და 70კგ) გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

„კოლხეთის თასის“ საერთაშორისო ტურნირი 2015 წელს დაარსდა.  შეჯიბრში მონაწილეობენ პროფესიონალი სპორტსმენები  სხვადასხვა ქვეყნიდან.  გამარჯვებულებს სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიები  და  ფულადი პრიზები გადაეცემათ.

შეჯიბრის სპონსორი საქართველოს კუდოს ფედერაციაა, ორგანიზატორები კი ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია WFCA ვერსიით და კონტაქტური კარატეს ფედერაციაა.

რიოში დღეს ზაზა ნადირაძის ფინალია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 11:56
საქართველოს დელეგაცია რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. 17 აგვისტოს შედეგი ქართველი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი იყო. გუშინ რიოში მხოლოდ ერთმა ქართველმა, ზაზა ნადირაზემ კანოე სპრინტში იასპარეზა. საქართველოში არსებული პირობებიდან გამომდინარე და ქვეყანაში ნიჩბოსნობის განვითარების გათვალისწინებით, ნადირაძისგან წარმატებულ ასპარეზობას გულშემატკივარი ნალებად ელოდა. ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში დამაჯერებლად დაძლია, ნახევარფინალში კი 200 მეტრიანი დისტანცია 40. 146 წამში დაფარა და 7კაციან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო რეიტინგში ზაზა ნაჩვენები შედეგით მეორე ადგილზეა, მას ბრაზილიელი მხოლოდ არასრული ნახევარი წამით უსწრებს. დღეს საინტერესო ფინალი ელის ქართველ გულშემატკივარს, ზაზა ნადირაძე 8 სპორტსმენს შორის საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს. ფინალური ეტაპი თბილისის დროით 16:08 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილის ფინალი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:02

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ავსტრიულ კიცბიუელში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ითამაშა და იტალიელ პაოლო ლორნენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.

"მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისათვის. ძალიან მწყდება გული დღევანდელი წაგებით და დიდი ხანი გამყვება ეს შეგრძნება. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ჩემს თავს, მითუმეტეს, ფინალში მაგრამ რა გაეწყობა. ეს უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თავდაჯერებულობაა, ეს გრძნობა კიდევ მხოლოდ შრომიდან მოდის. მინდა, ლორენცის და მის გუნდს წარმატება მივულოცო. მან გამარჯვება დაიმსახურა. შემდეგი ტურნირი პრაღაში მელის".

შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.

ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

მასტერქარდმა 11 ქართველ ბავშვს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 14:22

2015 წლის მაისის ბოლოს მასტერქარდის მიერ  საქართველოში დაწყებულ ეროვნულ სარეკლამო კამპანიის შედეგებზე დაყრდნობით, 11 ქართველ ბავშვს წილად ხვდა უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა - მშობლებთან ერთად 2015 წლის უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასწრების და სტადიონზე  მისი ყურების შანსი.
მასტერქარდი აცხადებს, რომ 11 ბავშვი საქართველოდან მიიღებს შანსს დაესწროს უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩს, რომელიც გაიმართება  11 აგვისტოს თბილისში და მათ მიეცემათ შეუფასებელი შესაძლებლობა მოედანზე დადგნენ ორი ესპანური გუნდის: ბარსელონას და სევილიას 11 საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად. ეს ბავშვები შეირჩნენ  „პირველი 11 იღბლიანი ქართველი 2015 წლის უეფას სუპერ თასზე“ ეროვნული სარეკლამო კამპანიის  შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 30 მაისს მასტერქარდის მიერ. როგორც უეფას სუპერ თასის საპატიო და ოფიციალური სპონსორი, მასტერქარდი მსგავს კამპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს, თუმცა ამჯერად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მასტერქარდის მფლობელებს  მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მსგავს აქციაში.
სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა 2015 წლის 30 მაისიდან 15 ივლისამდე ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც მასტერქარდის მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეხადათ პოს-ტერმინალის ან ინტერნეტის მეშვეობით. ყოველი ტრანზაქცია ავტომატურად ხდებოდა ლატარიის ბილეთი, რომელიც აძლევდა ბარათის მფლობელს მატჩის ბილეთის მოგების  შეუფასებელ შესაძლებლობას უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, მისი ბავშვისთვის კი ეს იყო შანსი მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოსულიყვნენ. ლატარიის შედეგად 27 ივლისს გამოვლინდა 11 იღბლიანი გამარჯვებული, რომელთა შვილებს წილად ხვდათ ბედნიერება გამხდარიყვნენ ფეხბურთელების ესკორტი, რათა მოედანზე მათთან ერთად გამოსულიყვნენ. გამარჯვებულთა პაკეტი შეიცავდა 2 ბილეთს უეფას 2015 წლის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე (1 ბილეთი ბარათის მფლობელისათვის და 1 ბილეთი შვილისათვის) და ბავშვისათვის შეუფასებელ გამოცდილებას - თამაშის გახსნის ღონისძიებაზე გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად.   
მასტერქარდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი თაობისათვის განკუთვნილ პროექტებს და მათი ინიციატივით მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ბავშვმა უკვე მიიღო შეუფასებელი გამოცდილება გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად, თუმცა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ფეხბურთელთა თანხმლები პირები.
მასტერქარდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის რეგიონალური მენეჯერი, ჰაკან აჯარი აცხადებს: „მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი ეროვნული სარეკლამო კამპანია  წარმატებული აღმოჩდა და მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, როდესაც ვაკვირდებით  ქართველი გამარჯვებულების გამოხატულ ემოციებს მოედანზე; მათთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ ამ შეუფასებელ მომენტებს.“  

უეფას სუპერთასის ფინალისტების ვარჯიში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 15:20

დღეს, 22:45 საათზე ბარსელონა-სევილიას თამაში გაიმართება. უეფას სუპერთასის ფინალური თამაში "დინამო არენაზე" ჩარტარდება. იხილეთ, თუ როგორ ემზადებიან მსოფლიო დონის ფეხბურთელები დღევანდელი მატჩისთვის.

ესპანეთის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" თბილისშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 16:04

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთებით დაკომპლექტებული ესპანეთის საუკეთესო კლუბის "ბარსელონა" თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 
"ბარსელონას" ფეხბურთელები და დელეგაციის წევრები ავტობუსით  სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაემგზავრებიან. 
თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიელების მეტოქე "სევილია" თბილისში უკვე ჩამოვიდა.  ანდალუსიელები დედაქალაქში გუშინ 21:00 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. კლუბის წევრებთან ერთად, თბილისში მათი გულშემატკივრებიც ჩამოვიდნენ. ესპანელები სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდნენ. ათენიდან თბილისში ჩამოსული "სევილიას" დელეგაცია 230 წევრისგან შედგება

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის პირველ თამაშებზე გუნდური ჩემპიონატის ფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 28 ივნისი 2015 15:48

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის პირველ თამაშებზე გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთის 5:0 ძლევის შემდეგ, ასევე მშრალად მოუგეს უნგრეთს და კონტინენტის უძლიერესი კლუბის ტიტულის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

უნგრეთთან საქართველოს ნაკრების სახელით ამირან პაპინაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+90 კგ) იჭიდავეს.

პაპინაშვილმა ფელიჩიან ორის სუფთა გდებით სძლია. ტატალაშვილმა ბენც ზამბორი შებოჭა. ჭრიკიშვილმა ლასლო სზოკნიაისთან ვაზარის უპირატესობა იკმარა. ღვინიაშვილმა გაბორ ვერი შებოჭა. ოქრუაშვილმა კი ბაქოს თამაშებზე მოჭიდავე მძიმეწონოსნებს შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანს – ბარნა ბორს ვაზარით მოუგო.

ფრანგებმა ფინალის გზაზე პორტუგალიელები (4:1) და რუსები (4:1) ჩამოიშორეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური