პრემიერა: ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის პირველი თიზერი

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 13:01

ლესია უკრაინკას დაბადების დღის საპატივცემულოდ, ცნობილი უკრაინელი პოეტის შესახებ ფილმის გადამღები გუნდი წარმოადგენს მომავალი ბიოგრაფიული ფილმის პირველ თიზერს სამუშაო სათაურით «Леся Українка» (ლესია უკრაინკა).

თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში - ეს არის დრო, რომელიც მან გაატარა სერგეი მეჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს. ლესია უკრაინკა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ ადამიანზე, ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო დღეები. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, მან დაწერა ერთერთი თავისი ყველაზე ცნობილი პოემა - „შეპყრობილი“. თიზერში ლესია აღმოჩნდება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში, მაგრამ ის საკუთარ თავში ჰპოულობს ძალას იმისათვის, რომ უბედურება და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ღრმა და ძალზე გულისამაჩუყებელ შემოქმედებად აქციოს. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სწორედ ეს მოვლენები იქცა გარდამტეხ მომენტად მის ცხოვრებაში, რომელმაც მას, როგორც შემოქმედს, ახალი ბიძგი მისცა, რის შემდეგაც მისი პოეზია უფრო მომწიფებული, ღრმა და დრამატული გახდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა მას.

„ფილმში, ისევე როგორც თიზერში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ლესია უკრაინკას არაკლასიკური და უჩვეულო სახე“ - ამბობენ ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო. – „ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალი ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით. ჩვენ აღვადგენთ ნამდვილი ქალი-ენიგმას სახებას, მოვყვებით მისი ბედისწერის ყოველი მისტიური და წინააღმდეგობრივი შემობრუნებების შესახებ“. ფილმის გადაღება იწარმოებს უკრაინასა და საქართველოში.

ლესია უკრაინკას როლი ტიზერში შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ. ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ მოგვითხრო, რომ მას ძალიან უადვილდება დაშასთან მუშაობა:

„დაშა ძალიან არაორდინარული მსახიობია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ის შესანიშნავად გაართმევდა თავს ლესია უკრაინკას როლს“, - აღნიშნა ნანამ. – „სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“

თიზერის გადაღება კიევში მიმდინარეობდა - გოლოსეევსკის პარკში და ერთერთი სცენა სტუდიის დეკორაციებში. თიზერის სცენარი და კონცეფცია შეიმუშავა ნანა ჯანელიძემ. იდეა განხორციელეს პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia-მ.

გადამღები ჯგუფი:

  • პროდიუსერები: იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო
  • რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
  • ოპერატორი: მიშა მარკოვი
  • დამდგმელი მხატვარი: იური ლარიონოვი
  • კოსტიუმების მხატვრები: ანტონინა ბელინსკაია, გალინა სოკოლოვსკაია

 

შეგახსენებთ, რომ ბაიოგრაფიული ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას შესახებ მხარი დაუჭირა უკრაინის კულტურულმა ფონდმა.

იხილეთ თიზერის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=OYiy8XcUsfE

ლესია უკრაინკაზე ბაიოპიკის რეჟისორი ნანა ჯანელიძე გახდება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 14:57

სია უკრაინკაზე ბაიოპის (ბიოგრაფიული ფილმის) რეჟისორი გახდება ქართული კინორეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯანელიძე. ასევე მალე გამოცხადდება მსახიობთა კასტინგი , ხოლო პროექტის გუნდი დაიწყებს თიზერის გადაღებას.

ნანას კინემატოგრაფიულ პორტფოლიოში 5 სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელშიც იგი გამოვიდა რეჟისორის სახით და 6 ნამუშევარი, სადაც ნანა სცენარის ავტორი გახდა. კერძოდ, ფილმი "მონანიება" (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1987), რომელშიც იგი გახდა სცენარის ავტორი, მოიპოვა კანის კინოფესტივალის გრანპრი, ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". ფილმი ლესია უკრაინკას შესახებ  - ნანა ჯანელიძის პირველი კინოლენტი, რომელიც უკრაინაში იქნება გადაღებული.

"ლესია უკრაინა - ეს არ არის მტვრიანი პორტრეტი სკოლის კედელზე, ეს არის  ცოცხალი, ვნებიანი, ეჭვიანი, თავდაუზოგავი ქალი, რომელიც ებრძვის სასიკვდილო დაავადებას. მან ხარბად დახარჯა, "იგრძნო" ბედის ნაჩუქარი სიცოცხლის თითოეული მომენტი,  რათა აესახა საკუთარ შემოქმედებაში დიდი ნიჭის მეტად ძნელი ტვირთი. როგორც კი გავიგე ამ პროექტის არსებობის შესახებ, მაშინვე მომინდა მასზე მუშაობა, რადგან ჩემთვის ეს ძალიან შთამაგონებელი ამბავია ", - ამბობს ნანა ჯანელიძე.

სურათი სამუშაო სათაურით "ლესია უკრაინკა.ტყის პირი (უზლისია)» წარმოადგენს დიდი პოეტი ქალის ადრეული წლებიდან ბოლო დღეებამდე ცხოვრების ისტორიას. ორი რეალობა - ყოველდღიური ცხოვრება და ლესიას შინაგანი სამყარო - მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ასახავს მისი  ბედის ყველა საკვანძო მოსახვევს. ბაიოპიკის სცენარზე მუშაობს ალექსანდრე ლავრენჩუკი.  შემოქმედებითი ჯგუფის მიერ სურათზე მუშაობის პროცესში აქტიურ თანამშრომლობაში ჩართულია ლესია უკრაინკას შემოქმედების და ცხოვრების ექსპერტები. ფილმის კრეატიული პროდიუსერი და იდეის ავტორი არის  იულია სინკევიჩი (JS Films, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი)  , ხოლო თანაპროდიუსერი - მარია მოსკალენკო (FX FILM Georgia).

"ჩვენთვის, ლესია უკრაინკას  ისტორია  ძალიან პირადულია.  ჩვენ გვინდოდა, რომ მისი ეკრანიზაცია აუცილებლად ქალის მიერ ყოფილიყო განხორციელებული. ჩვენ განვიხილავდით რეჟისორებს უკრაინიდან და საქართველოდან - რადგან ლესია უკრაინკას ცხოვრება ამ ორ ქვეყანასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გვჭირდებოდა რეჟოსორი ახალი და მიუკერძოებელი ხედვით - ყველა ეს თვისება შესანიშნავად შეთავსებულია ნანა ჯანელიძეში. სცენარმა იგი შთააგონა პირველივე ხაზებიდან - ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მასზე და მალე დავიწყებთ თიზერის გადაღებას ", - აცხადებენ ფილმის პროდიუსერები იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო.

12 სექტემბერს, კომპანია ჯეი ეს ფილმსა  და უკრაინული კულტურის ფონდს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტის მხარდჭერის შესახებ. ადრე პროექტმა "ლესია უკრაინკა. ტყის პირი (უზლისია)» უკრაინული კულტურის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს შორის 1 ადგილი დაიკავა  "აუდიოვიზუალური ხელოვნების " კატეგორიაში და მე -3 ადგილი ყველა საერთაშორისო პროექტებს შორის.  

შეგახსენებთ, რომ  მანამდე  ბაიოპიკის სცენარი შერჩეულ იქნა ScripTeast-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.   

უკრაინის კულტურული ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც უკრაინის შესაბამისი კანონის საფუძველზე შეიქმნა 2017 წელს ქვეყანაში ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების  ხელშეწყობის, ინდივიდებისა და საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის, მოქალაქეებისთვის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფართო ხელმისაწვდომობის, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობისა და უკრაინული კულტურის მსოფლიო კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფონდის საქმიანობის  მართვას და კოორდინირებას ახორციელებს უკრაინის კულტურის სამინისტროს.

ქართული დოკუმენტური ფილმის გამარჯვება ჰოლივუდში!

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 15:11
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” - პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” - თამარ ბართაიამ ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” - ნანა ჯორჯაძემ ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” - მიხეილ კვირიკაძემ ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” - რევაზ ხეცურიანმა ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ბმული ფილმის ტრეილერზე. https://www.youtube.com/watch?v=-94McgZ1264

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 08:52

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. "სხვისი სახლი" საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში "East of the West" აღიარეს. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა, სადაც ფილმის რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა.
ჩეხეთის ელჩმა საელჩოში შეკრებილ სტუმრებს გულთბილად მიულოცა ფილმის წარმატება და განაცხადა, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გამარჯვება ყველასათვის საამაყოა.
თავის მხრივ ფილმის რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ მადლობა გადაუხადა ელჩს და დასძინა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და ეცდება ახალი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი და უცხოელი მაყურებელი.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ბროლის გლობუსი” აქვს მიღებული ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).
ფესტივალის ოფიციალურ პარალელურ პროგრამაში “მომავლის კადრები” აჩვენეს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის პროექტი “გოგიტას ახალი ცხოვრება” კი Docu Talents from the East 2016-ში იღებდა მონაწილეობას.
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად. ცნობილი კინემატოგრაფისტები, დისტრიბუტორები. ხშირად აღნიშნავენ, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

დოკუმენტური ფილმების სამდღიანი ფესტივალი „ქალი კადრში“ იწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:45

 კინოთეატრ „ამირანში“, 19:30 საათზე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ნოოსფერას“  ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ქალი კადრში“ გაიხსნება. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მისი მიზანი საზოგადოებისთვის ქალ კინემატოგრაფისტთა მიერ ქალთა უფლებებზე შექმნილი ფილმების წარდგენაა.ფილმებში მოთხრობილია შთამბეჭდავი ისტორიები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს. ამასთან, ეს ნამუშევრები კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმ ბარიერებსა და სტარეოტიპებს, რომლებსაც ქალები თანამედროვეობაშიც აწყდებიან.ფესტივალი  დანიელი რეჟისორის, ბერიტ მადსენის ფილმით „სეპიდე“ გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში კი სამი დღის განმავლობაში დანიელი, ქართველი, ებრაელი, პოლონელი და ბელგიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.კინოჩვენებები 5-6 მარტს კინოთეატრს „ამირანის“ მე-3 დარბაზში 18:00 და 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში ტარდება.

"მაკბეტის" პრემიერა 2015 წლის 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში შედგება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 14:00

 "მაკბეტის" ოფიციალური პოსტერი უკვე გამოქვეყნდა. მაყურებელს უკვე საშუალება აქვს, ნახოს, როგორ გამოიყურება მარიონ კოტილარდი შექსპირის ცნობილი პერსონაჟის, ლედი მაკბეტის, როლში. ფილმში სისხლიან ლორდი როლს, რომელიც ტახტს დაიკავებს, მაიკლ ფასბენდერი განასახიერებს.

 "მაკბეტის" პრემიერა 2015 წლის 2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში შედგება.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური