ლიბერთი ბანკის განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 22 ივნისი 2020 18:51

რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი. ამის შესახებ 'ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ,ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და რაც მთავარია, ამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2020 10:01

ლიბერთი ბანკის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

დღეს, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო ლიბერთი ბანკის ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას. რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 13:51

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინhttps://www.libertybank.ge/ka/booking

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74

ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 აპრილი 2019 11:20

თბილისში, კრწანისის რაიონში (გორგასლის ქუჩა 37)  ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირები პირველად ისარგებლებენ  სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები  პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ  მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.

უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი  და  მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები.

,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესიკრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

126 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალ ფილიალი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 15:06

28 მარტს თბილისში, აბულაძის ქ.N34-ში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან ფილიალი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალი ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ სერვისს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია. პაციენტებს მუდმივად ვთავაზობთ ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.

2018 წლის ბოლომდე თბილისის უბნესბასა და რაიონულ ცენტრებში კიდევ 4 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რომლეიბიც ასევე გამოცდილი ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით იქნება აღჭურვილი“- აცხადებენ „ნიუ ჰოსპიატლსში“.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 22:55

„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა. კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მეოთხე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისანი მოლში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ქსელის ფილიალებში საახალწლო აქციები და ფასდაკლებები მოქმედებს.

„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ საახალწლოდ „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.

კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.

„კოსმო+“-მა ახალი ფილიალი გახსნა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 19:43

კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მესამე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი - გლდანში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.

კომპანიის დამფუძნებლის, რევაზ ამირეზაშვილის განმარტებით, „კოსმო+“-ის მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ მომავალ თვეში გაიხსნება „კოსმო+“-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი „ისანი მოლში“, „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში კი ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.

კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.

ლიბერთი ბანკის მომხმარებელს რიგის ნომრის აღება ბანკში მიუსვლელად შეუძლია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 15:36

ლიბერთი ბანკში ახალი სერვისი დაინერგა - დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა და რიგის ნომრის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიზიტის დაჯავშნისას, სასურველი ფილიალის, თარიღისა და დროის არჩევა.
მომხმარებელმა ფილიალში განთავსებულ რიგის აპარატში უნდა აკრიფოს კოდი, რომელსაც ჯავშნის დასრულებისას მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით მიიღებს.
რიგის ნომრის აღება შესაძლებელია როგორც ლიბერთი ბანკის ვებ გვერდიდან, ლინკზე https://libertybank.ge/booking, ისე ლიბერთი ბანკის Facebook -ის ოფიციალური გვერდიდან.
„ლიბერთი ბანკი მუდამ ზრუნავს ალტერნატიული საბანკო არხების განვითარებაზე. ამჯერად, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, წინასწარ დაჯავშნოს ბანკში ვიზიტი და მიიღოს მომსახურება სწრაფად.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის ალტერნატიული საბანკო არხების დეპარტამენტის უფროსმა დავით ნინიძემ.
ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით. ამავდროულად, ლიბერთი ბანკი ავითარებს ალტერნატიულ არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს ბანკში მიუსვლელად შეუძლია გარკვეული მომსახურების მიღება.  ალტერნატიულ არხებს მიეკუთვნება ინტერნეტ- და მობილ ბანკი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ბანკომატები, SmartPAY - ნებისმიერი თაობის მობილურზე ხელმისაწვდომი მომსახურება და სავაჭრო ობიექტებში განთავსებული EASYPAY ტერმინალები.

ლიბერთი ბანკმა ვარკეთილში სერვის ცენტრი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 ივნისი 2015 19:02

ლიბერთი ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. ვარკეთილის III მიკრო რაიონში განახლებული სერვის ცენტრიგაიხსნა.

11 ივნისს, ლიბერთი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში, არმენ მატევოსიანმა, თბილისში ვარკეთილის III მიკრო რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სერვის ცენტრი  გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ახალისერვის ცენტრი6,000-მდემომხმარებელსმოემსახურება.
სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა,კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება,  ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა.

აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად.  

ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გაანახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

ლიბერთი ბანკის განახლებულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ასევე წარმოდგენილია ბანკომატები და თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია თანხის განაღდება, ანგარიშზე თანხის შეტანა, სესხის დაფარვა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. ფილიალების მოდერნიზებასთან ერთად, ლიბერთი ბანკი მოხმმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დისტანციურ მომსახურების არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური