ცხინვალის „ლიახვმა“ მზადება დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 23:56

საფეხბურთო კლუმა, ცხინვალის „ლიახვმა“ პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა განახლებული შემადგენლობით, დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა.

„ლიახვის“ მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას განცხადებით, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:

„კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა, გუნდი  ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ კლუბს კვიპროსიდან დაბრუნებული რეზი ბარაბაძე შემოუერთდა.

ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება, ჩვენ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, რათა სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვცდილობთ, „ლიახვი“ კონკურეტუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავწინაურდეთ,“- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

"დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 13:49

ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა. დინამო ალაშკერთთან სათამაშოდ მოედანზე ორბურთიანი ფორით გავიდა. მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 3 წუთზე ოთარ კიტეიშვილის სახიფათო გარღვევას ჯარიმა მოჰყვა მასპინძელთა კარის მიმართულებით. მისივე დარტყმული საჯარიმო კი არაზუსტი გამოდგა. ორიოდე წუთში უკვე ვახო ჭანტურიშვილმა ითამაშა ლამაზად, ტექნიკური ფინტით ჩამოიცილა მცველი, მაგრამ ზუსტად ვეღარ დაარტყა. მე- 10 წუთზე ალაშკერტის ფეხბურთელებმა შეუტიეს სახიფათოდ, მაგრამ ბოლო წამს რენე სანტოსმა ითამაშა ზუსტად და განმუხტა სიტუაცია. დინამოელებმა უფრო მოუმატეს შეტევებს, რასაც ლაშა პარუნაშვილის და ოთარ კიტეიშვილის სახიფათო დარტყმები მოჰყვა. 21- ე წუთზე კი რესპუბლიკურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლიც იხილა. ლაშა დვალიშვილმა იაქტიურა შეტევის მარცხენა ფლანგზე, შეიჭრა საჯარიმოში და სახიფათოდ ჩააწოდა, მეკარემ ვერ მოახერხა ბურთის ხელებში შენარჩუნება, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა ივარგა და დინამო დააწინაურა. ათ წუთში გიორგი ქვილითაიას მართებდა გატანა, მაგრამ ოდნავ დააგვიანა და მის დარტყმულს მცველი გადაეღობა. პირველი ტაიმი ასევე დასრულდა.

მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევით განახლდა. ხუთ წუთში ჩვენმა გუნდმა კუთხურიდან ბურთი მოაწოდა, გიორგი ქვილითაიამ დასწრებაზე თავით ითამაშა, ბურთი კი სულ მცირედით აცდა კარის დაუცველ კუთხეს. მომდევნო შეტევაში კი გიოზალიანმა ითამაშა სწრაფად და აღადგინა წონასწორობა 1:1. ტაიმის შუაში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე აღარ მისულა. 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმით გაგზავნა კასპაროვის კარისკენ. ალაშკერტი გაშვებული გოლისგან კარის ხარიხამ იხსნა. მატჩის დამატებულ მეორე წუთზე ჯაბა ჯიღაურის სახიფათო დარტყმა არის აღსანიშნავი და შეხვედრაც დასრულდა. დინამომ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა ალაშკერტი და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.ხვალ კი დინამოელთა მეტოქე გაირკვევა- ზაგრების დინამო სკოპიეს ვარდარს უმასპინძლებს.

 ალაშკერტი  1:1  დინამო

გაფრთხილება: იედიგარიანი 54’ ჭელიძე 54’ გრიგორიანი 58’ კვირკველია 70’

გოლი: 0:1 ჯიღაური 21’  1:1 გიოზალიანი 51’

 ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი, მურადიანი, დაშიანი (ღაზარიანი 76), კვეკვესკირი, იედიგარიანი არტაკი, მინასიანი, იედიგარიანი არტური (მელქონიანი 65), გრიგორიანი (ვერანიანი 84), გიოზალიანი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჭანტურიშვილი (კურიე 84), დვალიშვილი, ქვილითაია (ცინცაძე 62)

 მსაჯი: მოჰამედ ალ-ჰაკიმი (შვედეთი)

ერთად გადავარჩინოთ 25 წილის ფეხბურთელი ჩიორა!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 14:55

25 წილის ფეხბურთელს გიორგი თექთურმანიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება.  საფეხბურთო სამყაროში ჩიორას სახელით ცნობილი ფეხბურთელი   7 ივნისს  ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც გორის "დილას"  ნახევარმცველმა თავის ტვინის დაზიანება მიიღო. ჩიორას მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ამ დრომდე რეანიმატოლოგების დაკვირვების ქვეშ რჩება, ფეხბურთელს თავის ტვინის მძიმე ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსის გავლას საზღვარგარეთ საჭიროებს.

ჩიორას დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკში  ანგარიშიზე:

 GE 45 BG 0000000647804800 მიმღები გიორგი თექთურმანიძე

 გიორგი თექთურმანიძე გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" ტამაშობდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ასპარეზობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

თუ ერთხელ მაინც გინახავთ მისი თამაში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა ფებურთელის მხიარული ხასიათი. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ჩიორა მხიარულ ცხოვრებას დავუბრუნოთ, მოიმარჯვეთ ტელეფონები და გიორგის დასახმარებლად ბილაინის აბონენტებმა დარეკეთ ნომერზე:

0 901 701 126

მაგთის აბონენტებმა დარეკეთ

0 901 901 935

მესის სასამართლომ 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:18

ცნობილი გახდა ბარსელონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო მაქინაციების განხორციელებისთვის  ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ბარსელონას სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი.

უცხოური მედიის ცნობით, მესის ჯარიმის სახით,   1.700 000 ევროს გადახდა მოუწევს. არგენტინელი ფეხბურთელის მამა კი 1.270 000 ევროთი დაჯარიმდა.   

მესის ბარსელონის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

„ჩიხურა" უეფას ევროპალიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 09:48

 საჩხერის „ჩიხურა" უეფას ევროპალიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. გუშინ, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული საპასუხო მატჩი მოლდოვის „ზიმბრუმ" 3:2 მოიგო და სტუმრად გატანილი გოლებით მეორე ეტაპზე გავიდა. ერთი კვირის წინ „ჩიხურამ" მოლდოვაში 1:0 გაიმარჯვა.
ხვალ, 7 ივლისს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს: გორის „დილა" სომხეთის „შირაქს" ესტუმრება, „სამტრედია" კი აზერბაიჯანის „გაბალას" დაუხვდება. პირველ შეხვედრაში „დილამ" 1:0 გაიმარჯვა, „სამტრედია" კი 1:5 დამარცხდა.

ივლისი, 2016. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიზესტაფონი, დავით აბაშიძე. 300
ჩიხურა
 (საჩხერე) 2:3 ზიმბრუ (კიშინიოვი, მოლდოვა)
გოლები
: 1:0 გიორგი ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45), 2:1 ლევან კაკუბავა (55), 2:2 იონ იარდანი (61), 2:3 ემერსონი (90)
ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, საბა ლობჟანიძე (ბესიკ დეკანოიძე 78), გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი (თორნიკე მუმლაძე 90), ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 71), ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია (კაპ), გიორგი რეხვიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზიმბრუ: დენის რუსუ, დან სპატარუ, ამანსიო ფორტესი (შტეფან ბურგიუ 88), ერიკი (ვიაჩესლავ ზაგაევჩი 80), ლუანი, ალექს ბრუნო, ილიე დამაშკანი, ემერსონი, იონ იარდანი (კაპ), იზალდო, მოჰამედ კულიბალი (დიეგო ლიმა 39)
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი (რუმინეთი)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          
გაფრთხილება: ალექს ბრუნო, ლევან კაკუბავა, ემერსონი, ლუანი, ირაკლი ლექვთაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, დანიელ იალო, დენის დობროვოლსკი
მსაჯები: სურენ ბალიანი; მესროპ ღაზარიანი, ვანიკ სიმონიანი (სომხეთი)

რასაც არავინ ელოდა, - გაბალა 5:1 სამტრედია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 12:34

სამტრედიამ გამანადგურებელი მარცხით დაიწყო ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა. იმერლები ბაქოში „გაბალას" დაუპირისპირდნენ და 1:5 დამარცხნენ.

სამტრედიის გულშემატკივარი მატჩს იმედიანად შეჰყურებდა. მოგების მოლოდინიც ბუნებრივი იყო, რადგან ევროპულ შეკრებაზე მყოფმა გია ცეცაძის გუნდმა  ალბანური და რუმინული გუნდები ადვილად დაამარცხა.

ასეთ წაგებას სამტრედიისგან არავინ არ ელოდა.  "გაბალამ" სამტრედია დაჯაბნა. პირველი გოლი მე-16 წუთზე გაიტანეს, 3 წუთში სხვაობა ორამდე გაზარდეს, პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მეორე ნახევარი იმერლებმა აქტიურად დაიწყეს, შერგელაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და პრესტიჟის გოლი გაიტანა 3:1. გოლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომელიც მასპინძლებმა ზუსტად 10 წუთში ჩაკლეს, 69-ე წუთზე  სამტრედიის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მეოთხე გოლის შემდეგ 3 წუთში სამტრედიელთა კარი  მეხუთედ აიღეს, 5:1.

სამტრედიელები გაბალასთან საპასუხო შეხვედრას 7 ივლისს ზესტაფონში გმართავენ. 

როგორ უნდა შეაჩეროს გაბალა სამტრედიამ? არსებული სხვაობის აღმოფხვრა ალბათ, წარმოუდგენელია, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამტრედიაში ახალგაზრადა, პერსპექტიული ფეხბურთელები თმაშობენ, მათ გამხნევაბა და  გულშემატკივრის თანადგომა სჭირდებათ. 

"ჩიხურამ" გამარჯვებით დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 12:29

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა საჩხერის "ჩიხურამ" გამარჯვებით დაიწყო. 30 ივნისს იმერლები კიშინიოვში "ზიმბრუს" შეხვდნენ და მასპინძლები 1:0 დაამარცხეს. ჩიხურამ სტუმრად მოპოვებული გამრჯვებით  II საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

36-ე წუთზე მსაჯმა  "ზიმბრუს" ნახევარმცველი მოედნიდან გააძევა. მეტოქე არბიტრის მოტყუებას ცდილობდა.  "ჩიხურას" ფეხბურთელმა ბურთი მეკარეს დაუგორა. მოლდაველმა  გოლკიპერთან უხეშად ითამაშა, საჩხერელთა მეკარისკენ გაშლილი ფეხით წავიდა, შემდეგ კი სიმულაციას მიმართა და მოედანზე წაიქცა. მსაჯი სიტუაციაში ადვილად გაერკვა და "ზიმბრუს" ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

იმერლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს. მე-40 წუთზე ტატანაშვილმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში საჩხერლებიც კაცნაკლულნი დარჩნენ. 61-ე წუთზე განუგრავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

"ჩიხურა"-"ზიმბრუს" საპასუხო მატჩი  5 ივლისს ზესტაფონში გაიმართება.

"დილამ" სომხურ "შირაქს" მოუგო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 11:30

ევროპალიგის საკვალიფიკაცია ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის "დილამ" სომხურ შირაქს თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1: 0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი მოდებაძემ 36-ე წუთზე გაიტანა.

გორელები შეხვედრის ბოლო წუთებზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე  თამაზ კიკაბიძემ ტრავმა მიიღო, მწვრთნელს  სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, თუმცა "შირაქმა"ანრაგიშის შეცვლა ვერ მოახერხა და საბოლოო გამარჯვება "დილას" დარჩა.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გორელები "შირაქს" 7 ივლისს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში დაუპირისპირდებიან.

ატირებული ლიონელ მესი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 15:45

"მე დავასრულე ნაკრებში თამაში. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ არგენტინასთან ერთად 4 ფინალი წვაგე,"- აღნიშნული განცხადება არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან წაგებული მატჩის შემდეგ გააკთა.

კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, მესიმ კი საკუთარი დარტყმა ვერ გამოიყენა

არგენტინელმა ნაკრებთან ერთად   2014 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და  "კოპა ამერიკის" 2007, 2015 და 2016 წლების ფინალები წააგო. 

ფეხბურთი ღია და დაცული საზღვრებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 15:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საზღვრის ერთიანი მართვის თასის 2016 წლის ფინალური გათამაშება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ასევე სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები. საზღვრის ერთიანი თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 4 გუნდი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, შსს აკადემია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები შემოსავლების სამსახურისა და საზღვრის დაცვის პოლიციის გუნდებმა გაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

აღნიშნული ფეხბურთის ჩემპიონატი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა. მისი მიზანი იყო საქართველოში საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა და ამ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური