საქართველოს საფეხბურთმა ნკრებმა ლატვია გაანადგურა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:57

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წელს პირველი შეხვედრა მოიგო: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვია ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 გაანადგურა!

ვაისის ნაკრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მე-18 წუთზე ჯანო ანანიძემ გიორგი ქვილითაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია, 33-ე წუთზე კი თავად ქვილითაიამ გაიტანა: ეფექტურად, კუთხურის შემდეგ გადაგზავნა ბურთი ლატვიელთა კარში.

მეორე ტაიმში საქართველომ 3 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ქვილითაიამ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე ჯანო ანანიძემაც დუბლი მიითვალა - საჯარიმოს გარედან უძლიერესი გასროლით შეაგდო გოლი, 89-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ სტანდარტული შეასრულა უნაკლოდ - 5:0.

ეს იყო მეტოქეთა მერვე დაპირისპირება. საქართველომ და ლატვიამ 3-3 მატჩი მოიგეს, 2-ჯერ კი ფრედ ითამაშეს. გუშინდელი გამარჯვების წყალობით, „ჯვაროსნებს" ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ - 14:10. საგულისხმოა, რომ საქართველომ სამივე შემთხვევაში ამხანაგურ დაპირისპირებაში იმარჯვა, ოფიციალურ მატჩებში კი ლატვიელებმა ორჯერ მოიგეს, ორჯერაც ფრედ ითამაშეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად სძლია მეტოქეს დიდი ანგარიშით და პირველად 1998 წლის და ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ.

და ბოლოს: ეს პირველი „ჯვაროსნების" პირველი მოგება დიდი ანგარიშით 2015 წლის 8 ოქტომბერის შემდეგ. იმ დღეს საქართველომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირში გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 სძლია.

28 მარტი, 2017ამხანაგურითბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 14000
5:0 ლატვია
გოლებ: 1:0 ჯანო ანანიძე (18, პენ), 2:0 გიორგი ქვილითაია (33), 3:0 გიორგი ქვილითაია (66), 4:0 ჯანო ანანიძე (77), 5:0 გიორგი არაბიძე (89)
საქართველო: გიორგი მაკარიძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია (კაპ), გიორგი ნავალოვსკი (ჯიმი ტაბიძე 78), ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია (ოთარ კიტეიშვილი 36), ჯანო ანანიძე (ვაკო ყაზაიშვილი 83), ჯაბა ჯიღაური (გიორგი არაბიძე 63), ლადო დვალიშვილი (სანდრო კობახიძე 63), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა 78)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
ლატვია: ანდრის ვანინსი (პაველს შტეინბორსი 46), ვიტალის მაქსიმენკო, ვიტალის იაგოდინსკისი (მარცის ოშსი 46), კასპარს გორკშსი (კაპ), ალექსანდრს სოლოვიოვსი, ოლეგს ლაიზანსი (არტის ლაზდინში 81), იანის იკაუნიეკსი, გლებს კლუშკინსი (ივანს ლუკიანოვსი 65), ალექსეი ვიშნაკოვსი (დენის რაკელსი 46), დავის იკაუნიეკსი, გირტს კარლსონსი (ვალერის შაბალა 46)
მწვრთნელი: მარიან პაჰარსი
გაფრთხილება: ლადო დვალიშვილი, გლებს კლუშკინსი, დავის იკაუნიეკსი, ვიტალის მაქსიმენკო, დავით ხოჭოლავა, იანის იკაუნიეკსი, გურამ კაშია
მსაჯები: სურენ ბალიანი; მესროპ ღაზარიანი, ატომ სევგულიანი (სომხეთი)

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, - ვლადიმირ ვაისი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 28 მარტი 2017 11:11

"ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ზეგ ან ერთი წლის შემდეგ გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან თანაბრად შევძლოთ ბრძოლა. ჩვენ ვმუშაობთ, ჯერჯერობით რეზულტატი არ გვაქვს, ჯგუფში ქულებს ვერ ვიღებთ, თუმცა სადღაც ვუახლოვდებით კარგ შედეგს," - აღნიშნული განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  ვლადიმირ ვაისმა გააკეთა. 

ჯვაროსნების თავკაცმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩამდე უპასუხა.

"ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდა თაობასთან, რომლებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე პირველ რიგში კლუბებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაკრებში გამოიყენონ.  პასუხისმგებლობა მე მეკისრება იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ. ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მწვრთნელის ცხოვრება ყოველთვის ასეთია, ჩემოდნით ხარ და უცდი, კარგი შედეგი იქნება, მწვრთნელი რჩება, ცუდის შემთხვევაში კი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- ფეხბურთელების თამაშზე, ჩემს მუშაობაზე, ფედერაციაზე, გულშემატკივრებზე... 

შევხედავთ, რა მოხდება მომავალში, ხვალ კი მოგებას ვეცდებით. ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია იმიტომ, რომ წილისყრის დროს ბოლო კალათაში ვიყავით," - განაცხადა ვაისმა.
საქართველო- ლატვიის მატჩი დღეს დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, - ვლადიმირ ვაისი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 მარტი 2017 10:49

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ  ოფიციალურ მატჩს გამართავს.  ჯვაროსნები 2018 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, სერბეთს უმასპინძლებენ.  შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე tkt.ge - ზე და დინამო  არენას სალაროებშია შესაძლებელი. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წლის პირველი ოფიციალური მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 

ვლადიმირ ვაისმა 24 მარტს გასამართი საქართველო-სერბეთის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:  

„ჩვენ გვსურს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ქულების დაგროვება. ამჟამად ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვაქვს, თუმცა, თამაშებიდან გამომდინარე, ალბათ მეტს ვიმსახურებდით. ასეთია ფეხბურთი და საბოლოოდ, სწორედ დაგროვილ ქულათა რაოდენობაა გადამწყვეტი. ხვალ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების შედეგად წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება ოქრიაშვილის, მჭედლიძისა და დაუშვილის სახით. ნაკრებში კარგი განწყობაა. ჩვენ ვარჯიშებზე ორი სქემა და სხვადასხვა შემადგენლობა გამოვცადეთ,“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 11:08
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძე გუნდს მოგვიანებით შეურთდნენ და საწვრთნელ პროცესში 21 მარტიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ორი დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება. 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა) თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი) მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში tkt.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში იყიდება.

გია გეგუჩაძემ შემადგენლობა დაასახელა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 მარტი 2017 17:37
22 და 25 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ისლანდიასთან. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უკვე შეარჩია ის 24 ფეხბურთელი, რომლებიც ისლანდიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან. მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი); მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი); ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა); თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ოლიანენსე, პორტუგალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 12:26
6 მარტს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვას ქალთა ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 16:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ მოახლოვებული ამხანაგური მატჩისთვის 21 ფეხბურთელს უხმო. საქართველოს ნაკრები შეკრებას 28 თებერვლიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ჰერეთი“, ლაგოდეხი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“) მცველები: თამარ ტატუაშვილი („სამსუნსპორი“, თურქეთი), ნათია სხირტლაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ანა ზაქაიძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), დარინა ანთაძე („აჭარა“), თინათინ თევდორაძე („35-ე სკოლა“, თბილისი) ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ჰერეთი“, ლაგოდეხი), მარიამ დანელია („35-ე სკოლა“, თბილისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („35-ე სკოლა“, თბილისი), ირინა ხაბურზანია („მართვე“, ქუთაისი), მარიამ ბასილაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი) თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

საქართველოს სუპერთასი მარტვილში გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 10:21

საქართველოს ახალი საფეხბურთო სეზონი 26 თებერვალს სუპერთასით მარტვილში გაიხსნება.

ქვეყნის ჩემპიონი „სამტრედია“ თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. 

თბილისის "დინამო" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 10:32

 

საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ამ დროისთვის მთავარი  მწვრთნელის გარეშეა. როგორც კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, "დინამოს" უკვე ყოფილმა  მთავარმა მწვრთნელმა  ვიაჩესლავ გროზნიმ  კლუბი ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა:

"ოჯახური პირობების გამო, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა- ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს დინამოში მუშაობას,"- აღნიშნული "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მან კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

19-წლამდე ნაკრები რუსეთთან ისპარინგებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 18:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი სპარინგ-პარტნიორი გამოძებნა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფი 19-წლამდე ნაკრებისთვის.

25 და 27 მარტს ჩვენი გუნდი რუსეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური შეხვედრა თბილისში გაიმართება.

21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 11:08

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის და ფარერის კუნძულების ნაკრები გუნდები იქნებიან. კონტინენტის პირველობას 2019 წლის ზაფხულში იტალია და სან მარინო უმასპინძლებს.

გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეებიდან ორი, დანია და პოლონეთი წელს, პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან. ევრო 2019-ის შესარჩევი ტურნირი 20 მარტს დაიწყება და გაისად, 16 ოქტომბერს დასრულდება, ფლეი-ოფის შეხვედრები კი 2018 წლის 12-20 ნოემბერს გაიმართება.

ევრო 2019-ის საგზურს ყველა, ცხრა შესარჩევი ჯგუფის პირველადგილოსნები დაეუფლებიან. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იტალია პირდაპირაა დაშვებული ფინალურ ეტაპზე, მეორე თანამასპინძელი სან მარინო კი საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს. კიდევ ორ ფინალისტს ფლეი ოფში ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსნის შეხვედრები გამოავლენს.

ევრო 2019-ის შესარჩევში რეკორდულად ბევრი, 54 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის კოსოვო და გიბრალტარი - პირველად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური