გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:05

26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი  საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებს. მათში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო კულტურის ცნობილი მოღვაწეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები 21 ქვეყნიდან და ქართული თეატრის წარმომადგენლები. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სსრკ სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, სსრკ სახალხო არტისტი ვასილი ლანოვოი, რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა. საიუბილეო ღონისძიებები ოთხ დღეს გასტანს.
26 ოქტომბერს სპექტაკლით „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნება აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე.
27 და 28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“. მრგვალი მაგიდების მსვლელობისას განიხილება თეატრალური პროცესის სხვადასხვა საკითხი - განათლება და ახალგაზრდა მსახიობების დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო საქმიანობა, მას-მედიის როლი და სხვა.
მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გიორგი ტოვსტონოგოვი - ვიხსენებთ მაესტროს“ მიეძღვნება სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის  გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს. ასევე გაიმართება რეჟისორის სახლზე, ტოვსტონოგოვის ქუჩის #9-ში მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა.
იმავე საღამოს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ (ლ.ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ა.ვარსიმაშვილი. XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი).
27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას მიეძღვნა. ეს იქნება პირველი ღია თეატრალური მუზეუმი საქართველოში, რომლის დათვალიერებას შეძლებს ყველა, ვინც გრიბოედოვის თეატრს ეწვევა. მუზეუმის ექსპოზიციას შეადგენს რამდენიმე ათასი ერთეული - აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტუმები, უნიკალური ფოტომასალა და ა.შ.
ასევე გაიმართება სხვადასხვა საიუბილეო წიგნის პრეზენატაცია: გრიბოედოვის თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი, სადღესასწაულო "უვადო" კალენდარი, წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“, მიძღვნილი გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვების, პაველ ლუსპეკაევის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს და ლეონიდ ვარპახოვსკისადმი.
28 ოქტომბერს დიდ დარბაზში გაიმართება საზეიმო საიუბილეი საღამო, მიძღვნილი თეატრის 170-წლისთავისადმი.
დიდ ფოიეში გაიხსნება სსრკ სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები.
საიუბილეო დღეებს 29 ოქტომბერს დაასრულებს დიდი პრემიერა - ნ. გოგოლის „რევიზორი“ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით.
პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი". გენერალური სპონსორი - ვი თი ბი ბანკი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.   
ისტორიული ცნობა:
გრიბოედოვის თეატრი არის პირველი პროფესიული თეატრი კავკასიაში. ის 1845 წელს დაარსდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მის სცენაზე მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მსახიობები - ა.სუბათაშვილი-იუჟინი, ვ.კომისარჟევსკაია, ა.იაბლოჩკინა, სპექტაკლებს დგამდნენ ვ.მეიერჰოლდი, კ.მარჯანიშვილი და ა.შ. თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს გ.ტოვსტონოგოვმა, რ.სტურუამ, პ.ფომენკომ, ა.გომიაშვილმა, მ.თუმანიშვილმა, ვ.ანჯაპარიძემ, გ.ლორთქიფანიძემ.
1999 წელს თეატრს სათათავეში ჩაუდგა ავთანდილ ვარსიმაშვილი.  დღესდღეობით თეატრის რეპერტუარში 28 სპექტაკლია, ეს არის როგორც მსოფლიო დრამატურგიის კლასიკა, ასევე მრავალფეროვანი დადგმები ბავშვებისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრი მართავს „რუსული კლასიკის სეზონებს“.
2012 წელს გრიბოედოვის თეატრი გახდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოს ჯილდოს - ”ტოლერანტობის ქომაგის” პრემიის ლაურეატი. 2013 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე ”ოქროს რაინდი” გრან-პრი მიიღო სპექტაკლისთვის ”ხოლსტომერტი. ცხენის ამბავი”. იმავე წელს თეატრმა მოიპოვა საზღვარგარეთის საუკეთესო რუსული თეატრის წოდება და პრემია ”თეატრალის ვარსკვლავის” ლაურეატი გახდა.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგებში გრიბოედოვის თეატრი საუკეთესო თეატრების ხუთეულში შედის.

2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით "გაბედე"

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:57

2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით "გაბედე". კვარტეტის წევრები არიან: ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი.

ბავშვებთან ერთად, კომპოზიციაზე გიგაკუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი პოეტ ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, სიმღერის არანჟირება კი ბორიკო შხიანს.

ვიდეო რგოლის რეჟისორები გიგა კუხიანიძე და რამაზ გუნავა არიან. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა.

წელს საბავშვო ევროვიზიას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს, კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება.

მუსიკალური რგოლის სანახავად მიჰყევით ბმულს:  https://www.youtube.com/watch?v=HZZXIcDU6nA

„პროფესიული განათლების ფესტივალი”

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 16:08

„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” კონფერენციას დაესწრო.

ღონისძიება 6 და 7 ოქტომბერს ესტონეთის ფონდ „INNOVE“-ს ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ტარდება და მასში ესტონეთის 30 კაციანი დელეგაცია, საქართველოსა და ესტონეთის 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ.

ორ ქვეყანას შორის ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში, კონფერენციაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„პროფესიული განათლების ფესტივალზე“ მოეწყო ქართულ-ესტონური საგამოფენო სივრცე, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ასევე საქართველოსა და ესტონეთის შორის პროფესიული განათლების ათწლიანი თანამშრომლობის ამსახველი ვიდეო მასალა.

პროფესიული განათლების კუთხით, საქართველოსა და ესტონეთს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

თბილისში ფესტივალი „პატარა მის სამყარო 2015“ ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 01 ივნისი 2015 13:48

პროდუსერული კომპანია „უნივერსალ პროდაკშენი“  1999 წლიდან ატარებს სხვადსხვა სახის საერთაშორისო თუ ეროვნული მასშტაბის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

 კომპანიის მიზანია, აღმოაჩინოს და შემდგომში რეკლამა გაუკეთოს სილამაზითა და ნიჭით გამორჩეულ ბავშვებს მსოფლიოს მასშტაბით.

„უნივერსალ პროდაკშენის“  ძირითადი პროფილი - საბავშვო კონკურსები და ფესტივალები, საბავშვო მოდა,  საბავშვო ტანსაცმლის და აქსესუარების ჩვენებებია.

 2015 წლის 1-6 ივნისს თბილისში,“მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში“ „ უნივერსალ პროდაკშენი“ ატარებს კულტურის, სტილისა და ხელოვნების  რიგით მე-10 საიუბილეო  საბავშვო  საერთაშორისო, კულტურისა და ხელოვნების  ფესტივალს „პატარა მის სამყარო 2015“ 

წელს ფესტივალში  მონაწილეობენ  მსოფლიოს 18 ქვეყნიდან  ჩამოსული 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თათარსტანი, ყაზახეთი, საბერძნეთი, სომხეთი, მალაიზია, სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ნიგერია, ინდოეთი, უნგრეთი - აი იმ ქვეყნების  ჩამონათვალი, საიდანაც ველით ფესტივალის მონაწილეებს თავიანთ მშობლებთან და საერთაშორისო ჟიურის წევრებთან ერთად!

 ფესტივალის ჟიური საერთაშორისოა და  დაკომპლექტებულია ექსპერტებით სილამაზის კონკურსებისა და ფესტივალების დარგში, ნაციონალური დირექტორებით, დიზაინერებით, ფოტოგრაფებით და სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულებით.

ფესტივალის პროგრამის პირველ დღეს გაიმართება ფესტივალის საზეიმო გახსნა, სადაც ორგანიზატორები, სტუმრები და დელეგატები გაეცნობიან ერთმანეთს და წარმოთქვამენ მისასალმებელ სიტყვებს, ამას მოყვება სუვენირების გაცვლის ცერემონიალი.

მეორე დღე ეთმობა  „სამეფო კარის კოსტუმების გამოფენას“, რომლის დროსაც აბსოლუტურად ყველა სტუმარი, მონაწილე, ჟიურის წევრი, მშობელი თუ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ჩაცმული იქნება თავიანთი ქვეყნის სამეფო კოსტუმებში.

ამავე დროს ორგანიზებული იქნება  ექსპოზიცია. თითოეული ქვეყნის დელაგაცისათვის გამოყოფილი იქნება ინდივიდუალური სტენდი და მაგიდა, რომელსაც გააფორმებენ თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოტანილი სამეფო ატრიბუტიკით, აქსესუარებით აგრეთვე სუფრებით, სურათებით, რუქებით, დროშებით, მუსიკით, ნუგბარით სასმელებით.

„სამეფო კარის კოსტუმების გამოფენა“  ფესტივალის ერთერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც ფესტივალის სტუმრებს ეძლევათ შანსი რეალური წარმოდგენა შეექმნათ სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის და ამა თუ იმ ქვეყნის სამეფო დინასტიების ვიზუალური მხარის თუ მათი თავისებურების შესახებ და ეზიარონ მათ ტრადიციებს და კულტურას.

მესამე  და მეოთხე დღეს  მოეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, აგრეთვე კოსტუმირებულ ფოტსესიები, ვიდეოსესიები და ინდივიდუალური ტალანტების დათვალიერება.

მეხუთე  დღეს ჩატარდება გალა ივენთი და  შედგება რიგით მე-10 „ოქროს გვირგვინით“ დაჯილდოვების ცერემონიალი.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური