"ფესტივალზე დასაქმებულმა მომწერა, ნარკოტიკების "ცუდი პარტიაა" შემოტანილიო"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 აგვისტო 2017 12:29

არ ვწერ გვარებს, რადგან არაა მართებული, თუმცა გვარებიც მითხრეს.

არ მინდა რუსთავი2-ის საინფორმაციოს დაემსგავსოს ჩემი გვერდი, მაგრამ გუშინდელი Gem-ფესტის პოსტის მერე რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მომწერა, რომ ეგ გოგო, რომელიც გარდაიცვალა, ქართველი ოყო და ამიტომაც გახმაურდა, თორემ ირანელებს და ერაყელებს ყოველდღე მიასვენებენ და ისე ჩქმალავენ, ვერავინ იგებსო.

ასევე, ფესტივალზე დასაქმებულმა პერსონალმა მომწერა, ნარკოტიკების "ცუდი პარტიაა" შემოტანილი ფესტივალზე და ამიტომაა ქათმებივით რომ ხოცავს ხალხსო. გააფრთხილე თუ ვინმე შენიანია ჩამოსული, არაფერს მიეკაროს, არც დასალევს, არც შესასუნთქსო.

მომწერეს ცნობილ ბარიგებზეც, რომ დაკავებულები არიან და მათი დაკითხვა მიმდინარეობსო, რომლებიც საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილები არიან და პატიმრობაშიც იყვნენ დიდი ოდენობით ნარკ. საშუალებების გასაღებისთვის.

და ა.შ.

ახლა ვხვდები, ჩემი ნაცნობების გარკვეული კატეგორია რატომაც ჩამოვიდა დაქლიავებული, ნახევრად გარეკილი.

მოიკითხეთ თქვენი ახლობლები, ვინც ანაკლიაშია, მიაქციეთ ყურადღება, მგონი არ იქნება ურიგო.

ამ "ფესტივალის" ორგანიზატორს კი იმედია ვინმე მიხედავს ოდესმე ისე, როგორც იმსახურებს.

წყარო: mediamall.ge

 

კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:32

საქართველოში „მეექვსმილიონე ტურისტის" შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კანის ფესტივალზე მიღწეული წარმატება ხელს შეუწყობს საქართველოს  ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.

„2016 წელს ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 6 400 000-ს მიაღწია. მეექვსმილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა კომპანია Windfor's-მა. პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. მინდა, კომპანია Windfor's-ს და მთელს საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო  მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.  ვიდეორგოლს აქვს  ბევრი ნახვა და დარწმუნებული ვარ, კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს მას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის," - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში SOU Festival 2017 ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:30

15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით Check In Georgia ფარგლებში თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დეტალები SOU Festival 2017 ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს Rooms Hotel Tbilisi გააცნეს. პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი მაია გიორგაძე. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაია გიორგაძემ აღნიშნა -„პროექტი “Check in Georgia” უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ამ პროექტის ქოლგის ქვეშ შედის SOU ფესტივალი, რომელიც არის თავისი მასშტაბურობით პირველი ამიერკავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსმენელს შორის. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში“.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია / Georgian National Tourism Administration, თბილისის მერია /Tbilisi City Hall, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში /Deutsche Botschaft Tiflis, გოეთეს ინსტიტუტი / Goethe Institut, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო /Embassy of Kingdom of Netherlands, აშშ-ის საელჩო საქართველო / U.S. Embassy in Georgia, Turkish Airlines, Expo Georgia;

წლევანდელი პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს. ფესტივალი მოიცავს თბილისსა და რუსთავში თეატრალურ და სამუსიკო, ასევე საგამოფენო სივრცეებს. წლევანდელი სეზონის სახელია – „სხვა ზღვა“.

 

ფესტივალი 15 მაისს გახსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. 5 ივლისს SOU 2017 ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.

Check In Georgia საქართველოში წელს მეორედ ტარდება. პროექტი ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, პროექტი წამახალისებელი ფაქტორი იქნება საქართველოში საქმიანი და კულტურული ტურიზმის ზრდისა და განვითარებასთვის.

 

 

 

წინანდლის ფესტივალი ფუძნდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 17:30

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი" ფუძნდება, - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება. პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე - რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი და „ვერბიეს" ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის" იდეის თანაავტორებიც არიან. მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს. „წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას", - განაცხადა „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა. მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე - ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით - მიიჩნევს ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი. „წინანდლის ფესტივალი" 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.

"მინი ფეხბურთის" ფესტივალი თბილისში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:34

2-4 დეკემბერს, თბილისში "მინი ფეხბურთის ფესტივალი" ჩატარდება, რომელშიც რვა საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფეხბურთში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდულ მოძრაობას „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“. ასევე დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ამჟამად, პროექტში 300-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ აქვთ საშუალება აქტიურად დაკავდნენ ფეხბურთით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით,“- განაცხადა სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ახვლედიანმა. 

ფესტივალის ფინალი 4 დეკემბერს, საბურთალოს საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩატარდება. 

საქართველოში რიგით მე-2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 23:05

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში მრავალი სახალისო და სამეცნიერო ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სახალისო ექსპერიმენტებში, იმოგზაურონ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში, დაეწრონ სახალისო სამეცნიერო შოუს ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით, დაესწრონ გამოფენებს, პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს.
ფესტივალი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და მკვლევარ-მეცნიერებისთვის. ფესტივალი 17-23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო პავილიონის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. 24 ოქტომბერს კი ფესტივალი ვაკის პარკში გადაინაცვლებს, სადაც დამთვალიერებლებს სამეცნიერო პიკნიკი დახვდებათ. 25-ში ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დაიხურება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: www.facebook.com/scienceandinnovationfestival

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:30

2016 წლის 17-25 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება… ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყანის მეცნიერების დღე, მოეწყობა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) გამოფენა და სხვა ღონისძიებები.

ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში ისე, საზღვარგარეთ. ფესტივალის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობის, მხარდაჭერისა და დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბიზნეს სექტორისა და იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ვინც სამეცნიერო/ინოვაციური მიმართულებით წარმატებულია. ამ კომპანიებს გარდა მატერიალური მხარდაჭერისა, თავადაც ექნებათ შესაძლებლობა ფესტივალზე წარმოადგინონ თავიანთი მიღწევები.

მინისტრი დარწმუნებულია ფესტივალს ბიზნეს სექტორიდანაც ძალზე მასშტაბური მხარდაჭერა ექნება და მიღებული დამატებითი რესურსები მეცნიერების პოპულარიზაციას მოხმარდება.

თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 16:26

თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი  დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

“წლევანდელი ფესტივალის პროგრამა წინა წლებისგან გამორჩეულია და განსაკუთრებულია, როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე იმით, რომ წელს ღია ცის ქვეშ ჩატარდება ღონისძიებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი, ვიზიტორი, ვინც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვა, შეძლებს, რომ ერთის მხრივ, თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება და მეორეს მხრივ, დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახელი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი წელს მერვედ იმართება, ღონისძიებათა ციკლი 24 სექტემბერს დაიწყება და  8 ოქტომბრამდე გასტანს.  ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, როგორც ჩვენთან, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებში.

 ფესტივალი მაყურებლის წინაშე წელსაც ტრადიციული და ამავდროულად განახლებული პროგრამებით წარსდგება:

  • საერთაშორისო პროგრამა  24 სექტემბერი - 6 ოქტომბერი
  • პროგრამა  New 27  სექტემბერი – 1, 3 ოქტომბერი
  • ქართული სპექტაკლების პროგრამა  4 – 8 ოქტომბერი

გარდა ამისა,  გაიმართება გამოფენები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები.  

 

ზრდასრულთა განათლების ფესტივალი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 15:36

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV Iternational) ორგანიზებით  თბილისში გამართულ ზრდასრულთა განათლების ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა. 

სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართული ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ის ოფიციალურად კონფერენციით თემაზე:  „ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“ გაიხსნა.

საკრებულოს წევრმა კონფერენციაზე თბილისსა და რეგიონებში დამატებითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სკოლამდელ განათლებასა და სწორი აღზრდის მეთოდებსა და პრიციპებზე გაამახვილა.

კონფერენციაზე, რომელშიც  მონაწილეობა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროვაიდერებმა მიიღეს, სიტყვით თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, DVV International საქართველოს ოფიციალური დირექტორი ლალი სანთელაძე და სხვა მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.

ზრდასრულთა განათლების ფესტივალი საქართველოში 2002 წლიდან სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით როგორც თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და ის სწავლის იდეის პოპულარიზაციას და ზოგიერთი სამაგალითო პროექტის წარმოჩინებას ემსახურება.

 

თბილისი მოლში საქორწილო ფესტივალი დაიყწო!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 17:28

პირველად საქართველოში, 17-დან 19 ივნისამდე თბილისი მოლში საქორწილო ფესტივალი იმართება.

ფესტივალის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ საკუთარი ქორწილი, შეარჩიონ საქორწილო პროდუქტები და სერვისები ერთ სივრცეში.
ფესტივალზე 30-მდე კომპანია არის წარმოდგენილი.
სერვისებსა და პროდუქტებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე, თბილისი მოლში გასართობი ღონისძიებები მოეწყობა და მონაწილე კომპანიები პრიზებს გაათამაშებენ.

ნებისმიერმა სტუმარმა, შესაძლოა  მოულოდნელად სასურველი საჩუქარი  მიიღოს.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური