ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ - ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 13:59

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი: ერდოღანის გადატრიალება″. გიულენმა ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა თუ როგორი იყო მისი პირველი რეაქცია, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი გადატრიალების მცდელობის შესახებ და ერდოღანმა და ხელისუფლებამ აღნიშნულში გადატრიალების მცდელობაში მან და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.

გიულენის თქმით, მის ინიციატივას საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ნაბიჯები მოჰყოლია.

″მე კვლავ ვითხოვ კომისიის შექმნას. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო  კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა  მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. როგორც გავიგე, გენშტაბის მეთაური, ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა გადატრიალების მოსაწყობად და ამ მიზნის მისაღწევად სერიოზულად ემზადებოდა″, - განაცხადა გიულენმა.

თურქეთში დღემდე განხორციელებული სამი სახელმწიფო გადატრიალების მოწმე გავხდი. ბოლო წლებში მომხდარი სკანდალები და გამოძიებები თითქოს წინ უძღვოდა 15 ივლისის მოვლენას. ეს უკანასკნელი კი არ ჰგავდა მანამდე განხორციელებულ არცერთ გადატრიალებას და იმის გაგება, რომ ეს დადგმული სცენარი გახლდათ, პატარა ბავშვსაც კი შეუძლია. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ამ დადგმის შესახებ. საქმის მხოლოდ ამ ასპექტზე შეიძლება ცალკე გამოძიების ჩატარება. დეტალებში შესვლამ შეიძლება საათები წაგვართვას, მაგრამ ყოველივე მომხდარში დასაეჭვებლად მხოლოდ შემდეგი ფაქტებიც კი საკმარისია, რომ როდესაც სამხედროები მოქმედებაზე გადავიდნენ, ქალაქი სავსე იყო ხალხით, ხოლო ბოსფორის ხიდის მხოლოდ ერთი მხარე დაიკავა სამხედროთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, ასევე ათობით სხვა დეტალის ჩამოთვლაც შეიძლება. პოსტ ფაქტუმ, რამოდენიმე გადამდგარმა გენერალმა ამ ქმედებას ″წარუმატებლად დადგმული გადატრიალების მცდელობა″ უწოდა. იმ პერიოდში თურქეთში ჩასულმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განვითარებული მოვლენები კომპიუტერულ თამაშს შეადარა. აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. ყოველდღიურად დაჩაგრულებისა და დაზარალებულების შესახებ ახალი ინფორმაცია მოდის. სკოლები, უნივერსიტეტები დაიხურა. ათასობით კომპანია მეპატრონეებს ჩამოართვეს. თურქეთი ნელა-ნელა რომც იყოს მთლიანად გადავიდა დემოკრატიის გზიდან. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

ერდოღანმა, რომელმაც სამართლებრივი გზებით ვერ მოახერხა მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის დაშლა, ბოლოს ასეთ ხერხს მიმართა. თუ გავიხსენებთ, ივლისის მოვლენებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ″მოძრაობა ჰიზმეთს რამდენიმე პოლიციელისა და პროკურორის მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა″. რადგანაც მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები უაღრესად მშვიდობისმოყვარე, კანონმორჩილი და განათლებული ადამიანები არიან, ზემოაღნიშნული ხერხებით მათი სამართლებრივად გამტყუნება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერდოღანმა გადაწყვიტა ეს ადამიანები წარმოეჩინა ძალადობის მომხრე ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტებად. ამგვარად, მან დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე წინ წაიწია და  მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრების წინააღმდეგ უპრეცენდენტო დევნა წამოიწყო. ერდოღანმა ვერ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, თუმცაღა შეძლო და ათობით მედია საშუალების დახმარებით თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეაძულა მოძრაობა “ჰიზმეთის“ მიმდევრები. საქმე მხოლოდ მოძრაობა “ჰიზმეთის“ მტრობით არ შემოიფარგლება. საფრთხეში ჩავარდა თურქეთის მომავალი. სახელმწიფოს სტრუქტურა შიგნიდან დაიშალა. სახეზეა პროცესით დაზარალებული ასიათასობით მოქალაქე. უმაღლესი განათლების მქონე ათიათასობით პატრიოტი დაპატიმრებულია ან იძულებული გახდა თურქეთი დაეტოვებინა. შედეგის მიხედვით, 15 ივლისი ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი იყო.

″15 ივლისის მოვლენები ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი გახლდათ″,- აღნიშნავს ექსკლუზიურ ინტერვიუში გიულენი და დასძენს, რომ ″აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

უცვლელად გთავაზობთ ინტევიუს:

პირველად როდის შეიტყვეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

ამის შესახებ მედია საშუალებებიდან შევიტყვე. აქ მყოფმა მეგობრებმა ჩამაყენეს საქმის კურსში. მე, როგორც დღემდე თურქეთში განხორციელებული ყველა რევოლუციის მოწმემ, რომელმაც საკუთარ თავზე ვიწვნიე მათი უარყოფითი შედეგები, განვიცადე აგრეთვე ქვეყნისთვის და  ხალხისთვის მიყენებული ზიანი, ჩემი პირველი რეაქცია იყო შემდეგი: ″ალაჰმა დაიფაროს ჩვენი ხალხი ყოველგვარი უბედურებისგან″. მაშინ, როდესაც თურქეთში ზოგიერთი პირი დემოკრატიას ახასიათებდა როგორც ″უღმერთო სისტემას″, მე მაშინაც კი ვამბობდი, რომ დემოკრატია იყო ერთადერთი გზა, საიდანაც გადახვევა მიუღებელი იქნებოდა. როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, მე სერიოზულად განვიცადე ყოველივე მომხდარი. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ქმედებები, როდესაც მე სასტიკად დავგმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

15 ივლისამდე გქონდათ თუ არა იმის განცდა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?

იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სამხედრო ელიტის გარკვეული ნაწილი ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ერთერთი ნაცნობი ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანაკარში ჟურნალისტებს შორის პირად საუბრებში ამ თემაზე საუბრობდნენ. მეც ვიცოდი, რომ გენშტაბის მეთაური, მარშალი ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის და ამის შესაბამისად მოქმედებდა. აღნიშნული ვერსიების გავლენის ქვეშ მყოფმა პირებმა შესაძლებელია მართლაც დაიჯერეს გადატრიალების რეალურობა და ძალაუნებურად ხელი შეუწყვეს მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას. რა თქმა უნდა, სიმართლე ალაჰმა უწყის, მაგრამ მე ვერასოდეს გავიფიქრებდი, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის მოსპობის მიზნით ასეთი სახის სისხლიანი სცენარი დაიდგმებოდა და განხორციელდებოდა. 

15 ივლისის შემდგომ უცხოური მედიისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში თქვენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ″ჰოლივუდურ სცენარს″ შეადარეთ. რაზე დაყრდნობით მიხვედით ამ დასკვნამდე? როგორ ფიქრობთ, ვინ დაწერა ეს სცენარი? ვინ დგას 15 ივლისის მოვლენების უკან?

საუბრობდნენ იმაზე, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრებმა მოახდინეს სახელმწიფო სტრუქტურების - უსაფრთხოების, სასამართლოსა და თავდაცვის სისტემების ინფილტრაცია. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, აქვს თუ არა მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ასეთი მიზანი?

მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ არაკორექტული იქნებოდა ისეთი ტემრინების გამოყენება, როგორიცაა ″ინფილტრაცია″,  ″ხელში ჩაგდება″, ″გავლენის მოპოვება″. თავიდანვე, აღნიშნული მოძრაობის მიზანი იყო განათლების წინა პლანზე წამოწევა, მიმდევრებში მხოლოდ დადებითი ჰუმანური თვისებების გაღვივება და მათი კულტივირება. მოძრაობის მიმდევრები იდეურ დონეზე, თვითმოტივაციის საფუძველზე ერთვებიან სოციალურ აქტივობებში და მათ არანაირი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები არ ამოძრავებთ. ეს არის მოძრაობის ძირითადი მიზანი. მეც, შეძლებისდაგვარად ხაზს ვუსვამდი იმ ფაქტს, რომ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მსახურება ნებისმიერი მოქალაქის ბუნებრივი უფლებაა და არა ″ინფილტრაცია″. მე კვლავ ამ იდეის მომხრე გახლავართ.

სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სკოლებში გაგზავნის პარალელურად საკუთარი შვილები სახელმწიფო სტრუქტურებშიც გააგზავნა ბევრმა მშობელმა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ მოძრაობის მიმდევრები, რომელ სტრუქტურაშიც არ უნდა ემსახურათ მათ, ისინი ყოველთვის ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ ღირებულებებს მისდევდნენ და არანაირი ცუდი მოტივები მათ არ ამოძრავებდათ. ვიღაცეებს არ მოეწონათ ასეთი ადამიანების ყოფნა რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში. ბოლო სამი წლის მანძილზე მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები ამ უკმაყოფილების გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. ვერ გეტყვით თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დაპატირმებულ პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ სამხედროებს ″ჰიზმეთის″ მოძრაობასთან. მე არ ვიცნობ მათ უმრავლესობას, ვინ მოძრაობის მხარდამჭერია. მოძრაობა წარმოადგენს თვითმოტივირებულ ადამიანთა ერთობას. თქვენის მეშვეობით კვლავ მსურს განვაცხადო შემდეგი: ჩემთვის უცნობია, თუ ჩვენი მოძრაობის რამდენი მხარდამჭერი მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შორის არიან მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები, გამოდის რომ მათ უღალატეს მოძრაობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.  

თქვენ ხართ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი. რას მოელით აღნიშნული კომისიისგან? შესაბამისი ანგარიშები გამოაქვეყნეს რიგ სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურებმა. რა აზრის ხართ აღნიშნულ ანგარიშებზე?

ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნული ანგარიშები სრულად ასახავენ არსებულ სურათს. გადატრიალების მცდელობის მეორე დღიდანვე მე ვითხოვდი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნას. დღესაც იგივეს ვითხოვ. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო  კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა  მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. საინტერესო ის არის, რომ 

ერდოღანი და მმართველი პარტია აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობიან. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პარლამენტში განხილვაც კი მათ მიერ იქნა დაბლოკილი. თვეების შემდეგ შექმნილი ფიქტიური კომისიის შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. მოვლენებთან დაკავშირებულ არცერთ  მეტნაკლებად ცნობილ პირს საკითხთან დაკავშირებით  საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ჩართულობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არ ადასტურებენ ისეთი ქვეყნების დაზვერვის სამსახურები, როგორიცაა აშშ, ინგლისი და გერმანია, ეს არ არის საკმარისი თურქეთის ხელისუფლებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდეს საკითხის ობიექტურად გამოძიება, ამოტომაც ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

როგორც გაირკვა, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად თქვენს დაკავებასა და თურქეთში დაბრუნებას გეგმავდნენ. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ფლობთ თუ არა ამ ტიპის სხვა ინფორმაციას?

ამ ამბის გაგების შემდეგ ყველაზე მეტად საკუთარი ქვეყნის მიმართ სინანული ვიგრძენი. მივხვდი, რომ ასე თუ ისე დემოკრატიის გზაზე შემდგარმა თურქეთმა საბოლოოდ გადაუხვია ამ კურსს ერდოღანისა და მისი მხარდამჭერების ქმედებების შედეგად. დღესდღეისობით თურქეთში სახეზეა სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის კუთხით. ამჟამინდელი რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მხარდამჭერებს მაფიოზური მეთოდებით ებრძვის და ცდილობს მათ დაბრუნებას თურქეთში მათი გასამართლებისა და დასჯის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ არის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული სტანდარტები სრულიადაა დაცული და აქ შეუძლებელია ისეთი რამ, რის განხორციელებასაც დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება ცდილობს.

წყარო: http://www.tr724.com/fethullah-gulen-15-temmuz-erdogan-avanesi-tarafindan-kurgulanmis-haince-bir-senaryoydu/

http://stockholmcf.org/wp-content/uploads/2017/07/15-Temmuz-Erdogan%C4%B1n-darbesi_05.07.2017.pdf

ფეთჰულაჰ გიულენი Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 16:36

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აშშ-ში ჩასვლის დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, გიულენი თურქეთში მიმდინარე მოვლენების ანალიზს აკეთებს.

გიულენის თქმით, 15 ივლისის სამწუხარო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უდანაშაულო ადამიანებს სისტემატიურად დევნის, აპატიმრებს, აკავებს, სამსახურიდან ათავისუფლებს. დღემდე მხოლოდ ჩემთან ასოცირებული ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო მშვიდობის მეტი არანაირი მიზანი არა აქვთ, ალავიტების, ქურთების, სეკულარისტებისა და მემარცხენეების მომხრე, ჟურნალისტების და აკადემიკოსების ჩათვლით 300 ათასზე მეტ ადამიანს ცხოვრება გაუნადგურა.

ფეთჰულაჰ გიულენი სტატიაში აღნიშნავს, რომ ერდოღანი ისედაც დემოკრატიულ ქვეყანაში უპრეცენდენტო სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობდა. რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში ავტორიტარიზმის უფრო მეტად გაააქტიურების მეშინია.

″ერდოღანის მიერ უდანაშაულო ადამიანების ასეთნაირად დევნა, მხოლოდ თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი საშინაო საქმე არ არის. სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, მეცნიერებზე და ქურთებზე განხორციელებული საგანგებო ზეწოლა ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნის. თურქეთის საზოგადოება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) რეჟიმის პერიოდში უპრეცენდენტოდ პოლარიზებული იყო. დიქტატორული რეჟიმის ქვეშ მყოფი თურქეთი, ძალადობის მომხრე რადიკალური დაჯგუფებების თავშესაფრი გახდება, ქურთ თანამოქალაქეებს სასოწარკვეთილებისკენ უბიძგებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთისთვის კოშმარად იქცევა.

თუმცა, პირველ რიგში ერდოღანმა საკუთარ ხალხზე დევნა და ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, იმ ადამიანებს რომლებსაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე უფლებები შეუზღუდა, უნდა დაუბრუნოს. მე, ალბათ, იმდენს ვერ ვიცოცხლებ, რომ თურქეთის სამაგალითო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას მოვესწრო მაგრამ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ტენდენციის სანამ ძალიან გვიანი არ იქნება საპირისპირო მიმართულებით შემობრუნებისთვის ვლოცულობ.″- წერს გიულენი სტატიაში.

გიულენი ასევე სტატიაში წერს, რომ როდესაც გადატრიალების მცდელობა მოხდა, მან კატეგორიულად დაგმო და მისთვის წაყენებული ბრალდებები გასაგებ ენაზე უარყო. გარდა ამისა, ისიც განვაცხადე, რომ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებმა ჩემეულ იდეალებს უღალატეს. მაგრამ ერდოღანმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 5000 მილის შორიდან გადატრიალების მცდელობის დაგეგვმაში დამადანაშაულა.

″მომდევნო დღეს მთავრობამ, ბანკში ანგარიშის გახსნის, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან და გაზეთში სტატიის დაწერის მსგავსი მიზეზებით ″მოძრაობა ჰიზმეთ″-თან დაკავშირებული ათასობით ადამიანის სია მოამზადა. ისე აჩვენეს თითქოს ასეთი კავშირი  დანაშაული იყოს და ამ ადამიანებს ცხოვრები განადგურება დაიწყეს. სიაში, რამოდენიმე თვის წინ გარდაცვლილთა სახელები და იმ დროს ნატოს ევროპის შტაბ-ბინაში მომუშავე ადამიანების სახელები იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ბევრი გატაცების, პატიმრობაში ყოფნისას წამებისა და სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, მალაიზიაზე ზეწოლა მოახდინეს იმის გამო, რომ სამი ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევარის დეპორტაცია მომხდარიყო, მათ შორის ერთ-ერთი 15 წლის განმავლობაში მალაიზიაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. ამ ადამიანების თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში მათ, რომ დაპატიმრება და დიდი ალბათობით წამება ემუქრებათ ამის სათქმელად წინასწარმეტყველება საჭირო არ არის.″- ნათქვამია სტატიაში.

გიულენი სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: თურქეთმა ხალხმა დემოკრატია ისევ ფეხზე რომ დააყენონ ამისათვის ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდებათ. თურქეთმა 1950 წელს ნატოში შესასვლელად რეალურად მრავალპარტიული არჩევნები დაიწყო. ნატო-ს, შეუძლია თურქეთშ როგორც ალიანსის წევრ ქვეყანას მოსსთხოვოს დემოკრატიული ნორმების ერთგული დარჩენა და უნდა მოითხოვოს კიდეც.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/global-opinions/the-turkey-i-no-longer-know/2017/05/15/bda71c62-397c-11e7-8854-21f359183e8c_story.html?utm_term=.c7a7cd929a2d

ჯო ბაიდენი: გიულენის ექსტრადირების მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 16:44

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თურქეთმა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა ქვეყანაში მომხდარ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება. უფრო მეტიც ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის რაიმე მტკიცებულებაც კი არ მიუწოდებიათ.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გიულენის ექსტრადირების და სირიის საკითხების დღის წესრიგში ყოფნის პერიოდში ბაიდენი დღეს ანკარას ეწვია.

ბაიდენმა, ვიზიტის წინ გაზეთ Milliyet-ში საკუთარი სტატია გამოაქვეყნა.

ბაიდენის თქმით, თურქულ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ინფრომაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას, ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

″როგორც თურქი ხალხის დიდი ხნის მეგობარი, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ზოგიერთი წრეები ავრცელებენ სპეკულაციებს, თითქოს აშშ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ ფლობდა რაიმე ინფორმაციას ან ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გადატრიალების მცდელობას. ასეთი განცხადებები, სრულიად არარეალური, საშიში და უპასუხისმგებლო განცხადებებია რაც მიზნად ისახავ ჩვენი ალიანსის შესასუსტებას.″-განაცხადა მან.

ბაიდენი, თურქეთის მიერ გიულენის დაჟინებული ექსტრადირების მოთხოვნასაც შეეხო.

″გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ობამა და მე, ფეთჰულაჰ გიულენის დაუყოვნებლივ ექსტრადირების გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებთ, ასევე ზიანის მომტანია. აშშ-ის მართვის სისტემაში აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს ერთმანეთისგან ცალკე და დამოუკიდებელი როელბი აკისრიათ, აქედან გამომდინარე, ამის გაკეთება აშკარად შეუძლებელია. ფაქტობრივად, ამ მიმართულებით ჩვენი ნებისმიერი მცდელობა კანონსაწინააღმდეგო იქნება.″-აღნიშნა ბაიდენმა.

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მისი ქვეყანა, ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და ორ ქვეყანას შორის არსებული კანონიერი ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულებს.

″ექსტრადირების პროცესი, როგორც ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ხელმოწერილი ორმხვრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე აშშ-ის მყარი საფუძვლის მქონე შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. ექსტრადირების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ფედერალურმა სასამართლომ უნდა მიიღოს.″-განაცხადა მან.

″ეს, ნებისმიერ შემთხვევაში შრომატევადი პროცესია. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაცია გადატრიალების მცდელობამდე მისი საქმიანობის შესახებ სავარაუდო ბრალდებებს ეხება.  თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თუმცა, ჩვენი სასამართლო ექსპერტები, ექსტრადირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმების დასაცავად თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ფრთხილად მუშაობენ.″- ბაიდენმა სტატია ამ სიტყვებით დაასრულა.

მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 17:42

ფეთჰულლაჰ გიულენმა Le Monde-ში სტატია გამოაქვეყნა:

ცივილიზაციებისა და რელიგიათა შორის დილოგში შეტანილი წვლილით ცნობილი ამერიკაში მცხოვრები თურქი მოაზროვნე,  ფეთჰულლაჰ გიულენი, მსოფლიოში აღიარებულ ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ექსტრემიზმსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და  მუსულმანებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის. "ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანებს ზიანს აყენებს და მუსულმანების წინააღმდეგ არასწორ წარმოსახვას უფრო აღრმავებს", - განაცხადა გიულენმა და აღნიშნა რომ ტერორიზმს რელიგია არა აქვს.
ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ გაზეთ Le Monde-ის 17 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, "ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა?" - განაცხადა მან.
გიულენის თქმით, ევროპელმა მუსულმანებმა რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. "არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ." - აღნიშნა მან.
Le Monde-ის სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ გიულენი მეცნიერების დიდი მხარდამჭერი, დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი, რელიგიათაშორისი დიალოგის მომხრე და "მოძრაობა ჰიზმეთის" ლიდერია. გიულენი, წარსულში ერდოღანთან ახლო კავშირში იყო, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ ყველაზე დიდი ოპონენტი გახდა, ნათქვამია სტატიაში.
ფეთჰულაჰ გიულენის მიერ პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ Le Monde -ში "მუსულმანებო, ჩვენი რწმენის კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ" სათაურით გამოქვეყნებული სტატია ასეთია:

ჭეშმარიტი რწმენის განზომილება ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა

"ისლამური სახელმწიფოს"(ISIS) და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეზე საკუთარი გულის ტკივილის სიტყვებით გამოხატვა მიჭირს. ამ დაჯგუფებების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელებისას, თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიების მუსულმანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდი მუსულმანის მსგავსად ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობა, ერთის მხრივ კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან გადასარჩენად ყველასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისათვის უნდა ვიზრუნოთ.
ერთგვარი სიტყვებითა და სიმბოლური დატვირთვით თეორიულად ერთგვარი სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას შეეცდებით. მაგრამ ამ სავარაუდო იდენტობის  დამტკიცებას, მხოლოდ მის ძირითად ფასეულობებზე ერთგულებით დაამტკიცებთ. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ლოზუნგებითა და ტანისამოსით არ გაიზომება, მთელი მსოფლიო რელიგიების უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება და ყოველი ადამიანის უმწიკლოებისა და მგრძნობიარე  პრინციპების შენარჩუნებაა.
ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობაა, ტერორისტების მიერ გავრცელებული  ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა, ხოლო ამის შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნების მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგი მოქალაქეები, გასულ დღეებში ბეირუთში დაღუპული შიიტი მუსულმანი ლიბანის მოქალაქეები, ერაყში ანალოგიური ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული  ტერაქტის შედეგად დაღუპული სუნიტი მუსულმანი მოქალაქეები, პირველ რიგში ყველანი ადამიანები არიან. ყველა ის ადამიანი რომელიც ტკივილს განიცდის, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა ჩვენ თუ მათ თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ და მხარში არ ამოუდგებით ცივილიზაციის პროგრესი შეუძლებელია.

მუსულმანებმა შეტქმულების თეორიებს თავი უნდა დაანებონ და უნდა დაფიქრდნენ
ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ: ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და დაბალანსებული განათლების ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო, ჩვენი საზოგადოებისგან  ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა? ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობისა და ყველას გამაერთიანებელი მენტალიტეტის ჩამოუყალიბლებობის გამო, სასოწარკვეთილი ადამიანების  უიმედობაში ჩავარდნით სხვა გზების ძებნას საძირკველი ხომ არ მოვუმზადეთ?

ტერორის დაგმობა საკმარისი არ არის
პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტები რელიგიასთან არანაირ კავშირშია და როგორც თეოლოგების, ასევე რიგითი მუსულმანების მხრიდან უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. თუმცა ამ მომენტისათვის დაგმობა და უარყოფა უკვე საკმარისი არ არის. მუსულმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო. ტერორისტების მიერ გადაბირების მცდელობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მთელი საზოგადოების მომცველი პროექტების შემუშავებაა საჭირო.
ჩვენს საზოგადოებაში უფსკრულის პირას მყოფი ახალგაზრდები დროულად უნდა დავაფიქსიროთ და სახიფათო თავგადასავლების ძიებაში ხელი შეუშალოთ, ოჯახებს კონსულტაცია გავუწიოთ და სხვა მხარდასაჭერი მომსახურების ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვართ, იმ ქვეყანაში აქტიური ჩართულობით იმ მაგიდას უნდა მივუჯდეთ სადაც ანტი-ტერორისტული გეგმები მუშავდება და საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი უნდა გამოვხატოთ. ჩვენს ახალგაზრდებს დემოკრატიული გზებით აზრის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. დემოკრატიული ღირებულებების სკოლის ასაკიდანვე სწავლება მომავალი თაობის ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ისტორიის მანძილზე, ასეთი ტრაგედიების შემდეგ გადაჭარბებულ რეაქციებს ჰქონია ადგილი. მუსულმანების საწინააღმდეგო, ანტი-რელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მუსულმანი მოქალაქეების მიმართ სრულიად უსაფრთხხოდ მოპყრობა, მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოქალაქეებს მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრების სურვილი აქვთ. არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და მათი ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ.
ჩვენ მუსულმანებმა, ამ შემთხვევაში ჩვენი ისლამური გაგება, პრაქტიკა და ჩვენი საუკუნის პირობები და თავის დროზე გაკეთებული ინტერპრეტაციის ფონზე თვალი უნდა გადავავლოთ და საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ. ეს, ტრადიციული ისლამისგან დაშორებას არ ნიშნავს, პირიქით არასწორი გზისკენ შესაძლებელი გადახვევის გაცნობიერებას და მათგან განვთავისუფლებით ჩვენი წინამორბედის მსგავსად მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის (მუჰამმედ შუამავლის მიერ გაკეთებული) სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს.

რწმენის რადიკალურ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ
რელიგიური წყაროებიდან წინანდელი მეთოდების ამოჭრას და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად გაკეთებულ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ. მუსულმანმა სწავლულებმა, ექსპერტებმა და ინტელექტუალებმა რელიგიურ წყაროებზე დაყრდნობით გამაერთიანებელ მიდგომას ხელი უნდა შეუწყონ. გასულ საუკუნეებში რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს თვალი გადავავლოთ. რწმენის ძირითად საფუძველებზე დაუფლება დოგმატიზმს არ ნიშნავს. მუსულმანები ერთ დროს აღმავლობის ეპოქაში მყოფი აზრის გამოხატვის თავისუფლება რელიგიის სულიერების დაცვით ისევ აღორძინება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ძალადობის გამვრცელებელ რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ამგვარად შევძლებთ.

ცივილიზაციები კი არა, ადამიანური ცივილიზაცია ბარბაროსობას ებძვის
ბოლოდროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახების თეზისის გაჟღერებას მწუხარებით ვაკვირდები.ეს პირველად ვინც გამოავლინა, ინტუიციით გამოავლინეს თუ გარკვეულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მე ეს არვიცი,თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. ეს მკვეთრად მინდა გამოვხატო: ის რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუსულმანებმა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობაუნდა მიიღონ
ჩვენ, როგორც მუსულმანი მოქალაქეები ჩვენი პასუხისმგებლობაა როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ პრობლმემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მუსულმანების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს მთელი კაცობრიობის მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრებისთვის წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რელიგიური ყველა კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში როგორც სათნო ინდივიდები მაგალითის მიცემით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციების უარყოფითა და მათგან გამიჯვნით, ამ საკითხებმა ახალგაზრდებზე ზეგავლენა, რომ არ იქონიოს ფრთხილად უნდა ვიყოთ. დემოკრატიული ღირებულებების შესახებ განათლების ადრეულ ასაკში მიცემით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური