საბავშვო ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაციის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 12:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რძის პროდუქტების  მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების -  შპს „ნამდვილი პროდუქტები“-ს, შპს „ამირანი XXI“-ს   და  შპს  „ჯი ეს ენ“-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა.  

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. ბრალდებულები,  შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს. 

საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო  სხვა  იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან. 

საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე.

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 880 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:54

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. კერძოდ, სახელმწიფოს წინაშე არსებული მილიონობით ლარის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან  თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია  მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლადდაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იგივე ბიზნეს საქმიანობას და  საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ბიუჯეტში მიმართულიყო  ჯარიმის სახით დარიცხული თანხა. უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული   1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე ვადით.

 

პოლიტიკოსები ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს შემაშფოთებელს,უწოდებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 15:04

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კრიმინალური ფაქტი, რის გამოც, როგორც დამნაშავე, ასევე, შემკვეთი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული“,-ასე აფასებს პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს მაია ფანჯიკიძეც ეხმაურება, ის მომხდარს სერიოზულ ფაქტს უწოდებს და კრიმინოგენურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 11:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დაადენილია, რომ მეწარმები - თეიმურაზ თავაძე, გიორი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს, რამაც მომხმარებლის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვია. 

სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1 - დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სმარტთან“ მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:17
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა., თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც., ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა გიორგი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საგამოძიებო სამსახურმა 1.5 მილიონის მითვისების ფაქტზე თეიმურაზ წივწივაძე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ - სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა. 

საქმე ეხება, ავჭალის  დასახლებაში არსებული ეგრედწოდებული „ზაჰესის ხიდის“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი. 

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას. 

შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 11:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში მცხოვრები ძმები - 1987 წელს დაბადებული, ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო 1997 წელს დაბადებული თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან - თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. „ზუბილა“, სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ქრთამის აღების ფაქტზე რწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 10:29

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ქალაქ თბილისის, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი. 

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

იან კელი ISIS-თან შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 18:00

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ელჩი განმარტავს, საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

“საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის საზღვრის მიღმა თანამშრომლობას, ბევრი რამ კეთდება საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მაგალითად. ინფორმაციის გაცვლის კუთხით ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება”,- განაცხადა ელჩმა.

პუტინი რუსული სუ-24-ის სირიის საზღვართან ჩამოგდების ფაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:23

რუსული სუ-24-ის სირიის საზღვართან ჩამოგდების ფაქტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, "ზურგში დარტყმას" უწოდებს.

პუტინის ამ განცხადებას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

„ეს ფაქტი ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებს სცდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას საკუთარი სიცოხცხლის ფასად აწარმოებენ, მაგრამ დღევანდელი დანაკარგი უკავშირდება დარტყმას, რომელიც ტერორისტების თანამზრახველებმა  ჩვენ ზურგში მოგვაყენეს. დღეს მომხდარს სხვაგვარ კვალიფიკაციას ვერ მივცემ,“ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია აშშ-ში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავი სუ-24 თურქულმა მხარემ დღეს ჩამოაგდო. თვითმფრინავის ჩამოგდებამდე თურქეთმა რუსეთის მხარეს რამდენჯერმე საჰაერო სივრცის დარღვევაზე გაფრთხილება მისცა. პილოტებმა თვითმფრინავიდან კატაპულტირება მოასწრეს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური