სკანდალი რუსეთში-НТВ-მ რუსული ოპოზიციის ლიდერის პირადი ცხოვრების კადრები ეთერში გაუშვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 01 აპრილი 2016 22:19

ტელეკომპანია НТВ-ის ეთერში  ოპოზიციონერ, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავიდა.  გადაცემის ავტორთა მტკიცებით ფილმში კასიანოვის დღე ნამდვილად აღბეჭდილნი არიან მიხეილ კასიანოვი და მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნატალია პელევინა.

ვიდეომასალა საძინებელ ოთახშია გადაღებული. НТВ-ს ჟურნალისტები ამტკიცებენ ,რომ  პირადი ურთიერთობის გარდა ჩანაწერში საინტერესო პოლიტიკური  დიალოგია ამის გამო გადაწყვიტეს მისი ეთერში გაშვება გადაწყვიტეს.

მიხეილ კასიანოვი რუსეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პარნასის ლიდერია. 

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით FBI-ს წარმომადგენლის და მთავარი პროკურორის ბრიფინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 აპრილი 2016 12:15

 მთავარ პროკურატურაში ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით  ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა  და მთავარი პროკურორის მოადგილემ  ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 ბრიფინგზე აღინიშნა რომ,  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში , საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა აშშ-ის საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს  ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. 

მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან. FBI-ს წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში საქართველოს პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას. ჩატარდა 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. 25 საცხოვრებელ მისამართზე ცატარდა ჩხრეკა. 

პაატა ბურჭულაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:49

პაატა ბურჭულაძე , საქართველოს განვითარების ფონდი“დირექტორი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.   პაატა ბურჭულაძემ ამ თემაზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მოუწოდებს ხელისუფლე-ბას გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნისა და საზოგადოების დასაცავად. ბურჭულაძის განცხადებით დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საზოგადოებაში უმწეობისა და დაუცველობის განცდა.

"საქართველოს განვითარების ფონდი გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, რამაც სერიული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ქვეყანაში იწვევს ქაოსს, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.ხელისუფლება ვერ ახერხებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვერ ან არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ქვეყნისა და საზოგადოების დასაცავად.კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან - დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საზოგადოებაში უმწეობისა და დაუცველობის განცდა." -განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

საქართველოს პროკურატურა ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 15:50

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, ნიუსდეი უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით. აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. 

ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და  გავრცელების პრევენციის მიზნით  ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე  უმოკლეს დროში  დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს  და გამავრცელებლის  დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს   თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან."

კანონმდებლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 14:13

კანონმდებლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურებიან .სხვადასხვა უწყების ხელმღვანელები აღინიშნავენ, რომ ინტერნეტსივრცეში მსგავსი სახის დანაშაულის პრევენცია შეუძლებელია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 

პაატა ზაქარეიშვილისა და დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ საქმის დროულად გამოძიებისთვის. 

საპარლამენტო უმცირესობა ვიდეომასალის გავრცელების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს აკისრებს. უმრავლესობა კი მსგავსი ჩანაწერების დანერგვაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

მუქარა ინგა გრიგოლიას და ჟურნალისტის პასუხი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 12:46

კიბერტერორი გრძელდება. ინტერნეტის მეშვეობით  გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეო მასალას, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრებია ასახული, კვლავ მუქარა და გაფრთხილება მოსდევს. მუქარას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია „ფეისბუქით“ პასუხობს: აი,კიდევ ერთი მუქარა-წავიდე ტელევიზიიდან)))))დღეს გავრცელებულ ვიდეოს ახლდა))))))) ჩემი პასუხია-ვერ მოგართვით!!!!!!!",-წერს გრიგოლია

ანა ნაცვლიშვილი პირადი ცხოვრების ასმახველ კადრებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 12:31

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია ეს შენ გეხებას ფორმატში საგანგებო შეკრება უკვე დაანონსეს.გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელების შემდეგ იქნა მიღებული. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. ცნობილია, რომ მათ კონკრეტული მიმართვები ექნებათ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან.

"ეს შენ გეხება თავიდანვე ჰქონდა მოთხოვნა, რომ გამოძიება მხოლოდ ადგილობრივი უწყებების ხელში არ ყოფილიყო. საჭირო იყო გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფა, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე პირების გამოძიებაში ჩართვა. რაც ხდება ეს არის გაგრძელება იმ ანტისახელმწიფოებრივი ტერორზე მიმართული ქმედების, რომლის მიზანია მთელი საზოგადოება ამყოფოს შოკის მდგომარეობაში. ამ ვიდეოების მიმართ ჩვენ არ გვაქვს ინტერესი,  ჩვენ არ გვაინტერესებს არც ის რამდენად სიმართლეს ასახავს ეს ვიდეოები, არც ის, ვინ არიან მასზე ასახული. ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელიც მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელისუფლებამ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს,“- განაცხადა ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 12:13

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება.

რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ამ დროისთვის ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ასევე ანონსი. რაზმაძე ასევე ამბობს, რომ ვიდეო მალევე დაიბლოკა.

„უკვე მესამეჯერ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, ვიდეო აიტვირთა. ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში,“ - განაცხადა მაკა რაზმაძე.

„ეს შეიძლება ჩვენი მტრის გაკეთებული იყოს“ - თამარ ცაგარეიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:28

„ცალსახად ეს არის მიმართული ყველასკენ და თითოეული ჩვენგანისკენ. ეს მიმართულია  ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის, რეპუტაციის, ღირსების შესალახად და თითოეული მოქალაქის დასამცირებლად, დასაცინად და დასაკნინებლად. ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიც დღეს გვაქვს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამ ფარული ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს. ეს, შეიძლება, მხოლოდ ჩვენმა მტერმა გააკეთოს, რომელსაც სხვადასხვა მიზანი შესაძლოა ამოძრავებდეს. საუბარია ასევე რუსეთის ფაქტორზეც. ჩვენ გვყავს მტერი, ოკუპანტი არსებობს.“ - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ ცაგარეიშვილი პასუხობს.

"ეს შენ გეხება" -მორიგი საპროტესტო აქცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:20

"ეს შენ გეხება" -მორიგ საპროტესტო აქციას მართავს  . კამპანიის ,,ეს შენ გეხება” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მორიგ საპროტესტო აქციას პროკურატურასთან მართავენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მთავარ პროკურატურასთან იკრიბებიან და საგამოძიებო უწყებას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას სთხოვენ. 

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური