“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 10:55

ფარმაცევტული კორპორაცია “GM PHARMA” (ჯი-ემ-პი) „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ ერთობლივი ჯილდოს - „წლის ლიდერი 2019“ (“Leader Of The Year”) მფლობელი გახდა.

საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის „წლის ლიდერი“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

2019 წლის მონაცემებით “GM PHARMA”-ს საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად აღიარება სიმბოლურიც იყო, რადგან 2019 წელს კომპანიის პროდუქციის ექსპორტმა პირველად გადააჭარბა რეალიზებულ მაჩვენებლებს, რითაც კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “FETTE”, “UHLMANN” და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს“, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან“ (“Swiss Rating Association“) პარტნიორობით ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა” საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. (R)

PSP-ს დახმარებით ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო აპარატი გადაეცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 21 აპრილი 2020 16:12

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx !

ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის პრეზიდენტის, ქ-ნი ირინა ჭელიძის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით.

“საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისათვის და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ!”- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.

PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020 14:19

დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

„PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 10:29

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე ნებისმიერი მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.    

(R)

ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019 10:22

ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

 

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური