ლიბერთისა და ფარმადეპოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 06 აგვისტო 2019 16:31

დღეს, ლიბერთისა და სააფთიაქო ქსელ ფარმადეპო’-ს შორის  ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 6 აგვისტოდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას  საუკეთესო ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები  გავრცელდება ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად - გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.  აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების და დაზღვევის გამოყენების შემთხევაშიც.

,,ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან - სააფთიაქო ქსელ  ,,ფარმადეპო“-სთან ერთად შევძელით ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და  დღეიდან პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ’’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ლევან თხელიძემ.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდში დაუდგეთ ჩვენს მომხმარებელს. ამ პროექტის ფარგლებშიც,  გავითვალისწინეთ სოციალური ბარათის მფლობელების საჭიროებები და ვეცადეთ  სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება შეგვექმნაიმედი გვაქვს, შევძელითმაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მედიკამენტებზე გაწეული ყოველთვიური ხარჯები’- განაცხადა კომპანია “გეფა”-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადება-“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში საკონტროლო შემოწმებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:16

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში საკონტროლო შემოწმება ჩატარდა. სააფთიაქო ქსელი, საკუთარი ინიციატივით, მომხმარებლებს სთავაზობდა მათ მიერ დამზადებულ ბარათებს, ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, ელექტრონული რეცეპტის მისაღებად, რაც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მედიკამენტის გაცემის წესს. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ არ ისარგებლონ მსგავსი სქემებით". 

შედგენილია 4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლებიც გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური