ქართველმა მოფარიკავემ მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 10:24

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ (ხმალი) 2016 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა: თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა სტამბოლში გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზა: ვაჟებს შორის მწვრთნელებმა 8 სპორტსმენი იახლეს, გოგონათა შორის კი 5. მედლები მხოლოდ ვაჟებმა მოიპოვეს: სანდრო ბაზაძის გარდა მედალოსანთა შორის მოხვდნენ მიხეილ მარდალეიშვილი და ბექა ბაზაძე - ორივემ მესამე ადგილი დაიკავა. სტამბოლის ეტაპზე 12 ქვეყნის 106 სპორტსმენი მონაწილეობდა - 58 ვაჟი და 48 ქალი.

სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და ფლეი-ოფში პირველ ნომრად გავიდა. 1/8 და 1/4-ფინალებში მან ზედიზედ სძლია მექსიკელ ხულიან აიალას - 15:5 და თურქ ათატან ჰეზერის - 15:10, ნახევარფინალში კი თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილი დაამარცხა - 15:6. ფინალში სანდრომ კანადელ იოზეფ პოლუსიფაკისს აჯობა - 15:13. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ნახევარფინალში სანდროს ძმას ბექას სძლია.

მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის თქმით, 19-28 იანვარს გუნდი მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის ნაკრებთან ერთად გაივლის საწვრთნელ შეკრებას, 29 იანვრიდან კი იტალიის ქალაქ პადოვაში მსოფლიოს პირად-გუნდურ და ევროპის გუნდურ თასზე იასპარეზებს.

მსოფლიო თასის 2015-2016 წლების გათამაშება - სტამბოლის ეტაპი
ვაჟები

სანდრო ბაზაძე 
- I ადგილი
მიხეილ მარდალეიშვილი - III ადგილი
ბექა ბაზაძე - III ადგილი
ნიკა შენგელია - 1/4-ფინალი
საბა სულამანიძე - ჯგუფი
ლუკა ობოლაძე - ჯგუფი
გივი მერკვილაძე - ჯგუფი
ვაჟა რეჭია - ჯგუფი

გოგონები
ლიკა ჯიჯეიშვილი 
- 1/4-ფინალი
ანა აფრასიძე - 1/8-ფინალი
ელენე ნანობაშვილი - 1/16-ფინალი
მარიამ აფციაური - 1/16-ფინალი
ნუცა იაგორაშვილი - 1/16-ფინალი

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური