ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე, შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი
აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შესაბამისი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის წინადადებები წარმოადგინა
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, მინისტრმა აზერბაიჯანელ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.