თბილისი უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 15 მაისი 2017 16:38

თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება. 

ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.

საჩვენებელი ორთაბრძოლები თბილისი მოლში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 17:53

6 მაისს, თბილისი მოლში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია საჩვენებელ ორთაბრძოლებს აწყობს, რომელიც 14-20 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართ ევროპის IV კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატს ეძღვნება.

საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტის ამ სახეობაში. კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა უსახსოვრა. თბილისი მოლში ხალიჩების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება, ამავდროულად საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციასა და ჩინეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ცერემონიას უშუს ეროვნული ფედერაციის მესვეურების გარდა თბილისის განათლების სპორტის და ახალგაზრდული საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ძი იენჩი დაესწრებიან.


ევროპის IV კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი 14-20 მაისს გაიმართება და მასში 28 ქვეყნის რვაასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს, 19 საათზეა დაგეგმილი. ყველა ღონისძიებას თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

კუნფუ-პანდა და სილამაზის კონკურსის „წლის სუპერმოდელი“ მონაწილე გოგონები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
შაბათი, 04 ივნისი 2016 19:10

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში (სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი), რომელიც „UNESCO“-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, დღეს უჩვეულო სანახაობა ჩატარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
51 წლის „უშუს“ სკოლის მასწავლებელი ცინჩენ ლიუ სუიბინი და საერთაშორისო სილამაზის კონკურსის - „წლის სუპერმოდელი“ მონაწილე 30 გოგონა ერთად ასრულებდნენ ჩინური საბრძოლო ხელოვნების „უშუს“ ილეთებს.
აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ლამაზმან გოგონებს, ასევე პრესის წარმომადგენლებს შორის.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური