ნოდარ თათვიძე - ულოცავს აბიტურიენტებს სტუდენტობას და წარმატებებს უსურვებს მათ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 21:06

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვულოცავთ აბიტურიენტებს სტუდენტობას და ვუსურვებთ წარმატებებს! სტუდენტებისთვის სასურველი გარემოს შექმნა და ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია..იმედი გვაქვს, რომ ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე რომ გქონდეთ ჩვენი იმედი! ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ სტუდენტთა უფლებებს!" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 27 906 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს დაფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 30 აგვისტოს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 11 მარტი 2018 06:01

შიდა კულუარული ინფორმაციის დაყრდნობით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ორანიზაცია აქტიურტად აპირებს ქვეყანაში მიმდინარე ახალგაზრდულ მოვლენებზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელ ნოდარ თათვიძეს, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას. ''დიახ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ის იქნება განახლებული შემადგენლობით, მე პირადად უახლოეს მომავალში წარვადგენ ახალ შემადგენლობას და ვფიქრობ რომ მათი მიზანი რაც მე წარმომიდგინეს საკმაოდ ლოგილური და მიზანმიმართულია ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად გამრავალფეროვნებისა და გაუმჯობესებისთვის. აქვე დავძენ იმასაც რომ წარდგენის შემდგომ არ ჩავერევი მათ საქმიანობებში და ისინი თვითონვე გადაწყვეტენ თავიანთ ნაბიჯებს თუ რა უნდა განახორციელონ ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების უფლებების დასაცავად და ა.შ.'' - აცხადებს, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე. ასე რომ, ველოდებით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დაბრუნებას და მათი აქტივობების განხორციელებას, ისინი უკვე მრავალი წელია აქტიურად იცავენ სტუდენტთა და არა მარტო სტუდენტთა უფლებებს!..

ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:16

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედია ცენტრში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მათ შორის მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილის ყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ ამას არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თელვის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ  საიას დამკვირვებელს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც მათი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 

მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში მითითება აქვთ მიცემული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომ მათ გააკეთონ არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ სიებში მათთვის მისაღები პარტია. თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დავალება.

მათთვის ასევე არის ცნობილი კიდევ ერთი მითითების შესახებ, რომ ფოტო და ვიდე გადაღება მოეხდინათ მათ მიერ შემოხაზული ბიულეტინების.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ასეთ მითითებას ადგილი არ ქონია. თუმცა ანა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, რომ მსგავსი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში, ორგანიზაცი მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ნუ განახორციელებენ რაიმე ფორმით ზემოქმედებას ამომრჩევლის ნებაზე.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური