უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:20

ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და  სერტიფიკატები გადასცა.

პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo"-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უსინათლო ხელოსანი -ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ხელობა მხედველობის დაკარგვის შემდეგ შეისწავლა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 11:11

ეს ვალერი ღვინიაშვილია. 5 წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ  მხედველობა დაკარგა და როგორც ამბობს ცხოვრებისეულ  სირთულეებთან გასამკლავებლად წლები დასჭირდა. ხელობაც სწორედ ამის შემდეგ შეისწავლა და დღეს ხის მასალისგან სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებს.

სიუჟეტი “2030”-მა მოაზადა.

 

 

უსინათლოთა და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 16:10

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იხსნება პირველი დაწესებულება, რომელიც უნდა გახდეს მიზიდულობის წერტილი უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შეძლებენ ინფორმაციასთან წვდომას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში ინტერნეტსერვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის პირველი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი საინფორმაციო ცენტრები საქართველოში ბევრი გაიხსნება. ეს არის ცენტრი, სადაც უსინათლოთათვის და სუსტად მხედველი ადამიანებისთვის იქნება სპეციალურად მოწყობილი ზონები, სპეციალური ტექნიკა, სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები და ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ადამიანების პროცესში ჩართულობა, მათი ინფორმირებულობის დონე, ინტერნეტთან წვდომის ხარისხი იქნება მარტივი და ისეთივე, როგორიც არის ყველა ჩვენთაგანისთვის. მე მინდა ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულ ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრის გახსნის პროექტი კორეის რესპუბლიკამ 224.463 აშშ დოლარით დაფინანსა. ცენტრის გახსნისას ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრის ცერემონიაში გიორგი გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა (NIA) სუ ბიუნგ ჯომ. ღონისძიებას ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრის გახსნის პროექტი კორეის რესპუბლიკამ 224.463 აშშ დოლარით დაფინანსა. ცენტრის გახსნისას ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრის ცერემონიაში გიორგი გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა (NIA) სუ ბიუნგ ჯომ. ღონისძიებას ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს (National Information Society Agency – NIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაიხსნა. პროექტი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის აქტიური მხარდაჭერითა და ინიცირებით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს მდგრადი განვითარება და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დაწყებულია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესაბამისად ინტერნეტში ჩაერთვება საქართველოს დასახლებული პუნქტები, სადაც დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე წვდომა შეუძლებელია.

სახელმწიფო ასევე ახორციელებს საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირებას ბიბლიოთეკების ბაზაზე. ამ პროექტის მიზანია, საზოგადოებას ინფრასტრუქტურასთან ერთად წვდომა ჰქონდეს ცოდნაზე, ნებისმიერმა მოქალაქემ როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში, შეძლოს მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით საკუთარი იდეების ბიზნესიდეად გარდაქმნა.

 

 

 

 

 

 

უსინათლოთათვის ხმოვანი ბიბლიოთეკის პროექტის პრეზენტაცია შედგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 15:15

უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში უსინათლოთათვის ხმოვანი ბიბლიოთეკის პროექტის პრეზენტაცია შედგა. 
პრეზენტაციას "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი, ასევე უსინათლოთა კავშირის თბილისის ფილიალების წევრები, უსინათლო პირები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, უსინათლოთა კავშირმა თხოვნით მიმართა "მემარცხენე ალიანსს" ხმოვანი ბიბლიოთეკის პროექტის განხორციელების შესახებ. "მემარცხენე ალიანსის" გენერალუყრი მდივნის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად თანხა მეცენატმა გამოყო, რომელიც მათი პარტიის წევრია და ვინაობის გამხელა არ სურს. კახა ძაგანიამ კი შეხვედრაზე მისულ უსინათლოებს მოუწოდა შეატყობინონ პროექტის შესახებ ყველას, რათა რაც შეიძლება მეტმა პირმა ისარგებლოს ხმოვანი ბიბლიოთეკით. 
შეხვედრაზე უსინათლოთა კავშირის ფინანსური განყოფილების უფროსმა, რეზო მაისურაძემ განაცხადა, რომ მზადდება ხმოვანი ბიბლიოთეკის კომპიუტერული პროგრამა, რომლის რუსული ანალოგი არსებობს. მის საფუძველზე გაკეთდება ქართულ ენაზე გახმოვანებული ნებისმიერი სახის ლიტერატურის, მათ შორის რელიგიური შინაარსის წიგნები. მისივე თქმით, ქართულენოვანი პროგრამაზე მუშაობა ექვს თვეში დასრულდება. ხმოვანი ბიბლიოთეკა სამენოვანი იქნება: ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი წიგნებით. რუსულენოვანი ხმოვანი ბიბლიოთეკა 56 000 ავტორის 149 000-ზე მეტ წიგნს მოიცავს. ხმოვანი ბიბლიოთეკა მსურველებს საკუთარ კომპიუტერში უფასოდ დაუმონტაჟდებათ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური