უნივერსიტეტში საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის,სრული მზაობა არსებობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 18:16

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ჯავახიშვილის და ილიას უნივერსიტეტების სტუდენტების ერთობლივი აქცია გრძელდება.

სტუდენტებისიახლეს ადმინისტრაციისგან და კანცლერის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილისგან ელოდებიან . ახალგაზრდების განცხადებით სიახლე მათთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  გაფრინდაშვილი კანდიდატურას მოხსნის. 

სტუდენტები პრემიერს მიმართავენ, მოხდეს გამოძიების დაწყება სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდერიის სამსახურის არსებობასთან დაკავშირებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანონის და წესდების ფარგლებში მოქმედებისკენ.

“რაც შეეხება უნივერსიტეტში საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას, ამის სრული მზაობა არსებობს და რა თქმა უნდა, ამას განვახორციელებთ ყოველთვის, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - მოქმედება კანონის და წესდების ფარგლებში. სხვა გზა არ არის.  სენატის გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა სენატის წევრები. თუ მოვლენ და ჩათვლიან, რომ უნდა შეხვდნენ რექტორს, მე აქ ვარ და აუცილებლად დაველაპარაკები,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

"ოდეერის"ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს-პრეზიდენტის პოზიცია თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:06

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თსუ-ს რექტორს შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს კახა კოჟორიძემ ესაუბრა. კოჟორიძე ამბობს, რომ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ე.წ.ოდეერის ინსტიტუტი, რაზეც საუბრობს რექტორი და სტუდენტები, უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მათი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო.

"როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოდეერის ინსტიტუტი". თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს მოუწოდებს მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:07

სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში გრძელდება.  უნივერსიტეტის რექტორმა  სტუდენტებს მოუწოდა, რომ მოლაპარაკებებს დათანხმდნენ, რათა ამ საკითხის გადაწყვეტა კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდეს. ჯავახიშვილის სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იმავე კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას აპროტესტებენ.თუმცა ვლადიმერ პაპავას განცხადების  მიუხედავად სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა უალტერნატივოა და ისინი მოლაპარაკებებს, მით უმეტეს, გიორგი გაფრინდაშვილის ჩართულობით არ აპირებენ. 

წულუკიანი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 12:10

მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი იპოვიან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ძალიან მალე- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას გააკეთა.  მინისტრის განმარტებით, ეს ჯანსაღი პროცესია და  შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან:

„მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი თავად რექტორის მიერ. სწორედ ესეც არის ხოლმე, განსაკუთრებით ამ ასაკში, პროტესტის გამოხატვის მიზანი, რათა მოისმინონ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროტესტია, ვიდრე სხვა რამ და მე მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი იპოვიან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ძალიან მალე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დავით ბერძენიშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:50

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი შეხვდა. 
თუმცა აქციის მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ  ისინი ყველანაირ პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარს  აცხადებენ.  

აქციის მონაწილე სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს სთხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით რომ მოხდეს უნივერსიტეტიდან "ოდეერების" განდევნა. 

სტუდენტებისა და დავით ბერძენიშვილის შეხევედრის დროს საუბარში ჩაერია ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მან დავით ბერძენიშვილს უსაყვედურა თუ რატომ მოვიდა ის სტუდენტებთან და რატომ ცდილობს პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. 
დავით ბერძენიშვილს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უნივერსიტეტში სტუდენტები დაშლას არ აპირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:09

აქცია სახელწოდებით „ავტონომია უნივერსიტეტს"3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყება. ახალგაზრდები  მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ. მათი მოთხოვნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ძალაში რჩება.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ თვითმართველობისთვის უფლებამოსილებები შეიზღუდოს და შეწყდეს თვითმართველობაში მონაწილე სტუდენტების წახალისება ლექტორების მიერ.

 „მოვითხოვთ, რომ დაიწყოს სამართლებრივი დავა უნივერსიტეტში არსებული ოდეერის ინსტიტუტის წინააღმდეგ, მოვითხოვთ თვითმართველობის ფუნქციებისა და პრივილეგიების მინიმალიზებას“- აცხადებს ერთერთ სტუდენტი.

სტუდენტების თქმით დაშლას არ აპირებენ. , ბათუმში 10 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, 2 საათზე კი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან.

თსუ-ში კანცლერის არჩევნების დაწყება ვერ ხერხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 18:25

უნივერსიტეტში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩევნების დაწყება. 

სტუდენტებს ბლოკირებული აქვთ დარბაზი, სადაც სენატის სხდომა 17.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელზეც კანცლერი უნდა აირჩიონ და ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილს კენჭი უნდა უყარონ. 

ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი.

პირველ კორპუსში გაძლიერებულია დაცვაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 17:27

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ხმაურის ფონზე აივლის. თსუ-ში ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო, როგორც ცნობილია არცერთი სტუდენტი დაკავებული არ არის. სტუდენტები ითხოვენ სენატის სხდომაზე დასწრებისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების უფლებას.ტუდენტების პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც ცნობილია, მათ სენატის სხდომაზე შეღწევა მოახერხეს.

 

პაკისტანის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლი 20-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:21

20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად.ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს,წყაროს ცნობით დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით, "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტთან ამ დრომდე სროლის ხმა ისმის. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.

 

კონკურსი მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 13:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მხარდაჭერით, 2016-2017 აკადემიური წლისთვის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში (WMU) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საზღვაო სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობა ერთ-ერთ პრესტიჟულ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი და ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე : http://www.wmu.se/postgraduate-program-malm%C3%B6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს მხოლოდ კანდიდატის ნომინაციას და სახელმწიფო მხარდაჭერას. კონკურსანტებს შეარჩევს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მოხდება სააგენტოს შერჩეული კანდიდატის წარდგენა მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში. სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია დონორებზე, შერჩეული აპლიკანტის მიერ შევსებულ აპლიკაციის ფორმაზე, კვალიფიკაციასა და სხვა ფაქტორებზე და ამ პროცესზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავლენა არ გააჩნია.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური