უკრაინას ევრობასკეტ 2017-ის თანამასპინძლობა სურს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 15:50

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა მიმდინარე წლის დეკემბერში გაირკვევა, მანამდე კი პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია - უკრაინამ მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა.

უკრაინას ისედაც უნდა ემასპინძლა რამდენიმე დღის წინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა მათ ქვეყანაში მიმდინარე არეულობამ ფიბა-ევროპა აიძულა, კონტინენტის პირველობა სხვა ქვეყანაში გადაეტანა. მოხდა ისე, რომ პირველად, ისტორიაში, ევრობასკეტს რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ტურნირი 4 ქვეყანაში ჩატარდა და ამ სისტემამ, როგორც იტყვიან, გაამართლა.

შესაბამისად, ფიბა-ევროპამ განაცხადების მიღება როგორც ევრობასკეტის ერთპიროვნულ, ისე ჯგუფურ მასპინძლობაზეც გამოაცხადა. ამავდროულად, ისიც ცნობილია, რომ ფიბა-ევროპა უკრაინელებს დაჰპირდა, თუკი მათ ქვეყანაში მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მომავალ - 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლებას მათ დაუბრუნებდა. უკრაინაში ომი დღემდე მძვინვარებს, თუმცა ეს არ ეხება ქვეყნის უმეტეს ნაწილს, სადაც ადამიანები ჩვეულ რიტმში ცხოვრობენ და მშვიდობიან ტერიტორიებზე შეუზღუდავად ტარდება ნებისმიერი სახის ღონისძიება.

ასე და ამგვარად, უკრაინელებმა ჭკუა იხმარეს და ფიბა-ევროპას ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობას სთხოვენ. განაცხადი უკვე გაკეთებულია, ევროკალათბურთის მამები კი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოიტანენ. თუკი ევრობასკეტი კვლკავ იგივე სისტემით ჩატარდა, როგორც წლეულს, უკრაინა დიდი ალბათობით რომელიმე ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს. 

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:37

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას  საქართველო - უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ  ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და  ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი იყოს დაცული,  რათა მოხდეს სიტუაციის დესკალაცია.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა  ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს  ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე.

გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს   უკრაინაში დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ  იმედი გამოთქვეს რომ უახლოეს მომავალში  მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

დაპირისპირება უკრაინაში - დაიღუპა 2 და დაშავდა ასზე მეტი სპეცრაზმელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 16:37

უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებას ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ არეულობა მოჰყვა, დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ რადაში შეჭრის მცდელობას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გაშვებით უპასუხეს, თუმცა მოულოდნელად აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, მომიტინგეების მხრიდან განხორციელდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა ასზე მეტი სპეცრაზმელი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. მოგვიანებით მომიტინგეებმა გრუშევსკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ისინი პოლიციელებს კვლავ დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 30 ადამიანი. მათ შორის პირი, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა.

კენჭისყრამდე კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და პარლამენტარებს მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ ცვლილებისთვის, რის გამოც სხდომა გადაიდო, თუმცა კანონპროექტს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ მაინც დაუჭირა. ცვლილება პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი თვითმმართველობებისთის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

რადასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა: „უკრაინის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მინსკის შეთანხმების შესაბამისად. განსხვავებით რუსეთისგან, ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ. თუ ოფიციალური მოსკოვი საკუთარ პოზიციას არ გადახედავს, ინდივიდუალური სანქციები რუსეთის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შემოდგომაზე გაფართოვდებაზე,“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ. მან არეულობის გამართვაში ეჭვმიტანილი პირების დასჯაც მოითხოვა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ აგორებული პროტესტის უკან რუსეთი დგას.

რადასთან მომხდარ არეულობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ და მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს.

უკრაინულმა და პრორუსულმა მხარეებმა პატიმრები გაცვალეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 13:10

პატიმრების გაცვლა განხორციელდა უკრაინის სამთავრობო არმიასა და პრორუს სეპარატისტებს შორის.  შეთანხმების ასფუძველზე, ორივე მხარემ ერთმანეთთან 12 სამხედრო პირი გაცვალა. დონეცკის ოლქის პოლიციის სპიკერის, ვიქტორ ანოსოვის განცხადებით, ეს ოფიციალური კიევისა და პრორუს მებრძოლებს შორის დაკავებულთა გაცვლის პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ურთიერთნდობის საფუძველზე განხორციელდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტისა, უცხოური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სროლის ხმა რამდენიმეჯერ მაინც გაისმა. უკრაინამ და პრორუსულმა მხარემ გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაიცვას პირველი სექტემბრიდან. გარდა ამისა, მათ უნდა გაცვალონ ინფორმაცია რეგიონებში არსებული სკოლებისა და მათთან მისასვლელი გზების შესახებ, რათა მოსწავლეებმა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ. 

უკრაინის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატი დაასახელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 03 აგვისტო 2015 14:24

ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელმა უკრაინის მთავრობის მეთაურმა მოსკოვში, სასტუმრო „უკრაინაში“ გამართულ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე „უკრაინის ხსნის კომიტეტის“ შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება.

ნიკოლაი აზაროვის თქმით, კომიტეტის მიზანს - უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს. „პოლიტიკოსებმა ქვეყნის გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ფიქრი, ვინაიდან დღეისათვის უკრაინას ამისათვის გამოუსადეგარი ადამიანები ხელმძღვანელობენ. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სისხლი მაინც არ დაგვიღვრია“, - აღნიშნა უკრაინის ექს-პრემიერმა.

უკრაინის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა პრეს-კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატიც წარადგინა. მისი განცხადებით, ეს არის უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ ოლეინიკი.

ამჟამად ნიკოლაი აზაროვი უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მან უკრაინა 2014 წელს დატოვა.

 

 

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:13

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს შორის იქნება რეგულარული კომუნიკაციის არხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი ფორუმი სამივე ქვეყნისთვის, სადაც ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივებზე, განვიხილეთ თუ რას ველოდებით რიგის სამიტიდან და რა იქნება სამიტის შემდეგ. შევთანხმდით, რომ სამივე პარლამენტი კომიტეტების დონეზე ითანამშრომლებს. ეს იყო მოკავშირე, მეგობარი ქვეყნების ძალიან დამუხტული, საქმიანი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი მომავალზე გაკეთდა, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ურთულესი გზა“, - განუცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინა დღეს განიცდის იგივეს, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა. უკრაინამ მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიჩუმე ამჯობინეს, რამაც განაპირობა არა მხოლოდ ის რომ გაეგრძელებინა რუსეთს თავისი აგრესია საქართველოში, არამედ ის რომ წამოეწყო ომი უკრაინასთანაც. ჩვენ როგორც არავის ისე გვესმის რა ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა გვინდა.

ამ კონფერენციას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ, გვჯერა, რომ რიგაში 21-22 მაისს მოვისმენთ მკაფიო გადაწყვეტილებას თუ როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ევროპული პერსპექტივები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ წააგებს არა მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არამედ მთლიანად ევროპა. რადგან გვჯერა, რუსეთის აგრესია არ გაჩერდება. ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე მიღებული იქნას მკაფიო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გერაშენკომ. „დაისახა კონკრეტული გეგმები, მათ შორის, რიგის სამიტისთვის მოწოდება იმისა, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან, ისევე როგორც მოლდოვასთან დაწესდეს უვიზო რეჟიმი; ის რომ ამ ქვეყნებს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტი საქართველო- მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმი - „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ ორ დღეს გრძელდებოდა.

დღეს ევროსაბჭოში რუსეთისათვის საქნციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 12:29

უკრაინაში შექნილ ვითარებასა და რუსეთისათვის საქნციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ დღეს ევროსაბჭოში. ამ ეტაპზე საკითხს კომიტეტებში განიხილავენ. შევა თუ არა სანქციების გამკაცრების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში, ჯერ უცნობია. სესია დღეს იხსნება. 
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული დელეგაცია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას უჭერს მხარს. თავად რუსული დელეგაცია კი ხმის უფლების ჩამორთმევის გამო პროტესტის ნიშნად არ გეგმავს სესიაში მონაწილეობის მიღებას.

გვერდი 9/ 9-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური