დონბასის და ყირიმის დასაბრუნებლად,ვიზალიბერალიზაცია სერიოზული ინსტრუმენტია-პოროშენკოს განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 18:10

„შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ“, - ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. 

„ვიზალიბერალიზაციის პროცესმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ აირჩიონ თავისუფლება, დემოკრატია, ინვესტიციები და სხვა უპირატესობები, ან უნდა ისხდნენ ოკუპირებულ ყირიმში უმუშევრად და არსად გასვლის საშუალება არ ეძლეოდეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთ უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეჩერდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 09:50

რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს,ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ხელმოწერილია განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 
აღნიშნული ბრძანება ძალაში 1-ელი იანვრიდან შედის. ამავე დღიდან შედის ძალაში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადამ გადაიწია.

სააკაშვილის და უკრაინის შსს-ს მინისტრის დაპირისპირება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:00

უკრაინის შს მინისტრის ავაკოვის მტკიცებით, მან სააკაშვილს კამათისას სახეში წყალი შეასხა ,ამ განცხადებას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება .“კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

რადას დეპუტატების ჩხუბის სრული ვიდეო!

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 16:06

რადაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცი მას შემდეგ დაიძაბა, რაც პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი, ოლეგ ბარნა თაიგულით ხელში ტრიბუნას მიუახლოვდა, სადაც პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი იმყოფებოდა. ბარნამ ასწია პრემიერი და ტრიბუნიდან მისი წამოყვანა სცადა. პარლამენტში ჩოჩქოლი ატყდა და რამდენიმე ათეული დეპუტატი ჩხუბში ჩაერთო.

ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის რადაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:49

უკრაინის რადაში პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკის სიტყვით გამოსვლისას ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, იაცენუკს სიტყვით გამოსვლისას "პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი სტეფან ბარნა მიუახლოვდა და მას ყვავილების თაიგული ჩაარტყა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან მოშორება სცადა. პრემიერის დახმარებას „სახალხო ფრონტის“ დეპუტატები შეეცადნენ რა დროსაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში-დაკავებულია 85 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:16

უკრაინელმა სამხედროებმა, აღმოსავლეთ რეგიონში, კონტრ–ტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და 85 ადამიანი დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები პრორუს სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ოპერაცია დონეცკის ოლქში, ქალაქ კრასნო ჰორივკაში ჩატარდა და მასში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა დედაქალაქის შემოგარენშიც. ორმხრივ სროლას ერთი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა, ხოლო დაკავებულთა შორის ოთხი უკრაინელი და სამი რუსეთის მოქალაქეა.

ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ისინი რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტები არიან.

უკრაინა, ბელორუსი და ყაზახეთი საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის რეკლამას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 17:09

საქათველოს ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია გრძელდება. სამივე ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კულინარიასა და ფოლკლორზე სიუჟეტები მოამზადეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 3 ქვეყნიდან გადამღები ჯგუფების ეწვია. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2 კვირის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.

2016 წელს საქართველოს და უკრაინას სავიზო რეჟიმი გაუუქმდება - Die Welt

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 11:49

ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს 2016 წლის ზაფხულისთვის გააუქმებს. ამის შესახებ ბრიუსელის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, გერმანული გაზეთი Die Welt წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოსა და უკრაინის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ანგარიში გამოქვეყნოს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლისთვის მწვანე შუქი აუნთოს.

სტატიაში წერია, რომ ეს შეფასება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის წინაპირობა გახდება, რომ მათ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.

კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 12:47

კიევის ყოფილი მერი პოლიტიკაში ბრუნდება - ამჯერად საქართველოში. მისი გეგმა ახალი პარტიაა, სახელწოდებით - „ბედნიერი საქართველოსთვის“. 

ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

თუ არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს, ჩერნოვეცკი პირობას დებს, რომ პენსიები 400-დან 500 ლარამდე გაიზრდება. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ძებნილი მეგის ქარდავას დასაჭერად, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული, 150 000 ლარის ჯილდო დააწესა.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:08

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით. 

“თურქეთი მხარს უჭერს  უკრაინის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პატივისცემას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას და ამაში ყირიმიც იგულისხმება” ,– აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური