სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 15:23

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის რადას დეპუტატის ვიტალი კუპრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ესტუმრა. უკრაინული დელეგაციის მიზანი უკრაინის პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში, საქართველოს პენიტენციური სფეროს რეფორმის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა.

შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშივლი; პრობაციის ერვონული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტმანეტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობის, დეპარტმანეტების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირების, განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს.

„უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, გავაცანით პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. საუბარი პრობაციის სფეროში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო. მათი მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიხატა, ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანია. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში გამოიყენებენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

დელეგაციის წევრების განსაკუთრებული დაინტერესება დაწესებულებებში მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვის, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და ასევე, ონლაინმაღაზიის მეშვებოთ მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაციის საკითხებმა გამოიწვია.

დელეგაციის ხელმძღვანელის ვიტალი კუპრის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემა უკრაინულთან შედარებით, ბევრად წინ არის და შესაბამისად, ამ სფეროში რეფორმებისა და პროექტების კუთხით საქართველოს გამცოდილების გაზიარება და დანერგვა უკრაინისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

„უკრაინაში სწორედ ახლა იწყება სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება, ჩვენთან პოსტსაბჭოთა რეალობა იყო, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა. შესაბამისად, გამოცდილების და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება იმ ქვეყნებისგან, რომლებიც განვითარების დემოკრატიულ გზას ადგანან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნულ სფეროში თქვენ ბევრად წინ ხართ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას“ - განაცხადა ვიტალი კუპრიმ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გაუზრიარონ საკუთარი გამოცდილება უკრაინულ დელეგაციას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში.

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში დახმარებისკენ ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:41

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში დახმარებისკენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდებს. პეტრო პოროშენკომ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებისა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების სტანდარტების შექმნის სურვილი გამოხატა და დახმარებისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2016 წელს უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოკქებზე, ხოლო დონბასის დაბრუნება პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოხდება. პეტრო პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმი ყირიმის ნახევარკუნძულის დე-პოლიტიზაციისთვის. მისი თქმით, ასეთი მექანიზმის დანერგვისთვის ოპტიმალური ფორმატია ჟენევა პლიუსი, რომელშიც ამერიკასთან ერთად, ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

უკრაინა, საქართველოს გავლით, პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 18:33

უკრაინა, საქართველოს გავლით, პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს. „ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ მატარებელი, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. 

საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის. 

საკითხზე განცხადება უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისი განმარტებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის. 

მარშრუტის საზღვაო ნაწილისთვის გამოიყენებენ საბორნე გადაზიდვებს.

მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 13:07

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა. ინფორმაციას ამის თაობაზე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროში ავრცელებენ. სრული აკრძალვა ოთხი იანვრიდან გააქტიურდა, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად, 2016 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. როგორც სამინისტროში იუწყებიან, აკრძალვა გაუმართლებელი და დისკრიმინაციულია და ის წარმოადგენს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ეკისრებოდა. ასევე, 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების მიხედვით, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვის მხრიდან დაუშვებელი იყო. 

დონბასის და ყირიმის დასაბრუნებლად,ვიზალიბერალიზაცია სერიოზული ინსტრუმენტია-პოროშენკოს განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 18:10

„შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ“, - ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. 

„ვიზალიბერალიზაციის პროცესმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ აირჩიონ თავისუფლება, დემოკრატია, ინვესტიციები და სხვა უპირატესობები, ან უნდა ისხდნენ ოკუპირებულ ყირიმში უმუშევრად და არსად გასვლის საშუალება არ ეძლეოდეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთ უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეჩერდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 09:50

რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს,ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ხელმოწერილია განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 
აღნიშნული ბრძანება ძალაში 1-ელი იანვრიდან შედის. ამავე დღიდან შედის ძალაში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადამ გადაიწია.

სააკაშვილის და უკრაინის შსს-ს მინისტრის დაპირისპირება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:00

უკრაინის შს მინისტრის ავაკოვის მტკიცებით, მან სააკაშვილს კამათისას სახეში წყალი შეასხა ,ამ განცხადებას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება .“კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

რადას დეპუტატების ჩხუბის სრული ვიდეო!

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 16:06

რადაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცი მას შემდეგ დაიძაბა, რაც პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი, ოლეგ ბარნა თაიგულით ხელში ტრიბუნას მიუახლოვდა, სადაც პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი იმყოფებოდა. ბარნამ ასწია პრემიერი და ტრიბუნიდან მისი წამოყვანა სცადა. პარლამენტში ჩოჩქოლი ატყდა და რამდენიმე ათეული დეპუტატი ჩხუბში ჩაერთო.

ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის რადაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:49

უკრაინის რადაში პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკის სიტყვით გამოსვლისას ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, იაცენუკს სიტყვით გამოსვლისას "პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი სტეფან ბარნა მიუახლოვდა და მას ყვავილების თაიგული ჩაარტყა, შემდეგ კი იაცენუკის ტრიბუნიდან მოშორება სცადა. პრემიერის დახმარებას „სახალხო ფრონტის“ დეპუტატები შეეცადნენ რა დროსაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში-დაკავებულია 85 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:16

უკრაინელმა სამხედროებმა, აღმოსავლეთ რეგიონში, კონტრ–ტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და 85 ადამიანი დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები პრორუს სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ოპერაცია დონეცკის ოლქში, ქალაქ კრასნო ჰორივკაში ჩატარდა და მასში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა დედაქალაქის შემოგარენშიც. ორმხრივ სროლას ერთი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა, ხოლო დაკავებულთა შორის ოთხი უკრაინელი და სამი რუსეთის მოქალაქეა.

ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ისინი რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტები არიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური